„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 66-120
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/11/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.101.016791
66-120
06/11/2020
ვებგვერდი, 10/11/2020
310060000.35.101.016791
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №66-120

2020 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 27/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 310060000.35.101.016136) და:

ა) დადგენილების მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 20

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით, ასევე მე-3 მუხლით გათვალისწინებული ფასდაკლების სისტემით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ, გარდა სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა.“;

ბ) დადგენილებას, მე-20 მუხლის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:

მუხლი 201

სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ  სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შემთხვევაში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობის უფლებით, ასევე მე-3 მუხლით გათვალისწინებული ფასდაკლების სისტემით მოსარგებლე სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით (M3 კატეგორია) ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ.“;

გ) დადგენილების 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 21

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული  განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს მხოლოდ ამ დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით, ასევე ფასდაკლების სისტემით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას – 0,5 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება.“;

დ) დადგენილებას, 211 მუხლის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 212 მუხლი:

მუხლი 212

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული  განვითარების სააგენტომ, უზრუნველყოს მხოლოდ ამ დადგენილების 201 მუხლის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისი ქვეპროგრამიდან, დადგენილ ტარიფამდე/ფასამდე თანხის შევსების მიზნით M3 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი მგზავრობით და მე-3 მუხლით გათვალისწინებული ფასდაკლების სისტემით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის/ფასის სრული ოდენობის თანხების თავის ანგარიშზე გადატანა, შემდგომში მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ ანაზღაურების მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე