„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 509
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 27/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 22/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017004
509
27/03/2020
ვებგვერდი, 30/03/2020
100020020.22.027.017004
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №509

2020 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, პატიმრობის კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016521) პირველი მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) №12 დაწესებულება (ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №60) – პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 580 ბრალდებული/მსჯავრდებული.“.

მუხლი 2
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის №9 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.

2. სპეციალური პენიტენციური სამსახურის №9 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ლიკვიდაციასა და აღნიშნული დაწესებულებიდან  სპეციალური პენიტენციური სამსახურის №12 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურმა უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი