ვაზისა და ღვინის შესახებ

ვაზისა და ღვინის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1438
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 23-24, 30/06/1998
სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.05.001.000.368
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1438
12/06/1998
პარლამენტის უწყებანი, 23-24, 30/06/1998
340.050.000.05.001.000.368
ვაზისა და ღვინის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

კონსოლიდირებული ვერსია (24/11/2011 - 27/10/2015)

საქართველოს კანონი

ვაზისა და ღვინის შესახებ

საქართველო განეკუთვნება მაღალხარისხოვანი მევენახეობა-მეღვინეობის ზონას.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული დარგის, განვითარებას, კონკურენტუნარიანი ყურძნის, ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებასა და რეალიზაციას, ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვას.

საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1604-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.17

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ვაზის ნერგის, ყურძნის, ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებისა და რეალიზაციის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

    მუხლი 2

ეს კანონი ვრცელდება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთა სამეურნეო საქმიანობა მოიცავს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის, მათ შორის, ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების, წარმოებას, რეალიზაციას, შენახვას, ტრანსპორტირებას, ექსპორტსა და იმპორტს.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

თავი II. ტერმინების განმარტება

    მუხლი 3

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ვენახი – ვაზის ნარგაობა;

ბ) სამრეწველო ვენახი – სამრეწველო დანიშნულების ვაზის ნარგაობა;

გ) სპეციალური დანიშნულების ვენახი – სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საკოლექციო, სასელექციო და ჯიშთა გამოცდის მიზნით გაშენებული ვაზის ნარგაობა;

დ) მოყვარულთა ვენახი – საკარმიდამო ან საბაღე ნაკვეთზე გაშენებული ვაზის ნარგაობა, სადაც დასაშვებია ჯიშური მრავალფეროვნება. მოყვარულთა ვენახში მოწეული ყურძენი გამოიყენება უშუალო მოხმარებისათვის და მასზე არ ვრცელდება სამრეწველო ვენახებისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

ე) ვაზის ჯიშების სტანდარტული სორტიმენტი (სტანდარტული სორტიმენტი) – საქართველოს ტერიტორიაზე აპრობირებული და სტანდარტიზებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალი;

ვ) ვაზის აბორიგენული ჯიში – ადგილობრივი წარმოშობის ვაზის ჯიში;

ზ) ვაზის ინტროდუცირებული ჯიში – საქართველოში შემოტანილი და აპრობირებული ვაზის ჯიში;

თ) კლონი – ვაზის ერთი ჯიშის ნარგაობიდან განსხვავებული თვისობრივი ნიშნის (მოსავლიანობა) ან ნიშნების (მაღალი მოსავლიანობა, მაღალი შაქრიანობა, მავნე ორგანიზმისადმი გამძლეობა და სხვ.) მატარებელი მოდგმა;

ი) ვიტის ვინიფერა – ვაზისებრთა ოჯახში შემავალი სახეობა, რომელიც მოიცავს ევროპული და აზიური ვაზის კულტურულ ჯიშებს;

კ) ნერგი – ვეგეტაციური გამრავლების გზით მიღებული ერთ - ან ორწლიანი, დაფესვიანებული, დასარგავად განკუთვნილი მცენარე;

ლ) სტანდარტული ნერგი – ვაზის სარგავი მასალა, ნამყენი ან საკუთარფესვიანი, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს;

მ) სერტიფიცირებული ნერგი – უმაღლესი ხარისხის ფიტოსანიტარულად ჯანსაღი საკუთარფესვიანი ან ნამყენი ნერგი, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს;

ნ) საძირეთა სადედე – ფილოქსერაგამძლე სახეობათა ჰიბრიდული ვაზის ჯიშის ნარგაობა, რომელიც განკუთვნილია ვაზის გასამრავლებელი საძირე მასალის საწარმოებლად;

ო) სანამყენეთა სადედე – ვაზის ნარგაობა, რომელიც განკუთვნილია ვაზის გასამრავლებელი სანამყენე მასალის საწარმოებლად;

პ) ვაზის რქა – ერთწლიანი რქის ნაწილი, რომელიც გამოიყენება დასაფესვიანებლად ან საკვირტე (სანამყენე) მასალის დასამზადებლად;

ჟ) საძირე – მყნობისათვის გამოსაყენებელი ფილოქსერაგამძლე ვაზის ერთწლიანი ლერწის კვირტდაბრმავებული ნაწილი;

რ) აპრობაცია – ვენახის, სადედეს, სანერგეს გამოკვლევა ბიოლოგიურად ჯანსაღი, ჯიშობრივად ერთგვაროვანი (სუფთა) ნარგაობის მისაღებად და გასამრავლებლად;

ს) საკუთარფესვიანი ნერგი – ერთწლიანი რქის ნაწილის ან კვირტის დაფესვიანების შედეგად მიღებული ნერგი;

ტ) ნამყენი ნერგი – საძირეზე სანამყენე კვირტის მყნობის შედეგად მიღებული ნერგი, რომელიც ვენახის გასაშენებლად გამოიყენება;

უ) მევენახეობის ზონა – ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხელსაყრელი აგროეკოლოგიური პირობებია ვაზის კულტურის გასაშენებლად;

ფ) მევენახეობის ქვეზონა – მევენახეობის ზონის ნაწილი, რომელიც ამავე ზონის სხვა ქვეზონებისაგან განსხვავდება აგროეკოლოგიური პირობებით;

ქ) მევენახეობის სპეციფიკური ზონა (სპეციფიკური ზონა) – ქვეყნის მევენახეობის ზონა, ქვეზონა ან მათი ნაწილი, სადაც მოწეული ყურძნისა და მისი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების განსაკუთრებული ხარისხი, რეპუტაცია ან/და სხვა მახასიათებლები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ ადგილის ბუნებრივი ფაქტორებით და ვაზის ჯიშის მხოლოდ ამ აგროეკოლოგიურ პირობებში გამომჟღავნებული განსაკუთრებული ღირსებებით;

ღ) ყურძენი – ვაზის ნაყოფი, მწიფე ან ოდნავ შემჭკნარი;

ყ) დურდო – დაჭყლეტილი ყურძნის მასა კლერტიანად ან უკლერტოდ;

შ) ჭაჭა – გამოწნეხილი დურდო;

ჩ) ყურძნის ტკბილი – თხევადი პროდუქტი, რომელიც მიიღება ყურძნის მთლიანი მტევნების ან არამადუღარი დურდოს გამოწნეხვით;

ც) მისტელი – დასპირტული ყურძნის ტკბილი, რომლის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 16%-ზე ნაკლები;

ძ) კონცეტრირებული ყურძნის ტკბილი – არაკარამელიზებული შესქელებული ყურძნის ტკბილი, რომელშიც ექსტრაქტის შემცველობა გაზრდილია ნაწილობრივი დეჰიდრატაციის გზით. მასში შაქრის კონცენტრაცია არ უნდა იყოს 50%-ზე ნაკლები და ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ პროცენტს;

წ) ყურძნის წვენი – თხევადი პროდუქტი, რომელიც მიღებულია მეღვინეობაში დადგენილი მეთოდების გამოყენებით და განკუთვნილია ადამიანის უშუალო მოხმარებისათვის, რომელშიც ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ პროცენტს;

ჭ) მაჭარი – ახალგაზრდა ღვინო, რომელშიც ალკოჰოლური დუღილი ბოლომდე არ არის დამთავრებული;

ხ) ღვინო – პროდუქტი, რომელიც მიღებულია მხოლოდ ყურძნის ტკბილის ან დურდოს სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად;

ჯ) სუფრის ღვინო – ღვინო, რომელზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის „ა.ა“, „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებში დასახელებული ღვინოებისადმი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები და რომლის ფაქტობრივი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 9%-ზე ნაკლები;

ჰ) მევენახეობის მხარე – ქვეყნის მევენახეობის ზონა, ქვეზონა ან მათი გაერთიანებული ადგილი, სადაც იწარმოება მხარის ღვინო;

ა.ა) მხარის ღვინო – ღვინო, რომელიც წარმოებულია ქვეყნის მევენახეობის რომელიმე მხარეში, რაც გულისხმობს ყურძნის დამზადებასა და გადამუშავებას ამ მხარეში, რომლის სპეციფიკური ხარისხი, რეპუტაცია ან/და სხვა მახასიათებლები დაკავშირებულია ამ მხარის ბუნებრივ კლიმატურ და ნიადაგობრივ პირობებთან და რომელსაც მიკუთვნებული აქვს ამ მხარის გეოგრაფიული ან ისტორიული სახელი, რომელიც არ შეიძლება იმეორებდეს ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების დასახელებას ან იძლეოდეს მასთან აღრევის საშუალებას;

ა.ბ) ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოები – სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის ღვინოები, რომლებსაც მიკუთვნებული აქვთ ამ სპეციფიკური ზონის თანამედროვე ან ისტორიულ-გეოგრაფიული სახელი;

ა.გ) სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი (ა.დ.კ.) ღვინო – ღვინო, რომელიც წარმოებულია სპეციფიკურ ზონაში (ყურძნის დამზადება-გადამუშავება და ღვინის წარმოება), რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ სპეციფიკური ზონის ბუნებრივი კლიმატური და ნიადაგობრივი ფაქტორებით (ტერუარით) და ვაზის ჯიშის მხოლოდ ამ აგროეკოლოგიურ პირობებში გამომჟღავნებული განსაკუთრებული ღირსებებით, რომელიც მზადდება ტრადიციული ან სპეციალური ტექნოლოგიით და რომელსაც მიკუთვნებული აქვს ამ სპეციფიკური ზონის თანამედროვე ან ისტორიულ-გეოგრაფიული სახელი;

ა.დ) სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის ღვინო – ღვინო, რომელიც აკმაყოფილებს სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის ღვინისადმი დაწესებულ მოთხოვნებს და რომლის ხარისხი გარანტირებულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ პროდუქციის წარმოებაზე განსაკუთრებული კონტროლის განხორციელებით;

ა.ე) მშრალი ღვინო – დასრულებული ალკოჰოლური დუღილის შედეგად მიღებული ღვინო, რომელშიც რედუცირებული შაქრების შემცველობა არ აღემატება 4,0 გ/ლ-ს;

ა.ვ) ბუნებრივად ნახევრად მშრალი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და ბუნებრივად ტკბილი ღვინოები – ღვინოები, რომლებიც მიღებულია დურდოს ან ყურძნის ტკბილის არასრული დადუღების გზით;

ა.ზ) ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოები – ღვინოები, რომლებიც მიღებულია დურდოს ან ყურძნის ტკბილის არასრული ან სრული დადუღების გზით და რომლებშიც შაქრიანობის გაზრდის მიზნით დამატებულია ყურძნის ტკბილი ან/და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი;

ა.თ) (ამოღებულია).

ა.ი) ცქრიალა ღვინო – ნახშირბადის დიოქსიდით გაჯერებული ღვინო, რომელიც მიიღება დახურულ ჭურჭელში ყურძნის ტკბილის პირველადი ან ღვინის მეორადი დუღილის შედეგად და რომელშიც ჭარბი წნევა 200C ტემპერატურაზე არ უნდა იყოს 3 ბარზე ნაკლები;

ა.კ) შუშხუნა ღვინო – ნახშირბადის დიოქსიდით ხელოვნურად გაჯერებული ღვინო, რომელშიც ჭარბი წნევა 200C ტემპერატურაზე არ უნდა იყოს 2,5 ბარზე ნაკლები;

ა.ლ) შემაგრებული ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება მადუღარ დურდოზე ან მადუღარ ყურძნის ტკბილზე ეთილის რექტიფიცირებული სპირტის დამატებით და რომლის ფაქტობრივი სპირტშემცველობა 15%-დან 22%-მდეა;

ა.მ) არომატიზებული ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება მშრალი ან შემაგრებული ღვინის, მცენარეთა სპირტიანი ექსტრაქტის, ეთილის რექტიფიცირებული სპირტისა და შაქრის შერევით;

ა.ნ) საბრენდე ღვინო – ახალგაზრდა, დაუმუშავებელი ღვინო, რომელიც განკუთვნილია საბრენდე სპირტის მისაღებად;

ა.ო) საბრენდე სპირტი (ახალგაზრდა საბრენდე სპირტი) – ღვინის ბრენდის წარმოების შუალედური პროდუქტი, რომელიც მიიღება საბრენდე ღვინის ორჯერადი ან ერთჯერადი გამოხდით;

ა.პ) ღვინის ბრენდი – დავარგებული საბრენდე სპირტების კუპაჟითა და შემდგომი დამუშავებით მიღებული სპეციფიკური თვისებების მქონე პროდუქტი;

ა.ჟ) დავარგება – საბრენდე სპირტების, ღვინის ბრენდისა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესების ხანგრძლივი ტექნოლოგიური პროცესი;

ა.რ) ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა – სუფთა სპირტის მოცულობითი რაოდენობა პროდუქტის 100 მოცულობით ერთეულში 200C ტემპერატურაზე;

ა.ს) პოტენციური მოცულობითი სპირტშემცველობა – სუფთა სპირტის მოცულობითი რაოდენობა პროდუქტის 100 მოცულობით ერთეულში 200C ტემპერატურაზე, თუ პროდუქტში არსებული შაქარი მთლიანად დადუღდება;

ა.ტ) საერთო მოცულობითი სპირტშემცველობა – ფაქტობრივი და პოტენციური მოცულობითი სპიტშემცველობების ჯამი;

ა.უ) ბუნებრივი მოცულობითი სპირტშემცველობა – სპირტის საერთო მოცულობითი რაოდენობა გამდიდრებამდე (ყურძნის ტკბილის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, საქაროზას ან ეთილის სპირტის დამატებამდე);

ა.ფ) შაქრიანობა – დაშლილი (რედუცირებული) შაქრების მასის კონცენტრაცია;

ა.ქ) ტიტრული მჟავიანობა – ყურძნის ტკბილსა და ღვინოში არსებული მჟავებისა და მათი მჟავა მარილების შემცველობა, რომელიც იტიტრება ტუტე ხსნარებით და გადაიანგარიშება ღვინის მჟავაზე;

ა.ღ) აქროლადი მჟავიანობა – ღვინოში აქროლადი მჟავების შემცველობა ძმარმჟავაზე გადაანგარიშებით;

ა.ყ) გაერთგვაროვნება (ეგალიზაცია) – ვაზის ჯიშის, ხარისხისა და წარმოშობის ადგილის მიხედვით ერთნაირი ღვინოების ურთიერთშერევა, ერთგვაროვანი შემადგენლობის ღვინის პარტიების მიღების მიზნით;

ა.შ) კუპაჟი – სხვადასხვა ღვინოების ან/და ყურძნისეული წარმოშობის სხვადასხვა სპირტების, აგრეთვე მეღვინეობაში გამოსაყენებლად ამ კანონით ნებადართული კომპონენტების შერევა;

ა.ჩ) ტირაჟი – ბოთლის მეთოდით ცქრიალა ღვინის წარმოებისას სატირაჟე ნაზავის ჩამოსხმის, დახუფვისა და საცობის დამაგრების ტექნოლოგიური ოპერაცია;

ა.ც) ღვინის სპირტი – ეთილის სპირტი, რომელიც მიღებულია ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტებისაგან (ღვინო, ლექი, ჭაჭა);

ა.ძ) სპირტიანი სასმელი – პროდუქტი, რომელიც დამზადებულია ყურძნისეული წარმოშობის ნედლეულისაგან მიღებული ეთილის სპირტისა და ამ კანონის თანახმად მეღვინეობაში გამოსაყენებლად ნებადართული ნივთიერებების დამატებით;

ა.წ) კოლერი – პროდუქტი, რომელიც მიღებულია მაღალ ტემპერატურაზე საქაროზას გაცხელებით;

ა.ჭ) არომატიზება – მეღვინეობაში გამოსაყენებლად ნებადართული მცენარეული ნედლეულისაგან მიღებული ერთი ან მეტი არომატიზატორის გამოყენება ღვინისა და სპირტიანი სასმელების დამზადებისას;

ა.ხ) აქროლადი ნივთიერებები – სპირტიანი სასმელების შემადგენლობაში შემავალი აქროლადი ნივთიერებები, გარდა ეთილისა და მეთილის სპირტებისა;

ა.ჯ) ყუძნისეული წარმოშობის პროდუქტები – ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული პირველადი და მეორადი პროდუქტები;

ა.ჰ) შეტყობინება – მეწარმის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით წარდგენილი შეტყობინება, რომელიც მოიცავს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;

ა.ჰ 1 ) ფალსიფიკაცია – ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების თვისობრიობის, მახასიათებლებისა და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან, არაყურძნისეული კომპონენტებისაგან ან/და ქიმიური რეაგენტების გამოყენებით ღვინის დამზადება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით;

ა.ჰ 2 ) ლოტი – მზა პროდუქციის იდენტიფიკაციის მიზნით ბოთლებში ჩამოსხმული ერთგვაროვანი პროდუქციის პარტია, რომელსაც ენიჭება სპეციალური ნომერი (კოდი), რომელიც გამოისახება ეტიკეტზე;

ა.ჰ 3 ) შესაბამისობის დეკლარაცია – ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებლის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია ინფორმაცია წარმოებული პროდუქციის წარმოშობისა და ხარისხის შესახებ და მწარმოებლის რეკვიზიტები;

ა.ჰ 4 ) ღვინის სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი – ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი, სადაც არის ალკოჰოლიანი სასმელის შენახვისათვის შესაფერისი პირობები, რომლებიც უზრუნველყოფს ღვინის ხარისხის შენარჩუნებას.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №192-სსმI, №17, 28.07.2008წ., მუხ.121

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

თავი II1. საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობის მარეგულირებელი ორგანო

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

    მუხლი 3 1

1. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).

2. სააგენტოს კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

3. სააგენტოს სტრუქტურა, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

4. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და დებულების საფუძველზე.

5. სააგენტო ზედამხედველობს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვას და მათი დარღვევისას ატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

6. სააგენტო ზედამხედველობს ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგების წარმოებასა და გაშენებას.

7. სააგენტო ადგენს და აწარმოებს ვენახის ფართობებისა და საწარმოებში პროდუქციის მოძრაობისა და ნაშთების კარტოთეკას (საინფორმაციო ბანკს).

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

    მუხლი 3 2

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

2. სააგენტოს თავმჯდომარის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. სააგენტოს თანამშრომელთა შერჩევა და თანამდებობაზე დანიშვნა ხდება კონკურსის წესით.

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

    მუხლი 3 3

1. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტი;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

თავი III. ვაზის გენეტიკური რესურსები და მისი დაცვა. ვაზის სტანდარტული ჯიშების კლასიფიკაცია

მუხლი 4 

1. ვაზის გენეტიკური რესურსები – აბორიგენული (ადგილობრივი წარმოშობის) ჯიშების გენოფონდი და ვაზის ველური ფორმები ეროვნული სიმდიდრეა, რომელსაც იცავს სახელმწიფო.

2. ვაზის გენეტიკური რესურსების გამოვლენას, გამოკვლევას, შესწავლასა და კონსერვაციას აფინანსებს სახელმწიფო. ამავე საქმიანობას შეიძლება ეწეოდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები.

    მუხლი 5

1. ვაზის ჯიშების სტანდარტული სორტიმენტი, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მოიცავს ვაზის აბორიგენულ და ინტროდუცირებულ (ვიტის ვინიფერას) ჯიშებს.

2. ვაზის ჯიშების სტანდარტული სორტიმენტის შევსება ახალი ჯიშებით ხორციელდება დაინტერესებული პირის განაცხადის საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

    მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

    მუხლი 7

1. ამ კანონით დადგენილია საქართველოს მევენახეობის შემდეგი ზონები და ქვეზონები:

ა) კახეთი (ქვეზონები: შიდა კახეთი, გარე კახეთი);

ბ) ქართლი (ქვეზონები: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, ზემო ქართლი);

გ) მესხეთი;

დ) იმერეთი (ქვეზონები: ზემო იმერეთი, შუა იმერეთი, ქვემო იმერეთი);

ე) რაჭა-ლეჩხუმი (ქვეზონები: რაჭა, ლეჩხუმი);

ვ) შავი ზღვის სანაპირო ზონა (ქვეზონები: აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი).

2. საქართველოს მევენახეობის ზონებსა და ქვეზონებში ვაზის ჯიშების სტანდარტულ სორტიმენტებს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

თავი IV. ვაზის სარგავი მასალის წარმოება

    მუხლი 8

1. საძირეთა და სანამყენეთა სადედეები შენდება მხოლოდ ვაზის ჯიშების სტანდარტულ სორტიმენტში შემავალი, ჯიშობრივად და ფიტოსანიტარიულად სუფთა ვაზის ჯიშის ნერგისაგან.

2. მყნობისათვის დასაშვებია მხოლოდ აპრობირებული (სელექცირებული) საძირისა და სანამყენე მასალის გამოყენება.

3. ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგების წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლი ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

    მუხლი 9

სამრეწველო ვაზის ნერგის, საძირისა და სამყნობი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირება ხორციელდება ვაზის ჯიშების სტანდარტული სორტიმენტის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

თავი V. ვენახის გაშენებისა და მოვლის პირობები

    მუხლი 10

ვენახი იყოფა მოყვარულთა, სპეციალური დანიშნულებისა და სამრეწველო ვენახებად.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

    მუხლი 11

სამრეწველო ვენახის გასაშენებლად აკრძალულია იმ ჯიშების გამოყენება, რომლებიც არ შედის დადგენილ ვაზის ჯიშების სტანდარტულ სორტიმენტში.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

    მუხლი 12

1. სამრეწველო ვენახის გაშენება ნებადართულია მხოლოდ ნამყენი ნერგით.

2. საკუთარფესვიანი (ან დაუფესვიანებელი რქით) ნერგი გამოიყენება მხოლოდ ფილოქსერაგამძლე სადედეების გასაშენებლად ან სამეცნიერო მიზნებით.

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

    მუხლი 13

1. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების წარმოებისათვის ყურძნის საჰექტარო მოსავლიანობა რეგლამენტირებულია.

2. ყურძნის საჰექტარო მოსავლიანობის რეგლამენტს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

თავი VI. ღვინის კლასიფიკაცია. მეღვინეობის პროდუქციის განსაზღვრა. მეღვინეობის პრაქტიკა

    მუხლი 14

1. ამ კანონით დადგენილია საქართველოში წარმოებული ღვინოების შემდეგი კლასიფიკაცია:

ა) ხარისხის მიხედვით:

ა.ა) სუფრის;

ა.ბ) მხარის;

ა.გ) სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ) უმაღლესი ხარისხის;

ა.დ) სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებული (ა.დ.კ) უმაღლესი ხარისხის;

ბ) ტიპების მიხედვით:

ბ.ა) მშრალი;

ბ.ბ) ნახევრადმშრალი;

ბ.გ) ნახევრადტკბილი;

ბ.დ) ტკბილი;

ბ.ე) ცქრიალა;

ბ.ვ) შუშხუნა;

ბ.ზ) შემაგრებული;

ბ.თ) არომატიზებული;

გ) ფერის მიხედვით:

გ.ა) თეთრი;

გ.ბ) ვარდისფერი;

გ.გ) წითელი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ღვინოების წარმოების ზოგად წესებსა და ტექნიკურ რეგლამენტებს ადგენს ეს კანონი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

    მუხლი 15

1. მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალი განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. მეღვინეობის პრაქტიკაში აკრძალულია:

ა) ყურძნის წვენისა და კონცენტრირებული ყურძნის წვენის დადუღება ღვინის მისაღებად;

ბ) ღვინის წარმოება ჭაჭისაგან, ლექისა და ქიშმიშისაგან;

გ) გამოხდისათვის განკუთვნილი შემაგრებული (დასპირტული) პროდუქტის გამოყენება ღვინის წარმოებაში;

დ) წყლის დამატება ამ კანონის მე-3 მუხლში ჩამოთვლილი ყურძნისეული წარმოშობის პროდუქციისათვის, გარდა სპირტიანი სასმელებისა;

ე) სუფრის, მხარის, ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.), ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის ეთილის რექტიფიცირებული ან სხვა სპირტის დამატება, გარდა ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის განკუთვნილ ლიქიორში შემავალი საბრენდე სპირტისა;

ვ) ღვინის წარმოების ყველა ეტაპზე ნებისმიერი წარმოშობის ეთილის სპირტის დამატება, გარდა შემაგრებული ღვინოების წარმოების დროს და ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის განკუთვნილი ლიქიორის დასამზადებლად გამოყენებული საბრენდე სპირტისა;

ზ) ღვინის წარმოების ყველა ეტაპზე საქაროზას დამატება, გარდა ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის განკუთვნილი ლიქიორისა;

თ) გლიცერინისაგან, მღებავი ნივთიერებებისაგან, ესენციებისაგან ან/და სხვა არაყურძნისეული კომპონენტებისაგან ან/და ქიმიური რეაგენტების გამოყენებით ღვინის დამზადება;

ი) ღვინოპროდუქციისათვის იმ ნივთიერებების დამატება, რომლებიც არ არის ნებადართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით.

3. ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების წარმოებაზე, რეალიზაციაზე, შენახვაზე, ტრანსპორტირებაზე, ექსპორტსა და იმპორტზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სააგენტო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით.

4. ყველა კატეგორიის ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე მითითებული ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობის ზღვრიდან გადახრა დასაშვებია მხოლოდ +/-0,4 მოცულობითი პროცენტი სპირტშემცველობის ფარგლებში.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

თავი VII. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოება და რეგისტრაცია

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

     მუხლი 16

1. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების წარმოება ეფუძნება შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:

ა) სპეციფიკურ ზონას;

ბ) ვაზის ჯიშს;

გ) კულტივირების (ტრადიციულ და ეკოლოგიურ) მეთოდებს;

დ) ღვინის დაყენების მეთოდს;

ე) ბუნებრივი მოცულობითი სპირტშემცველობის მინიმალურ ზღვარს;

ვ) ყურძნის ან/და ღვინის გამოსავლიანობას ერთი ჰექტარიდან;

ზ) ფიზიკურ-ქიმიურ ანალიზს და ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს.

2. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოები მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

ა) ადგილწარმოშობის დასახელების მშრალ, ნახევრად მშრალ, ნახევრად ტკბილ და ტკბილ ღვინოებს;

ბ) ადგილწარმოშობის დასახელების შემაგრებულ ღვინოებს (ა.დ.შ.);

გ) ადგილწარმოშობის დასახელების ცქრიალა ღვინოებს (ა.დ.ც.).

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

    მუხლი 17

1. თითოეული სპეციფიკური ზონის საზღვრები უნდა იყოს ზუსტად დადგენილი (დემარკირებული) ვენახის ცალკეული ნაკვეთის ან მათი ერთობლიობის გამოკვეთით და იმ ფაქტორების (ნიადაგი, კლიმატი, ვენახის განლაგება და ექსპოზიცია (ტერუარი)) გათვალისწინებით, რომლებიც განაპირობებს ამ სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის განსაკუთრებულ ხარისხს.

2. ნებისმიერი პირი უფლებამოსილია, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნის საზღვრებში ან სპეციფიკური ზონის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაარეგისტრიროს ახალი ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის გამოყენების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ ამ პირს ექნება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მინიჭების, შეცვლისა და შეწყვეტის, აგრეთვე გამოყენების შეზღუდვის წესს განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

4. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების წარმოებისათვის განკუთვნილ სპეციფიკურ ზონაში დასაშვებია მხოლოდ ვაზის ჯიშების სტანდარტული სორტიმენტის მევენახეობის ამ ზონისათვის ან ქვეზონისათვის დამტკიცებული ვაზის ჯიშების გაშენება.

5. სპეციფიკური ზონის დასახელების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 5 წლისა ამ სპეციფიკურ ზონაში დასაშვებია ვაზის იმ ჯიშების არსებობაც, რომლებიც არ შედის ვაზის ჯიშების სტანდარტულ სორტიმენტში.

6. თუ სპეციფიკური ზონის დასახელების რეგისტრაციიდან 5 წლის შემდეგ ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების წარმოებისათვის განკუთვნილ ვენახში არ იქნება დაცული ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა, აკრძალულია ასეთ ვენახში მოწეული ყურძნისაგან წარმოებული ღვინისათვის ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის სტატუსის მინიჭება.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

    მუხლი 18

1. სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების წარმოებისას დასაშვებია 15%-მდე იმ ყურძნის ან ღვინის გამოყენება, რომელიც მოწეულია ან მიღებულია მევენახეობის იმავე ზონის სხვა სპეციფიკურ ზონაში ვაზის იმავე ფერის (მხოლოდ ვიტის ვინიფერას ფარგლებში) სტანდარტული ჯიშებისგან.

2. სპეციფიკურ ზონაში მოწეული ყურძნის გადამუშავება, ღვინის წარმოება და ჩამოსხმა დასაშვებია ამ სპეციფიკური ზონის გარეთაც, მხოლოდ საქართველოს ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №192-სსმI, №17, 28.07.2008წ., მუხ.121

    მუხლი 19

1. სპეციფიკურ ზონებში წარმოებული უმაღლესი ხარისხის ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია ხორციელდება ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – „საქპატენტი“ „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

თავი VIII. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის რეალიზაციისა და ჩამოხარისხების განსაკუთრებული პირობები

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

    მუხლი 20

1. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის წარმოებისა და შენახვის ადგილებზე სააგენტო აღრიცხავს ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის კატეგორიისათვის განკუთვნილ ღვინოებს რთველის მომდევნო წლის 1 იანვრის მდგომარეობით.

2. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში ამ პროცესებთან დაკავშირებული ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს ატესტირებული სამარკო ღვინის მაღალი ხარისხი.

3. საქართველოში ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში საწარმოო პროცესისა და ატესტირებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ხარისხის კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ხარისხის გაუარესებისას იგი ექვემდებარება დაბალ ხარისხში გადაყვანას (ჩამოხარისხებას) და კარგავს უფლებას იწოდებოდეს სპეციფიკურ ზონაში წარმოებულ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოდ. ღვინის ხარისხის უფრო დაბალ კატეგორიაში გადაყვანის (ჩამოხარისხების) წესს განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

    მუხლი 21

1. სამომხმარებლო ბაზარზე აკრძალულია:

ა) ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების და ღვინის ბრენდების რეალიზაცია:

ა.ა) შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე;

ა.ბ) დაფასოების გარეშე;

ა.გ) მშრალი და შემაგრებული ღვინოებისა – რთველის მომდევნო წლის 1 აგვისტომდე;

ა.დ) ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოებისა – რთველის მომდევნო წლის 31 იანვრამდე;

ბ) ცქრიალა ღვინოების რეალიზაცია:

ბ.ა) ბოთლის მეთოდით წარმოებულისა – ტირაჟიდან არანაკლებ 9 თვის გასვლამდე;

ბ.ბ) რეზერვუარული მეთოდით წარმოებულისა – მეორადი ალკოჰოლური დუღილის დაწყებიდან არანაკლებ 6 თვის გასვლამდე;

ბ.გ) თანმხლებ დოკუმენტებში ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის კატეგორიის, მარკის, დასახელებისა და მოსავლის წლის მითითების გარეშე.

2. ღვინის ბრენდების ჩამოსასხამი სახით რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე აკრძალულია.

3. სუფრისა და მხარის ღვინოების ჩამოსასხამი სახით რეალიზაცია ღვინის სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და ბაზრობებზე რეგულირდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

თავი IX. ცქრიალა ღვინოები

    მუხლი 22

1. ხარისხის მიხედვით დადგენილია საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ქართული ცქრიალა ღვინოების შემდეგი კლასიფიკაცია:

ა) ცქრიალა ღვინო;

ბ) სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების ცქრიალა (ა.დ.ც.) ღვინო.

2. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ცქრიალა ღვინოების ტიპები შაქრიანობის მიხედვით (შაქრიანობა რეგულირდება ტექნიკური რეგლამენტით) განისაზღვრება შემდეგი ტერმინებით:

ა) ბრიუტი;

ბ) ძლიერ მშრალი;

გ) მშრალი;

დ) ნახევრად მშრალი;

ე) ნახევრად ტკბილი;

ვ) ტკბილი.

3. ადგილწარმოშობის დასახელების ცქრიალა (ა.დ.ც.) ღვინოებზე ვრცელდება ამ კანონის მე-16–21-ე მუხლებით დადგენილი პირობები.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

    მუხლი 23

1. საჭირო ტიპის ცქრიალა ღვინის მისაღებად ნებადართულია საექსპედიციო ლიქიორის დამატება მხოლოდ:

ა) ცქრიალა ღვინის ბოთლის მეთოდით წარმოებისას – წაყელვის ოპერაციის დამთავრებისთანავე;

ბ) ცქრიალა ღვინის რეზერვუარული მეთოდით წარმოებისას – მეორადი ალკოჰოლური დუღილის დამთავრების შემდეგ ცქრიალა ღვინის რეზერვუარში ან უშუალოდ ბოთლებში ჩამოსხმის დროს.

2. დასაშვებია ცქრიალა ღვინოში მხოლოდ მეორადი დუღილის შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგა გაზის არსებობა, გარდა ცქრიალა ღვინის უშუალოდ ყურძნის ტკბილისაგან მიღების შემთხვევისა.

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

თავი X. შუშხუნა ღვინოები

    მუხლი 24

1. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული შუშხუნა ღვინოების ტიპები შაქრიანობის მიხედვით განისაზღვრება შემდეგი ტერმინებით:

ა) მშრალი;

ბ) ნახევრად მშრალი;

გ) ნახევრად ტკბილი;

დ) ტკბილი.

2. შუშხუნა ღვინის წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ საექსპედიციო ლიქიორი, რომლის დამატება ხდება შუშხუნა ღვინისთვის განკუთვნილ ნაზავში ან უშუალოდ ბოთლებში შუშხუნა ღვინის ჩამოსხმისას.

3. საექსპედიციო ლიქიორის დამატება არ ჩაითვლება შაქრიანობის გაზრდის ოპერაციად.

4. საექსპედიციო ლიქიორის დამატებამ არ უნდა გამოიწვიოს შუშხუნა ღვინოში საერთო მოცულობითი სპირტშემცველობის 0,5%-ზე მეტად გაზრდა.

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

თავი XI. ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელები

მუხლი 25 

1. ამ კანონით დადგენილია საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების შემდეგი კლასიფიკაცია:

ა) ღვინის ბრენდი;

ბ) ყურძნის არაყი – „ჭაჭა“;

გ) მაგარი სასმელი;

დ) ლიქიორი და ნაყენი.

2. სპირტიანი სასმელების დამზადებისას მათი დატკბობის, შეფერვისა და არომატიზების მიზნით ნებადართულია საქაროზის, გლუკოზის, ფრუქტოზის, ყურძნის კონცენტრირებული ტკბილის, ყურძნის ტკბილის, კოლერის (დამწვარი შაქარი), მუხის ბუნებრივი ექსტრაქტის, თაფლისა და სხვა ბუნებრივი არომატიზატორების გამოყენება.

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

    მუხლი 26

1. საბრენდე ღვინის მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 9,0%-ზე ნაკლები, ხოლო ტიტრული მჟავიანობა – 5 გ/ლ-ზე ნაკლები.

2. საბრენდე სპირტში აქროლადი მჟავების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 0,8 გ/ლ-ს.

3. საბრენდე სპირტების გამოსახდელად დასაშვებია მხოლოდ საბრენდე ღვინის გამოყენება.

საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1604-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.17

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

    მუხლი 27

1. ხარისხის მიხედვით დადგენილია ღვინის ბრენდის და ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის ბრენდის შემდეგი კატეგორიები:

ა) ახალგაზრდა ღვინის ბრენდი;

ბ) ღვინის ბრენდი;

გ) ღვინის ბრენდი ძველი;

დ) ღვინის ბრენდი ძალიან ძველი;

ე) ღვინის ბრენდი საკოლექციო.

2. ღვინის ბრენდი მზადდება მუხის კასრებში, მომინანქრებულ ავზში ჩაწყობილ, გაუაქტივებელ ან გააქტივებულ მუხის ტკეჩებზე დავარგებული საბრენდე სპირტებისგან, კერძოდ:

ა) ახალგაზრდა ღვინის ბრენდი – ერთიდან 3 წლამდე დავარგების საბრენდე სპირტებისგან;

ბ) ღვინის ბრენდი სამწლიანი – არანაკლებ 3-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან;

გ) ღვინის ბრენდი ოთხწლიანი – არანაკლებ 4-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან;

დ) ღვინის ბრენდი ხუთწლიანი – არანაკლებ 5-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან.

3. ღვინის ბრენდებს შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი დასახელებები. ღვინის ბრენდის ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული საბრენდე სპირტის დავარგების ასაკი. ეტიკეტზე ვარსკვლავების გამოყენების შემთხვევაში მათი რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს კუპაჟში გამოყენებული საბრენდე სპირტის დავარგების ასაკს.

4. მაღალი ხარისხის ღვინის ბრენდი მზადდება მუხის კასრებში, არანაკლებ 6-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისაგან და მას უნდა ჰქონდეს საკუთარი დასახელება.

5. საბრენდე სპირტის დავარგების ასაკის მიხედვით დადგენილია უმაღლესი ხარისხის ღვინის ბრენდის შემდეგი ჯგუფები:

ა) I ჯგუფი – ძველი, რომელიც მზადდება 6-7-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან;

ბ) II ჯგუფი – ძველი, უმაღლესი ხარისხის, რომელიც მზადდება 8–10-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან;

გ) III ჯგუფი – ძველი, რომელიც მზადდება 10–20-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან;

დ) IV ჯგუფი – ძალიან ძველი, რომელიც მზადდება 20- ან მეტწლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან.

6. I ჯგუფის ღვინის ბრენდის დამზადებისას ნებადართულია კუპაჟში 5-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტის გამოყენება არა უმეტეს 10%-ის ოდენობით. II ჯგუფის ღვინის ბრენდის დამზადებისას ნებადართულია კუპაჟში 6-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტის გამოყენება არა უმეტეს 10%-ის ოდენობით. III ჯგუფის ღვინის ბრენდის დამზადებისას ნებადართულია კუპაჟში 7-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტის გამოყენება არა უმეტეს 10%-ის ოდენობით. IV ჯგუფის ღვინის ბრენდის დამზადებისას ნებადართულია კუპაჟში 8-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტის გამოყენება არა უმეტეს 10%-ის ოდენობით.

7. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის ბრენდს მიეკუთვნება ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის საბრენდე სპირტებისაგან დამზადებული უმაღლესი ხარისხის ღვინის ბრენდი, რომლის ასაკია არანაკლებ ექვსი წელი.

8. საკოლექციო ღვინის ბრენდად ითვლება I, II, III და IV ჯგუფების ღვინის ბრენდები, რომლებიც კუპაჟისშემდგომი დასვენების შემდეგ მუხის კასრებში ან ბუტებში გააგრძელებს დავარგებას არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №192-სსმI, №17, 28.07.2008წ., მუხ.121

    მუხლი 28

ყურძნის არყის დამზადებისას დასაშვებია მხოლოდ ღვინის სპირტის გამოყენება. ღვინის სპირტი შეიძლება იყოს რექტიფიცირებული ან გააქტივებული ნახშირის ფილტრში გაფილტრული ან სხვა ექვივალენტური დამუშავების გზით მიღებული, რაც უზრუნველყოფს იმ ზოგიერთი ორგანოლეპტიკური მახასიათებლების სელექციურ გაძლიერებას, რომლებიც დამახასიათებელია ამ სპირტის ყურძნისეული ნედლეულისათვის.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

    მუხლი 29

1. ღვინისაგან მიღებული მაგარი სასმელების დამზადება დასაშვებია მხოლოდ ღვინის გამოხდით ან ღვინის ნედლი სპირტის მეორადი გამოხდით მიღებული სპირტებისაგან.

2. ჭაჭისგან ყურძნის არყის დამზადება დასაშვებია დადუღებული (ფერმენტირებული) ჭაჭის დისტილაციით პირდაპირი წყლის ორთქლით ან წყლის დამატების შემდეგ. დასაშვებია ჭაჭაზე მშრალი ღვინის ლექის დამატება. მიღებულ დისტილატში სპირტის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 86 მოცულობით პროცენტს.

3. ქართულ ტრადიციულ დასახელებას „ჭაჭა“ შეიძლება დაემატოს მევენახეობის შესაბამისი მხარის, ზონის ან ქვეზონის დასახელება.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 ., მუხ .18 3

    მუხლი 30

ყურძნისეული წარმოშობის ლიქიორების დასამზადებლად, ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი ნივთიერებებისა და პროდუქტების გარდა, დასაშვებია გამოყენებულ იქნეს რძის ნაწარმი, ხილი, ღვინო, მათ შორის არომატიზებული ღვინო და მხოლოდ ღვინის სპირტი.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

თავი XII. პროდუქციის ეტიკეტირება

    მუხლი 31

1. სარეალიზაციოდ ჩამოსხმული პროდუქციის ეტიკეტი უნდა შეიცავდეს შემდეგ აუცილებელ ინფორმაციას:

ა) პროდუქციის სახელწოდებას;

ბ) ნომინალურ მოცულობას;

გ) ფაქტობრივ მოცულობით სპირტშემცველობას;

დ) სუფრის ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნას „სუფრის ღვინო“;

ე) მხარის ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნას „მხარის ღვინო“ და მხარის დასახელებას;

ვ) ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნას „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო“;

ზ) სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი (ა.დ.კ.) ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნას „ადგილწარმოშობის კონტროლირებადი დასახელების ღვინო“ (ან „ა.დ.კ.“) და წარმოშობის ადგილის (სპეციფიკური ზონის) დასახელებას ცალკე ან ამ აღნიშვნასთან ერთად;

თ) აღნიშვნას „ქართული ღვინო“;

ი) ცქრიალა, შუშხუნა, შემაგრებული და არომატიზებული ღვინოების შემთხვევაში – შესაბამის აღნიშვნას: „ცქრიალა ღვინო“, „შუშხუნა ღვინო“, „შემაგრებული ღვინო“, „არომატიზებული ღვინო“;

კ) მწარმოებლის დასახელებას;

ლ) ჩამომსხმელის დასახელებას, თუ პროდუქციის მწარმოებელი და ჩამომსხმელი სხვადასხვა პირია;

მ) ლოტის ნომერს (ნებადართულია, აღინიშნოს კონტრეტიკეტებზე).

2. ღვინის ბრენდის ეტიკეტზე აღინიშნება აგრეთვე კუპაჟში გამოყენებული საბრენდე სპირტის საშუალო ასაკი.

3. ცქრიალა ღვინის ეტიკეტირება უნდა მოხდეს მისი წარმოების ადგილზე.

4. ექსპორტირებისას პროდუქციის ეტიკეტზე უნდა იყოს აღნიშვნა „დამზადებულია საქართველოში“.

5. (ამოღებულია – 19.04.2011, №4550).

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 ., მუხ .18 3

საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4550 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

    მუხლი 32

1. პროდუქციის ეტიკეტზე, კონტრეტიკეტსა და საყელოზე ნებადართულია აღინიშნოს:

ა) პროდუქციის ფერი;

ბ) ვაზის ჯიშის ან ჯიშების დასახელება, თუ პროდუქცია (ღვინო, ბრენდი და ა.შ.) დამზადებულია აღნიშნული ჯიშის ან ჯიშების ყურძნის სულ ცოტა 85%-ის გამოყენებით;

გ) ყურძნის მოსავლის წელი, თუ ღვინის სულ ცოტა 85% დამზადებულია აღნიშნულ წელს მოწეული ყურძნისაგან;

დ) პროდუქციის ტრადიციული დასახელება, თუ იგი არსებობს და გამოიყენება მისი წარმოების ზონაში და ძირითადი ნედლეულის (ყურძნის) სახელწოდების სინონიმი, თუ იგი მოცემული ზონისათვის ტრადიციულია;

ე) პროდუქტის შაქრიანობა გრ/დმ3;

ვ) პროდუქციის ხარისხის კონტროლის სარეგისტრაციო ნომერი (სამარკო პროდუქციისათვის), რომელსაც პროდუქციას ანიჭებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო;

ზ) ბოთლებში ჩამოსხმული ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქციის რაოდენობა;

თ) დაზუსტებები, რომლებიც შეეხება პროდუქციის დამზადების მეთოდს, ფერს, შემადგენლობაში შემავალ ინგრედიენტებს და ა.შ., და რომლებიც რეგლამენტირებულია მოცემული პროდუქციის დამზადების ტექნოლოგიური ინსტრუქციით;

ი) ინფორმაცია:

ი.ა) პროდუქციის, მწარმოებლისა და პროდუქციის რეალიზაციის მონაწილეთა შესახებ;

ი.ბ) იმ ძირითადი ნედლეულის (ყურძნის, სპირტისა და ა.შ.) წარმოების ბუნებრივი და ტექნოლოგიური პირობების შესახებ, რომლისგანაც დამზადებულია მოცემული პროდუქცია;

ი.გ) (ამოღებულია).

ი.დ) პროდუქციის მიერ მიღებული ჯილდოების შესახებ;

ი.ე) მწარმოებელთა ან რეალიზატორთა (დისტრიბუტორთა) იმ ჯგუფის (გაერთიანების) შესახებ, რომელთანაც დაკავშირებულია მოცემული პროდუქციის მწარმოებელი, თუ ეს ინფორმაცია ხელს შეუწყობს პროდუქციის პრესტიჟის ამაღლებას;

ი.ვ) პროდუქციის წარმოების ზონაში არსებული ისტორიული ადგილის (ძეგლის) შესახებ.

2. ექსპორტისთვის განკუთვნილი პროდუქციის გაფორმების ელემენტებზე დასაშვებია დამატებითი ან განსაკუთრებული ინფორმაცია იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობის ან იმპორტიორი პირის მოთხოვნის შესაბამისად.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

    მუხლი 33

1. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ღვინის და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის ეტიკეტზე წარწერები უნდა იყოს ქართულ ენაზე ან ქართულთან ერთად ერთ-ერთ უცხო ენაზე.

2. ექსპორტირებისათვის განკუთვნილი პროდუქციის გაფორმებისას ეტიკეტზე დასაშვებია დამატებითი ან განსაკუთრებული ინფორმაციის მითითება იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობის ან იმპორტიორი იურიდიული ან ფიზიკური პირის მოთხოვნის შესაბამისად.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 ., მუხ .18 3

    მუხლი 331

ეტიკეტირების კონტროლის წესს განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 ., მუხ .18 3

თავი XII 1 . ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების სერტიფიკაცია

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

    მუხლი 332

1. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების სერტიფიცირება სავალდებულოა.

1 1 . ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების სერტიფიკატის გაცემის საფასური და ვადა განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. სუფრისა და მხარის ღვინოების, აგრეთვე მაგარი ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირება ნებაყოფლობითია. ამ შემთხვევაში საკმარისია შესაბამისობის დეკლარაცია (აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის გამოცდის ოქმის საფუძველზე).

3. დეგუსტაცია სავალდებულოა ექსპორტისათვის განკუთვნილი ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების შესაბამისობის სერტიფიკატის გასაცემად, ხოლო დანარჩენი ღვინოების შემთხვევაში დეგუსტაცია ნებაყოფლობითია და მას დაკვეთის საფუძველზე ახორციელებს სააგენტოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია.

4. საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციას ახორციელებს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი.

5. ექსპორტიორი ვალდებულია სერტიფიცირებული პარტიის საექსპორტოდ გამზადების შესახებ ექსპორტირებამდე 3 დღით ადრე შეატყობინოს სააგენტოს, რის შემდეგაც სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეფერენტული ლაბორატორიული გამოცდისათვის ნიმუშების აღების თაობაზე.

6. ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილი ნიმუშების შემოწმების მიზნით სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული შეტყობინებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა შესაბამისი სერტიფიცირებული პარტიიდან აიღოს ნიმუშები და გადასცეს საგამოცდო ლაბორატორიას ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილ ნიმუშებთან შესადარებლად. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე აკრძალულია სერტიფიცირებული პარტიის ექსპორტირება ან ბაზარზე სხვაგვარად განთავსება.

