დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1018-VIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/11/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/11/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 340050000.05.001.020416 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს კანონი ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ პირებზე, რომელთა სამეწარმეო საქმიანობა მოიცავს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პროდუქციის, მათ შორის, ვაზის სამყნობი მასალის, ვაზის სარგავი მასალის, ყურძნის, ყურძნის ტკბილის, დურდოს, მადუღარი ტკბილის, მაჭრის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, რექტიფიცირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, ღვინის, ღვინისეული სასმლის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის ან/და სპირტიანი სასმლის, წარმოებას, შენახვას, რეალიზაციას, ექსპორტსა და იმპორტს.“. 2. მე-3 მუხლის: ა) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ და „მ2“ ქვეპუნქტები: „მ1) დეალკოჰოლიზაცია − ღვინისთვის ალკოჰოლის ნაწილობრივ მოცილება ვაკუუმში აორთქლებით, დისტილაციით ან/და მემბრანული ტექნიკის გამოყენებით; მ2) დეალკოჰოლიზებული ღვინო − ღვინო, რომელიც მიიღება დეალკოჰოლიზაციით და რომლის სპირტშემცველობა 0,5%-დან 15%-მდეა;“; ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ეტიკეტი – ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, დასახელება, სასაქონლო (სავაჭრო) ნიშანი, ილუსტრაცია, გრაფიკული გამოსახულება, სიმბოლო, რომელიც დაბეჭდილია, ამოტვიფრულია ან სხვაგვარადაა გამოსახული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ჭურჭელზე ან/და შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტზე;“; გ) „ჰ31“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ31) ღვინის კომპანია – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული მეწარმე (ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი), რომლის სამეწარმეო საქმიანობა უკავშირდება ღვინის, ღვინისეული სასმლის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის, სპირტის ან/და ვაზის სამყნობი მასალის/ვაზის სარგავი მასალის წარმოებას ან/და რეალიზაციას;“; დ) „ჰ36“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ36) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელი (ალკოჰოლიანი სასმელი) − ღვინო, სპირტიანი სასმელი, ღვინისეული სასმელი;“; ე) „ჰ42“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) „ჰ50“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ51“ ქვეპუნქტი: „ჰ51) ღვინისეული სასმელი − ღვინის ბაზაზე დამზადებული ალკოჰოლიანი სასმელი, რომლის მოცულობის არანაკლებ 50%-ს ღვინო შეადგენს და რომლის სპირტშემცველობა 3,5%-დან 14,5%-მდეა.“. 3. 32 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები: „ი) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომლის ფორმას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; კ) ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვის საფუძველზე ალკოჰოლიანი სასმლისა და სპირტის ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობა.“. 4. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) დეალკოჰოლიზებული ღვინო.“. 5. მე-15 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ღვინისეული სასმლის წარმოებისას ნებადართულია წყლის, საქაროზის, ბუნებრივი არომატისა და ბუნებრივი საღებავი ნივთიერების დამატება.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის დარღვევა იწვევს ღვინისა და სპირტიანი სასმლის თვისებრიობის შეცვლას.“. 6. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბრენდის სპირტშემცველობა 36%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.“. 7. 31-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტირების წესი“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტირება სავალდებულოა.“; გ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) პროდუქტის მწარმოებლის დასახელება და მისამართი, ჩამომსხმელის დასახელება და მისამართი, თუ პროდუქტის მწარმოებელი და ჩამომსხმელი სხვადასხვა პირია, ხოლო საქართველოში იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმლის შემთხვევაში – იმპორტიორის დასახელება და მისამართი;“. 8. 32-ე და 33-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32. ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე მისათითებლად ნებადართული ინფორმაცია 1. ნებადართულია, ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია: ა) სასაქონლო (სავაჭრო) ნიშანი − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ვაზის ჯიშის/ჯიშების დასახელება, თუ პროდუქტის არანაკლებ 85%-ის საწარმოებლად გამოყენებულია აღნიშნული ვაზის ჯიშის/ჯიშების ყურძენი; გ) ღვინის შემთხვევაში – მოსავლის წელი, თუ ღვინის არანაკლებ 85% წარმოებულია აღნიშნულ წელს მოყვანილი ყურძნისგან; დ) ამ კანონით გათვალისწინებული ღვინის/სპირტიანი სასმლის ფერის, შაქრიანობის, დამზადების მეთოდის მიხედვით განსაზღვრული კატეგორიის დასახელება; ე) ქართული ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნა „ქართული ღვინო“; ვ) ცქრიალა ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნა „ტრადიციული მეთოდი“, თუ ცქრიალა ღვინო ბოთლური მეთოდითაა წარმოებული; ზ) ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნა ღვინის ხის კასრში დადუღების ან/და დავარგების შესახებ, თუ ღვინო ხის კასრში დადუღდა ან/და დავარგდა; თ) ბრენდის შემთხვევაში – აღნიშვნა „ქართული ბრენდი“, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული სპირტი შეადგენს; ი) ბრენდის შემთხვევაში – ბრენდის ასაკი ან დავარგების მიხედვით განსაზღვრული კატეგორიის დასახელება ან შესაბამისი კატეგორიისთვის დადგენილი აღნიშვნები; კ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს პროდუქტის თვისებრიობის, წარმოშობის ადგილის, მოსავლის წლის, მწარმოებლის, ტიპის, სტილის ან/და სხვა მახასიათებლის შესახებ მცდარ წარმოდგენას არ შეუქმნის. 2. დასაშვებია, ექსპორტისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე მიეთითოს დამატებითი ინფორმაცია იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობის ან იმპორტიორის მოთხოვნის შესაბამისად. მუხლი 33. ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე სავალდებულო ინფორმაციის მითითების წესი 1. საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „დ“–„ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო ინფორმაცია უნდა მიეთითოს ქართულ ენაზე ან ქართულ და უცხოურ ენებზე. 2. ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე პროდუქტის დასახელება, ნომინალური მოცულობა, ფაქტობრივი სპირტშემცველობა და მწარმოებელი ქვეყნის დასახელება უნდა მიეთითოს მხედველობის ერთ არეში.“. 9. 332 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ალკოჰოლიანი სასმლისა და სპირტის სერტიფიცირება სავალდებულოა.“; ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოში წარმოებული და საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელი, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი;“; გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“. 10. 333 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ღვინისეული სასმლის ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის განმახორციელებელი პირი ვალდებულია იქონიოს ამ ღვინის შესაბამისობის სერტიფიკატი.“; გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ღვინისეული სასმლის რეალიზაციის განმახორციელებელი პირი ვალდებულია იქონიოს ამ ალკოჰოლიანი სასმლის შესაბამისობის სერტიფიკატი.“; დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის პირველი–31 პუნქტებით დადგენილი წესების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“. 11. 334 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ღვინისა და ღვინისეული სასმლის ექსპორტი დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით.“. 12. 336 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) 12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 და 14 პუნქტები: „13. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება. 14. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2022 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს „ღვინისეული სასმლის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების გამოცემა.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, მე-8 პუნქტით გათვალისწინებული „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა, მე-9 პუნქტისა, მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, მე-9 პუნქტი და მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. 4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2028 წლის 4 იანვრიდან. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3776 – ვებგვერდი, 14.12.2023წ. |
თბილისი, 16 ნოემბერი 2021 წ. N1018-VIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები