„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40-24
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.101.016589
40-24
29/03/2019
ვებგვერდი, 02/04/2019
310060000.35.101.016589
„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40-24

2019 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 27/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 310060000.35.101.016136) და დადგენილების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“.

2. პირველი, მე-2, მე-3 და 31 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობა ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების (შემდგომში – ბარათი) მეშვეობით, იმ შემთხვევაში, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ არის განსაზღვრული ბარათების გამცემი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ის მიერ გაცემული გადახდის შესაბამისი საშუალებების (შემდგომში – ბარათი) მეშვეობით.

მუხლი 2

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეთა მომსახურებას ახორციელებს ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად.

მუხლი 3

ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის მიერ გაცემული ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს წერილობით მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშზე თანხის გადახდა ხუთი ლარის ოდენობით.

მუხლი 31

ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილ სუბიექტს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის ანგარიშზე თანხის გადახდა ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული ოდენობით.“.

3. 41, მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41

1. „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქის კუთვნილი ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას, ხოლო შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ უფლებამოსილი პირი, თუ მას აქვს პორტატული ელექტრონული მოწყობილობა, დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ ან უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 6 თვის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბარათი ექვემდებარება ავტომატურ, უფასო განბლოკვას.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში, ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმების შემთხვევაში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ უფლებამოსილი პირი, ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტი, ბარათის კანონიერი მფლობელის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიმართვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს მეოთხე სამუშაო დღისა, უზრუნველყოფს ბარათის განბლოკვას და სამგზავრო ფუნქციის აღდგენას.

მუხლი 5

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტით დადგენილი კატეგორიების პირების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ისთვის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ სუბიექტებს:

მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს;

ბ) პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;

გ) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;

დ) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“;

ე) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დანაშაულის პრევენციის ცენტრს;

ვ) პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – შპს „თბილსერვის ჯგუფს“;

ზ) პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს საქველმოქმედო ფონდს „9 აპრილი“;

თ) მე-2 პუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას;

ი) მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს;

კ) მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს;

ლ) მე-2 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს;

მ) მე-2 პუნქტის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე მე-3 პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს;

ნ) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს.

მუხლი 6 

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების პირების მონაცემთა შესახებ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ისთვის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ:  

ა) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;

ბ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი –   ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების, ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტების – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვისა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას.“.

4. მე-8-მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეთათვის ბარათის პირველადი გაცემა განხორციელდეს უფასოდ. პირზე, რომელსაც ამ დადგენილების შესაბამისად ეკუთვნის რამდენიმე შეღავათი, გაიცემა მხოლოდ ერთი ბარათი, მისივე არჩევით.

მუხლი 9 

ამ დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული სუბიექტების მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ისთვის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ისთვის ინფორმაციის ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტი უფლებამოსილია დაბლოკვის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირს (ბარათის გამცემს) მიმართოს კონკრეტული ბარათების დაბლოკვის განხორციელების თხოვნით.

მუხლი 10 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ინფორმაციას აწვდიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულ(ებ)ს ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილ სუბიექტ(ებ)ს მათ შორის შეთანხმებული ფორმით.

მუხლი 11 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული სუბიექტები ვალდებულნი არიან მიაწოდონ მას/მათ უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე კატეგორიების პირების მონაცემთა ბაზები მოთხოვნილი ფორმით.

მუხლი 12 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრულმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულ(ებ)მა ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილმა სუბიექტ(ებ)მა, ამ დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყონ მისი მიწოდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთვის.“.

5. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრულმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულ(ებ)მა ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილმა სუბიექტ(ებ)მა მუდმივად განახორციელოს/განახორციელონ მის/მათ ხელთ არსებული ინფორმაციის განახლება, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით.“.

6. მე-18, 181, მე-19-21-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

მუხლი 18

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის, სრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის, არასრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის კანონიერი წარმომადგენლის ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის კანონიერი წარმომადგენლის მიმართვიდან და სრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის, არასრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის კანონიერი წარმომადგენლის ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის კანონიერი წარმომადგენლის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მიერ მოთხოვნილი პირობების შესრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გაიცემა ბარათი ან დასაბუთებული უარი ბარათის გაცემაზე.

მუხლი 181

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირებზე (გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა)  ბარათი გაიცეს მათ მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემდეგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მიერ სათანადო გადამოწმების შედეგად. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები არასრულწლოვანი მოქალაქის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მოთხოვნილი პირობების შესრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გაიცემა ბარათი ან დასაბუთებული უარი ბარათის გაცემაზე.

მუხლი 19

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი კატეგორიების პირებს, სტატუსის შეცვლის შემთხვევაში, მოეხსნათ უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მგზავრობის უფლება.

მუხლი 20

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ”, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია, შემდგომში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისთვის  ასანაზღაურებლად გადაგზავნის მიზნით, „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით და მე-3 მუხლით გათვალისწინებული ფასდაკლების სისტემით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ.

მუხლი 21

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ ამ დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას – 0,5 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება.“.

7. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი პირებისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ის მიერ ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ გაცემულ ბარათებზე აუცილებლად უნდა იყოს დატანილი მისი მფლობელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით ჩამოყალიბებული პირველი მუხლის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უკვე განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის გარდა, უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე სხვა კატეგორიების მოქალაქეთათვის ბარათების გაცემა, ამ კატეგორიებზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ ბარათების გაცემაზე უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ის განსაზღვრამდე, უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე