„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19-67
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/10/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.101.016422
19-67
10/10/2017
ვებგვერდი, 12/10/2017
310060000.35.101.016422
„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19-67

2017 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: (www.matsne.gov.ge), 27/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 310060000.35.101.016136) და დადგენილების:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობა ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით ან ამ დადგენილების ამოქმედებამდე სამართლებრივი აქტების შესაბამისად გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.“.

2. მე-3 და 31 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

სამგზავრო პლასტიკური ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა (გარდა „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იმ მოქალაქეთა, რომლებზეც სამგზავრო პლასტიკური ბარათი გაიცემა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მიერ), ბარათის აღდგენის თხოვნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს წერილობით მიმართავს მისი კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშზე თანხის გადახდა ხუთი ლარის ოდენობით.

 მუხლი 31

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იმ მოქალაქეთა მიერ, რომლებზეც სამგზავრო პლასტიკური ბარათი გაიცემა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, სამგზავრო პლასტიკური ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილ სუბიექტს მიმართავს მისი კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის ანგარიშზე თანხის გადახდა ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული ოდენობით.“.

 3. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. 41 , მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქის კუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას, ხოლო შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ უფლებამოსილი პირი, თუ მას აქვს პორტატული ელექტრონული მოწყობილობა, დაუყონებლივ თავად ბლოკავს ბარათს, ან დაუყონებლივ უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით, რათა ვერ განხორციელდეს ამ ბარათის სამგზავროდ გამოყენება. ბარათის განბლოკვას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტი ახორციელებს უფასოდ, ბარათის კანონიერი მფლობელის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის შემდეგ.

მუხლი 5

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 პუნქტით და მე–3 პუნქტით დადგენილი კატეგორიების პირების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ სუბიექტებს:

მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით, მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს;

ბ) პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;

გ) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;

დ) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“;

ე) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დანაშაულის პრევენციის ცენტრს;

ვ) პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – შპს „თბილსერვის ჯგუფს“;

ზ) მე-2 პუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვისა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას;

თ) მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს;

ი) მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურს;

კ) მე-2 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს;

ლ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს საქველმოქმედო ფონდს „9 აპრილი“;

მ) მე-2 პუნქტის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე მე-3 პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს;

ნ) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს.

მუხლი 6

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების პირების მონაცემთა შესახებ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ:

ა) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;

ბ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების, ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვისა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას.“.

5. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. მე-9-მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9

ამ დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული სუბიექტების მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტისთვის ინფორმაციის ზემოაღნიშნული მუხლებით დადგენილ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტი უფლებამოსილია დაბლოკვის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირს (ბარათის გამცემს) მიმართოს კონკრეტული სამგზავრო პლასტიკური ბარათების დაბლოკვის განხორციელების თხოვნით.

მუხლი 10

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ინფორმაციას აწვდიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილ სუბიექტს მათ შორის შეთანხმებული ფორმით.

მუხლი 11

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული სუბიექტები ვალდებულნი არიან მიაწოდონ მას უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე კატეგორიების პირების მონაცემთა ბაზები მოთხოვნილი ფორმით.

მუხლი 12

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრულმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილმა სუბიექტმა, ამ დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოს მისი მიწოდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთვის.“.

7. მე-14-მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრულმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილმა სუბიექტმა მუდმივად განახორციელოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის განახლება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით.

 მუხლი 15

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“, თუ ამ დადგენილების მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად მიღებული ინფორმაციით დაადგენს, რომ პირს აღარ ეკუთვნის შეღავათიანი მგზავრობის უფლება, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში შეტყობინებას უგზავნის ბარათის დაბლოკვაზე უფლებამოსილ პირს (ბარათის გამცემს).

 მუხლი 16

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტი, იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების მე-6 და მე-10 მუხლების შესაბამისად მიღებული ინფორმაციით დაადგენს, რომ პირს აღარ ეკუთვნის შეღავათიანი მგზავრობის უფლება, უშუალოდ ბლოკავს ბარათს ან შეტყობინებას უგზავნის ბარათის დაბლოკვაზე უფლებამოსილ პირს (ბარათის გამცემს).

 მუხლი 17

ბარათის დაბლოკვაზე უფლებამოსილი პირი (ბარათის გამცემი), ამ დადგენილების მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად, შეტყობინების მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა), ვალდებულია დაბლოკოს ბარათი. წინააღმდეგ შემთხვევაში ბარათიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბარათის დაბლოკვაზე უფლებამოსილ პირს (ბარათის გამცემს), საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

მუხლი 18

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის, სრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის, არასრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის კანონიერი წარმომადგენლის ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის კანონიერი წარმომადგენლის მიმართვიდან და სრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის, არასრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის კანონიერი წარმომადგენლის ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის კანონიერი წარმომადგენლის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მოთხოვნილი პირობების შესრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გაიცემა სამგზავრო პლასტიკური ბარათი ან დასაბუთებული უარი პლასტიკური ბარათის გაცემაზე.“.

8. მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

მუხლი 181

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირებზე (გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა)  სამგზავრო პლასტიკური ბარათი გაიცეს მათ მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემდეგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მიერ სათანადო გადამოწმების შედეგად. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები არასრულწლოვანი მოქალაქის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მოთხოვნილი პირობების შესრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გაიცემა სამგზავრო პლასტიკური ბარათი ან დასაბუთებული უარი პლასტიკური ბარათის გაცემაზე.“.

9. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი პირებისათვის  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მიერ ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ გაცემულ სამგზავრო პლასტიკურ ბარათებზე აუცილებლად უნდა იყოს დატანილი მისი მფლობელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.“.

მუხლი 2
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა უზრუნველყოს ამ დადგენილების შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის  ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ  უფლებამოსილი სუბიექტის განსაზღვრამდე, ამ დადგენილების ამოქმედებამდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, სამგზავრო პლასტიკურ ბარათებთან მიმართებით მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი