დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 192 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/07/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 17, 28/07/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 340.050.000.05.001.003.229 |
საქართველოს კანონი
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის „ა.ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ო) საბრენდე სპირტი (ახალგაზრდა საბრენდე სპირტი) – ღვინის ბრენდის წარმოების შუალედური პროდუქტი, რომელიც მიიღება საბრენდე ღვინის ორჯერადი ან ერთჯერადი გამოხდით;“.
2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სპეციფიკურ ზონაში მოწეული ყურძნის გადამუშავება, ღვინის წარმოება და ჩამოსხმა დასაშვებია ამ სპეციფიკური ზონის გარეთაც, მხოლოდ საქართველოს ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“.
3. 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხარისხის მიხედვით დადგენილია ღვინის ბრენდის და ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის ბრენდის შემდეგი კატეგორიები:
ა) ახალგაზრდა ღვინის ბრენდი;
ბ) ღვინის ბრენდი;
გ) ღვინის ბრენდი ძველი;
დ) ღვინის ბრენდი ძალიან ძველი;
ე) ღვინის ბრენდი საკოლექციო.
2. ღვინის ბრენდი მზადდება მუხის კასრებში, მომინანქრებულ ავზში ჩაწყობილ, გაუაქტივებელ ან გააქტივებულ მუხის ტკეჩებზე დავარგებული საბრენდე სპირტებისგან, კერძოდ:
ა) ახალგაზრდა ღვინის ბრენდი – ერთიდან 3 წლამდე დავარგების საბრენდე სპირტებისგან;
ბ) ღვინის ბრენდი სამწლიანი – არანაკლებ 3-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან;
გ) ღვინის ბრენდი ოთხწლიანი – არანაკლებ 4-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან;
დ) ღვინის ბრენდი ხუთწლიანი – არანაკლებ 5-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან.“.
4. 336 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 15 ივლისი.
№192–რს
დოკუმენტის კომენტარები