„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8-27
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.101.016961
8-27
18/03/2022
ვებგვერდი, 21/03/2022
310060000.35.101.016961
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8-27

2022 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 27/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 310060000.35.101.016136) და დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის და M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 161-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;

გ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობა ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების (შემდგომში – ბარათი) მეშვეობით, იმ შემთხვევაში, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ არის განსაზღვრული ბარათების გამცემი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ის მიერ გაცემული გადახდის შესაბამისი საშუალებების (შემდგომში – ბარათი) მეშვეობით.

დ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ ტრანსპორტით (M3 კატეგორიის ავტობუსი, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) და საბაგირო გზა „უნივერსიტეტი-ბაგები“) მგზავრთა გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეთა მომსახურებას ახორციელებს ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად.“;

ე) 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 41

1. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების:

ა) მე-2 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მოსარგებლე პირთა სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის გადაცემა სხვა პირისათვის, რომელიც აღნიშნულ ბარათს გამოიყენებს მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ ტრანსპორტში (M2 და M3 კატეგორიის ავტობუსები, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) და საბაგირო გზა „უნივერსიტეტი-ბაგები“) თავისი ან/და სხვა პირთა მგზავრობისათვის, აღნიშნული შემთხვევის გამოვლენისას საჯარიმო ქვითრის შედგენაზე შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს სამართალდამრღვევი პირის კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას და დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მოსარგებლე პირთა სამგზავრო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ, თუ მას აქვს პორტატული ელექტრონული მოწყობილობა ან უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის მიზნით. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება ერთი წლის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბარათი ექვემდებარება ავტომატურ, უფასო განბლოკვას;

ბ) 32 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადიანი სამგზავრო ბარათის შემთხვევაში ამ ბარათის გამოყენება მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ტრანსპორტით (M2 და M3 კატეგორიის ავტობუსები, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) და საბაგირო გზა „უნივერსიტეტი-ბაგები“) ორი ან მეტი პირის მგზავრობისათვის, აღნიშნული შემთხვევის გამოვლენისას საჯარიმო ქვითრის შედგენაზე შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის გამცემისათვის, რა დროსაც ბარათის გამცემი ვალდებულია დაუყონებლივ გააუქმოს (ანულირება მოახდინოს) ვადიანი სამგზავრო ბარათი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში, ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმების შემთხვევაში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ უფლებამოსილი პირი, ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტი, ბარათის კანონიერი მფლობელის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიმართვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს მეოთხე სამუშაო დღისა, უზრუნველყოფს ბარათის სამგზავრო ფუნქციის აღდგენას.“;

ვ) მე-5 მუხლის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტით დადგენილი კატეგორიების პირების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ისთვის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ სუბიექტებს:

ზ) მე-5 მუხლს „ვ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ ქვეპუნქტი:

„ვ2) პირველი პუნქტის „ლ2“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით - შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“;

თ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების პირების მონაცემთა შესახებ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ისთვის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას.“;

ი) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეთათვის ბარათის პირველადი გაცემა განხორციელდეს უფასოდ. პირზე, რომელსაც ამ დადგენილების შესაბამისად ეკუთვნის რამდენიმე შეღავათი, გაიცემა მხოლოდ ერთი ბარათი, მისივე არჩევით“;

კ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის, სრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის, არასრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის კანონიერი წარმომადგენლის ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის კანონიერი წარმომადგენლის მიმართვიდან და სრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის, არასრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის კანონიერი წარმომადგენლის ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის კანონიერი წარმომადგენლის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მიერ მოთხოვნილი პირობების შესრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გაიცემა ბარათი ან დასაბუთებული უარი ბარათის გაცემაზე.“;

ლ) 181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 181

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირებზე (გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა) ბარათი გაიცეს მათ მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემდეგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მიერ სათანადო გადამოწმების შედეგად. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები არასრულწლოვანი მოქალაქის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მოთხოვნილი პირობების შესრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გაიცემა ბარათი ან დასაბუთებული უარი ბარათის გაცემაზე.“;

მ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19

 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი კატეგორიების პირებს, სტატუსის შეცვლის შემთხვევაში (ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელნი არიან ამ დადგენილებით განსაზღვრული სუბიექტები), მოეხსნათ უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მგზავრობის უფლება.“;

ნ) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 20

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით, ასევე მე-3 მუხლით გათვალისწინებული ფასდაკლების სისტემით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ, გარდა სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა.“;

ო) 201 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 201

სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანის შემთხვევაში შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობის უფლებით, ასევე მე-3 მუხლით გათვალისწინებული ფასდაკლების სისტემით მოსარგებლე სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ.“;

პ) 202 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 202

სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელმა იურიდიულმა პირებმა, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობის უფლებით, ასევე მე-3 მუხლით გათვალისწინებული ფასდაკლების სისტემით მოსარგებლე სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით (M2 კატეგორია) ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ.“;

ჟ) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი პირებისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ის მიერ ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ გაცემულ ბარათებზე აუცილებლად უნდა იყოს დატანილი მისი მფლობელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე