დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4407-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340050000.05.001.017920 |
|
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998, გვ. 37) 333 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.“; ბ) 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 27 ოქტომბერი 2015 წ. N4407-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები