ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის და M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის და M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 6-25
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.101.016136
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6-25
27/03/2015
ვებგვერდი, 27/03/2015
310060000.35.101.016136
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის და M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/03/2015 - 28/04/2015)

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის და M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6-25

2015 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 161-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეთა (გარდა მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქალაქეთა, რომელთა მგზავრობა განხორციელდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით) მგზავრობა ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით ან ამ დადგენილების ამოქმედებამდე სამართლებრივი აქტების შესაბამისად გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.
მუხლი 2
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეთა მომსახურებას ახორციელებს ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად. 
მუხლი 3
სამგზავრო პლასტიკური ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში (გარდა „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქალაქეთა), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, განხორციელდეს ბარათის დაბლოკვა, ხოლო ბარათის აღდგენის მიზნით, მის კანონიერ მფლობელს დაეკისროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშზე თანხის გადახდა ხუთი ლარის ოდენობით.
მუხლი 4
სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა მგზავრობისთვის მისი გამოყენების მიზნით, ექვემდებარება ჩამორთმევას და სამართალდამრღვევი პირის კანონმდებლობის შესაბამისად, დაჯარიმებას. სამართალდამრღვევი პირის მიერ დაჯარიმების ფაქტის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასაჩივრების/გაპროტესტების შემთხვევაში, საქმესთან ერთად, გადაეგზავნება განმხილველ ორგანოს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს (რომელიც საქმის განხილვის შემდეგ უფლებამოსილია სამგზავრო პლასტიკური ბარათი გადაუგზავნოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს), ხოლო სხვა შემთხვევებში – დაბლოკვის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირს. დაუშვებელია შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე მოქალაქის სამგზავრო პლასტიკური ბარათით სხვა მოქალაქისათვის ბილეთის აღება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ გადაადგილებისას ქმედუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე უსინათლო პირთან ერთად მყოფი დამხმარე პირი.
მუხლი 5
„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა), მე-2 პუნქტით (გარდა „ა“, „ბ.დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) და მე–3 პუნქტით დადგენილი კატეგორიების პირების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ სუბიექტებს:

მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;

ბ) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, მე-2 პუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

გ) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;

დ) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დანაშაულის პრევენციის ცენტრს;

ე) მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს;

ვ) მე-2 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს;

ზ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს საქველმოქმედო ფონდს „9 აპრილი“;

თ) მე-2 პუნქტის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე მე-3 პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს;

ი) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს.

მუხლი 6
„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების პირების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უფლებამოსილი სუბიექტისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ:

ა) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს–განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;

ბ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული  ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტების - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს–განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

მუხლი 7
„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით, მე–2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით, მონაცემთა ბაზის განახლებას უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, ხოლო მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების პირების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა დაევალოთ:

მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“;

ბ) პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – შპს „თბილსერვის ჯგუფს“;

გ) მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურს.

მუხლი 8
„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების  მე-2 მუხლით დადგენილი უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეთათვის სამგზავრო პლასტიკური ბარათის პირველადი გაცემა განხორციელდეს უფასოდ. პირს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად ეკუთვნის რამდენიმე შეღავათი, გაიცემა მხოლოდ ერთი სამგზავრო პლასტიკური ბარათი.
მუხლი 9
ამ დადგენილების მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრული სუბიექტების მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის ინფორმაციის ზემოაღნიშნული მუხლებით დადგენილ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური უფლებამოსილია დაბლოკვის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირს მიმართოს კონკრეტული სამგზავრო პლასტიკური ბარათების დაბლოკვის განხორციელების თხოვნით. 
მუხლი 10
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ინფორმაციას აწვდიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უფლებამოსილ სუბიექტს მათ შორის შეთანხმებული ფორმით, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს.
მუხლი 11
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ დადგენილების მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრული სუბიექტები ვალდებულნი არიან მიაწოდონ მას უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე კატეგორიების პირების მონაცემთა ბაზები მოთხოვნილი ფორმით.
მუხლი 12
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, ამ დადგენილების მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოს მისი მიწოდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურისათვის.
მუხლი 13
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურმა მუდმივად განახორციელოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის განახლება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის გამოყენებით.
მუხლი 14
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უფლებამოსილმა სუბიექტმა მუდმივად განახორციელოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის განახლება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით.
მუხლი 15
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახური, თუ ამ დადგენილების მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად მიღებული ინფორმაციით დაადგენს, რომ პირს აღარ ეკუთვნის შეღავათიანი მგზავრობის უფლება, არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში შეტყობინებას უგზავნის ბარათის დაბლოკვაზე უფლებამოსილ პირს.
მუხლი 16
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უფლებამოსილი სუბიექტი, იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების მე-6 და მე-10 მუხლების შესაბამისად მიღებული ინფორმაციით დაადგენს, რომ პირს აღარ ეკუთვნის შეღავათიანი მგზავრობის უფლება, შეტყობინებას უგზავნის ბარათის დაბლოკვაზე უფლებამოსილ პირს. 
მუხლი 17
ბარათის დაბლოკვაზე უფლებამოსილი პირი, ამ დადგენილების მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად შეტყობინების მიღებისთანავე (მაგრამ არა უგვიანეს ორი სამუშაო დღისა), ვალდებულია დაბლოკოს ბარათი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბარათიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბარათის დაბლოკვაზე უფლებამოსილ პირს, საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
მუხლი 18
ეთხოვოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ბარათების ჩამორთმევა სკოლის დამთავრების შემდეგ და მათი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ახალ სასწავლო წელს შემოსული პირველკლასელებისათვის გადაცემა.
მუხლი 19
„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების  მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი კატეგორიების პირებს, სტატუსის შეცვლის შემთხვევაში, მოეხსნათ უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მგზავრობის უფლება.
მუხლი 20
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ”, ყოველი თვის დამთავრებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია შემდგომში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისთვის  ასანაზღაურებლად გადაგზავნის მიზნით „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი კატეგორიების მიხედვით უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ. 
მუხლი 21
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ ამ დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას – 0,5 ლარი, ხოლო საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ გადაყვანისას – 1,0 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება. 
მუხლი 22
„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების და ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიულ სტუდენტებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მიერ. ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ გაცემულ სამგზავრო პლასტიკურ ბარათებზე აუცილებლად უნდა იყოს დატანილი მისი მფლობელის პირადი ნომერი.
მუხლი 23
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3 კატეგორიის ავტობუსი, საბაგირო გზით „რიყე–ნარიყალა“ გადაყვანა) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №19.02.710 დადგენილება.
მუხლი 24
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
27. 25/08/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 29-64 - ვებგვერდი, 29/08/2023 26. 30/06/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 27-51 - ვებგვერდი, 30/06/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 04/11/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 16-102 - ვებგვერდი, 07/11/2022 24. 09/09/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 14-86 - ვებგვერდი, 12/09/2022 23. 16/07/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 12-69 - ვებგვერდი, 18/07/2022 22. 10/06/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 11-53 - ვებგვერდი, 14/06/2022 21. 15/04/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 9-39 - ვებგვერდი, 18/04/2022 20. 18/03/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 8-27 - ვებგვერდი, 21/03/2022 19. 15/06/2021 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 83-61 - ვებგვერდი, 16/06/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 27/04/2021 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 79-33 - ვებგვერდი, 28/04/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 05/03/2021 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 76-12 - ვებგვერდი, 09/03/2021 16. 22/12/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 70-132 - ვებგვერდი, 23/12/2020 15. 06/11/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 66-120 - ვებგვერდი, 10/11/2020 14. 01/10/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 64-106 - ვებგვერდი, 06/10/2020 13. 08/09/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 63-101 - ვებგვერდი, 10/09/2020 12. 14/07/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 60-78 - ვებგვერდი, 14/07/2020 11. 28/02/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 54-37 - ვებგვერდი, 05/03/2020 10. 18/02/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 53-21 - ვებგვერდი, 20/02/2020 9. 16/08/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 45-71 - ვებგვერდი, 20/08/2019 8. 25/06/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 43-51 - ვებგვერდი, 27/06/2019 7. 29/03/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 40-24 - ვებგვერდი, 02/04/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 13/04/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 17-59 - ვებგვერდი, 16/04/2018 5. 24/11/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 4-2 - ვებგვერდი, 28/11/2017 4. 10/10/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 19-67 - ვებგვერდი, 12/10/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 11/10/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 25-73 - ვებგვერდი, 13/10/2016 2. 10/06/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 15-41 - ვებგვერდი, 14/06/2016 1. 28/04/2015 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 10-40 - ვებგვერდი, 30/04/2015