„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1642-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 340050000.05.001.018663
1642-რს
07/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
340050000.05.001.018663
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 3მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

3. სააგენტოს სტრუქტურა, ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“.

2. 32 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო სახელმწიფო კონტროლსა და სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.

3. 3მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის მინისტრი.“.

4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მევენახეობის ზონებისა და მევენახეობის ქვეზონების საზღვრებს, ნებადართული ვაზის ჯიშების, აგრეთვე ამ ზონებისა და ქვეზონების მიხედვით რეკომენდებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“.

5. 81 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება საბაზისო საძირეთა სადედეზე და საბაზისო სანამყენეთა სადედეზე, ვაზის ნერგის წარმოების ყველა ეტაპზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.

6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირება 

ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და მას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.

7. 33მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოში წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელისა) სერტიფიცირება ნებაყოფლობითია. ამ შემთხვევაში სავალდებულოა აკრედიტებული ლაბორატორიის გამოცდის ოქმის საფუძველზე ღვინის კომპანიის მიერ შედგენილი შესაბამისობის დეკლარაცია. შესაბამისობის დეკლარაციის ფორმას ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის შესაბამისობის სერტიფიკატებს გასცემს სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.

8. 33მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“.

9. 335 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესსა და ფორმებს, აგრეთვე შესაბამისი პროდუქციის ტრანსპორტირების, შენახვის, დამუშავებისა და ჩამოსხმის დროს ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრულ ოდენობებს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“.

10. 33მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება:

ა) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ;

ბ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ;

გ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის განსაზღვრის შესახებ;

დ) ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის განსაზღვრის შესახებ;

ე) მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესის განსაზღვრის შესახებ;

ვ) საქართველოს მევენახეობის ზონებისა და მევენახეობის ქვეზონების საზღვრების, ნებადართული ვაზის ჯიშების, აგრეთვე ამ ზონებისა და ქვეზონების მიხედვით რეკომენდებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ;

ზ) ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის წესი;

თ) მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 დეკემბერი 2017 წ.

N1642-რს