7. თუ მწარმოებელმა/განმცხადებელმა საგამოცდო ლაბორატორიას წარუდგინა სერტიფიცირებულ პარტიაში განთავსებული პროდუქციის შესაბამისი ნიმუში, ხოლო საგამოცდო ლაბორატორიამ გასცა ყალბი ოქმი, ლაბორატორიას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

8. თუ მწარმოებელმა/განმცხადებელმა საგამოცდო ლაბორატორიას წარუდგინა სერტიფიცირებულ პარტიაში განთავსებული პროდუქციისაგან განსხვავებული ნიმუში, მწარმოებელს/განმცხადებელს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეფერენტული ლაბორატორიული გამოცდის ხარჯებს აანაზღაურებს ყალბი ოქმის გამცემი ლაბორატორია.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეფერენტული ლაბორატორიული გამოცდის ხარჯებს აანაზღაურებს მწარმოებელი/განმცხადებელი.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 ., მუხ .18 3

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4550 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

თავი XII2. ექსპორტი და იმპორტი

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

    მუხლი 333

1. ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს სააგენტო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით.

1 1 . ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის საფასური და ვადა განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ექსპორტირება დასაშვებია მხოლოდ ბოთლებში ჩამოსხმული სახით.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

    მუხლი 334

1. ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტის იმპორტირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ის არ შეიცავს ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს;

ბ) ის არ საჭიროებს დამატებით გადამუშავებას და განკუთვნილია უშუალო მოხმარებისათვის;

გ) მისი დამზადების წესი და შემადგენლობა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

2. სავალდებულოა იმპორტირებული ყურძნისეული წარმოშობის პროდუქციის თითოეული პარტიის სერტიფიცირება, გარდა იმ ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციისა, რომელთა სერტიფიკატები აღიარებულია საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

თავი XII3. აღრიცხვა და შეტყობინება

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

    მუხლი 335

1. მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში დასაქმებული მეწარმეებისათვის სავალდებულოა სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა და შეტყობინება.

2. ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა მოიცავს ინფორმაციას:

ა) მევენახეობაში – ვენახის საპასპორტო მონაცემების, ყურძნის კრეფის თარიღისა და საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის შესახებ;

ბ) მეღვინეობაში – გადასამუშავებლად შემოსული ყურძნის რაოდენობის, ჯიშის და წარმოების ადგილის შესახებ, აგრეთვე, ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის დასახელების, რაოდენობის, ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლებისა და ბრუნვის შესახებ.

3. შეტყობინება მოიცავს ინფორმაციას:

ა) ვაზის სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოებისა და რეალიზაციის შესახებ;

ბ) ვენახის ადგილმდებარეობის, ფართობისა და ჯიშის შესახებ;

გ) ყურძნის გადამუშავების შესახებ;

დ) პროდუქციის წარმოებისა და ბრუნვის შესახებ.

4. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესსა და ფორმას განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.

5. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის, სავალდებულო შეტყობინების, ეტიკეტირების წესების დარღვევა, ყურძნისეული პროდუქციის ფალსიფიკაცია იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ფალსიფიცირებულად ჩაითვლება ღვინოპროდუქცია, თუ:

ა) მას დამატებული აქვს ისეთი ნივთიერება, რომელიც არ არის დაშვებული კანონით ან/და ნებადართული ტექნიკური რეგლამენტით, ან პირდაპირ აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით;

ბ) მისი წარმოების პროცესში გამოყენებულია დამუშავების ისეთი მეთოდი, რომელიც არ არის გათვალისწინებული შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით;

გ) მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით მის ეტიკეტზე ან თანმხლებ დოკუმენტებში ადგილწარმოშობის დასახელება და სასაქონლო ნიშანი გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

7. გამოვლენილი ფალსიფიცირებული პროდუქციის წარმოებისათვის საწარმოს ხელმძღვანელსა და სხვა პასუხისმგებელ პირებს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

8. ფალსიფიცირებული პროდუქტი ამოღებული უნდა იქნეს სავაჭრო ქსელიდან და საწარმოდან. მისი გადამუშავების ან განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიისა და სააგენტოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის დასკვნების საფუძველზე.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 ., მუხ .18 3

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

  თავი XII4. გარდამავალი დებულებანი

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 ., მუხ .18 3

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

    მუხლი 336

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2008 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „სამრეწველო ვაზის ნერგის, ვაზის სარგავი და სამყნობი მასალების სერტიფიცირების წესი“;

ბ) „ვაზის სარგავი და სამყნობი მასალების, ყურძნისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის რეგლამენტები და დანაკარგების რეგლამენტური ნორმები“;

გ) „მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართული, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ტექნოლოგიურ პროცესებსა და აშრობაზე დანაკარგების ნორმები“;

დ) „ღვინოპროდუქციის ფალსიფიკაციის გამოვლენის წესი“;

ე) „ყურძნისეული წარმოშობის მაგარი სასმელების დამზადებისა და პარამეტრების რეგლამენტირების წესი“;

ვ) „საგამოცდო ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად ნიმუშის აღების წესი“;

ზ) „სუფრისა და მხარის ღვინოების ჩამოსასხამი სახით ღვინის სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და ბაზრობებზე რეალიზაციის წესი“;

თ) „ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მინიჭების, შეცვლისა და შეწყვეტის, აგრეთვე გამოყენების შეზღუდვის წესი“.

11. საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2011 წლის 1 თებერვლისა მიიღოს დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის – „სამტრესტის“ მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის შესახებ“.

2. (ამოღებულია).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტების ამოქმედებამდე ძალაშია ღვინის მრეწველობაში არსებული ტექნოლოგიური ინსტრუქციები, წესები და ნორმატივები.

4. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 ., მუხ .18 3

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №192-სსმI, №17, 28.07.2008წ., მუხ.121

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

თავი XIII.  დასკვნითი დებულებანი

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 ., მუხ .18 3

    მუხლი 34

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის 332 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869 -სსმ I, №21, 18.06.2007 ., მუხ .18 3

საქართველოს პრეზიდენტი               ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 12 ივნისი.

№1438-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1604-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.17

2. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

3. საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

4. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №192-სსმI, №17, 28.07.2008წ., მუხ.121

5. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

6. საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4550 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

7. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

16. 29/11/2023 - საქართველოს კანონი - 3776-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 14/12/2023 15. 29/11/2023 - საქართველოს კანონი - 3775-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 14/12/2023 14. 15/06/2023 - საქართველოს კანონი - 3160-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/06/2023 13. 16/11/2021 - საქართველოს კანონი - 1018-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 22/11/2021 12. 02/11/2021 - საქართველოს კანონი - 977-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/11/2021 11. 13/12/2018 - საქართველოს კანონი - 3964-Iს - ვებგვერდი, 25/12/2018 10. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1642-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 9. 15/06/2017 - საქართველოს კანონი - 972-IIს - ვებგვერდი, 30/06/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4407-Iს - ვებგვერდი, 03/11/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5300-IIს - ვებგვერდი, 111201029, 01/12/2011 6. 19/04/2011 - საქართველოს კანონი - 4550-Iს - ვებგვერდი, 110505015, 05/05/2011 5. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4145 - სსმ, 76, 29/12/2010 4. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 192 - სსმ, 17, 28/07/2008 3. 05/06/2007 - საქართველოს კანონი - 4869 - სსმ, 21, 18/06/2007 2. 04/07/2002 - საქართველოს კანონი - 1635 - სსმ, 23, 23/07/2002 1. 30/09/1998 - საქართველოს კანონი - 1604 - სსმ, 2, 26/10/1998