„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის და M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის და M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27-51
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.101.017113
27-51
30/06/2023
ვებგვერდი, 30/06/2023
310060000.35.101.017113
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის და M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის და M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27-51

2023 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის და M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის და M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 27/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 310060000.35.101.016136) და დადგენილების:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობა ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების (შემდგომში – ბარათი) მეშვეობით და იმ შემთხვევაში, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ არის განსაზღვრული ბარათების გამცემი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ის მიერ გაცემული გადახდის შესაბამისი საშუალებების, მათ შორის არამატერიალური (ციფრული) ბარათების, სამგზავრო პლასტიკური ბარათების, მატერიალური საბანკო ბარათების, ციფრული ელექტრონული აპლიკაციის  და გადახდის სხვა საშუალებების  (შემდგომში – გადახდის საშუალება) მეშვეობით.“;

ბ) 3 1 და 4 1 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 31

ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული გადახდის საშუალების   დაზიანებისას, ვადის გასვლისას ან დაკარგვისას, თუ სამივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი გადახდის საშუალების გაცემის აუცილებლობა, გადახდის საშუალების აღდგენის თხოვნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილ სუბიექტს მიმართავს გადახდის საშუალების კანონიერი მფლობელი და გადახდის საშუალების აღდგენისთვის მასვე ეკისრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის ანგარიშზე თანხის გადახდა ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული ოდენობით.

მუხლი 41

1. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების:

ა) მე-2 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მოსარგებლე პირის ბარათის ან გადახდის საშუალების სხვა პირთა მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის ან გადახდის საშუალების გადაცემა სხვა პირისათვის, რომელიც აღნიშნულ ბარათს ან გადახდის საშუალებას გამოიყენებს მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ ტრანსპორტში (M2 და M3 კატეგორიის ავტობუსები, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) და საბაგირო გზა „უნივერსიტეტი-ბაგები“) თავისი ან/და სხვა პირთა მგზავრობისათვის, აღნიშნული შემთხვევის გამოვლენისას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე  საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს სამართალდამრღვევი პირის კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას და დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მოსარგებლე პირის ბარათის დაბლოკვის შესახებ ან გადახდის საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის დაბლოკვის შესახებ, თუ მას აქვს პორტატული ელექტრონული მოწყობილობა ან უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის ან გადახდის საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის დაბლოკვის მიზნით. ბარათის დაბლოკვა ან გადახდის საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება ერთი წლის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბარათი ან გადახდის საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქცია ექვემდაბარება ავტომატურ, უფასო განბლოკვას;

ბ) 3​​2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადიანი სამგზავრო ბარათის შემთხვევაში ამ ბარათის გამოყენება მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ტრანსპორტით (M2 და M3 კატეგორიის ავტობუსები, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) და საბაგირო გზა „უნივერსიტეტი-ბაგები“) ორი ან მეტი პირის მგზავრობისათვის, აღნიშნული შემთხვევის გამოვლენისას საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის გამცემისათვის, რა დროსაც ბარათის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გააუქმოს (ანულირება მოახდინოს) ვადიანი სამგზავრო ბარათი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ბარათის დაბლოკვის ან გადახდის საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის დაბლოკვის შემთხვევაში, ბარათის, აგრეთვე გადახდის საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის ვადაზე ადრე განბლოკვა, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით. განბლოკვაზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში, ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი, ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტი, ბარათის ან გადახდის საშუალების კანონიერი მფლობელის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიმართვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს მეოთხე სამუშაო დღისა, უზრუნველყოფს ბარათის ან გადახდის საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის აღდგენას.“;

გ) მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეთათვის ბარათის ან გადახდის საშუალების პირველადი გაცემა განხორციელდეს უფასოდ. პირზე, რომელსაც ამ დადგენილების შესაბამისად ეკუთვნის რამდენიმე შეღავათი, გაიცემა მხოლოდ ერთი ბარათი ან გადახდის საშუალება, მისივე არჩევით.

მუხლი 9

ამ დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული სუბიექტების მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ისთვის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ისთვის ინფორმაციის ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტი უფლებამოსილია ბარათების დაბლოკვაზე ან გადახდის საშუალებების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის დაბლოკვაზე პასუხისმგებელ პირს (ბარათის ან გადახდის საშუალების გამცემს) მიმართოს კონკრეტული ბარათების დაბლოკვის ან გადახდის საშუალებების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის დაბლოკვის განხორციელების თხოვნით.“;

დ) მე-15-18 1 მუხლები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“, თუ ამ დადგენილების მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად მიღებული ინფორმაციით დაადგენს, რომ პირს აღარ ეკუთვნის უფასო ან შეღავათიანი მგზავრობის უფლება, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში შეტყობინებას უგზავნის ბარათის დაბლოკვაზე ან გადახდის საშუალებების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის დაბლოკვაზე უფლებამოსილ პირს (ბარათის ან გადახდის საშუალების გამცემს).

მუხლი 16

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტი, იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების მე-6 და მე-10 მუხლების შესაბამისად მიღებული ინფორმაციით დაადგენს, რომ პირს აღარ ეკუთვნის უფასო ან შეღავათიანი მგზავრობის უფლება, უშუალოდ ბლოკავს ბარათს ან გადახდის საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციას ან შეტყობინებას უგზავნის ბარათების დაბლოკვაზე ან გადახდის საშუალებების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის დაბლოკვაზე უფლებამოსილ პირს (ბარათის ან გადახდის საშუალების გამცემს).

მუხლი 17

ბარათების დაბლოკვაზე ან გადახდის საშუალებების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის დაბლოკვაზე უფლებამოსილი პირი (ბარათის ან გადახდის საშუალების გამცემი), ამ დადგენილების მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად, შეტყობინების მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა), ვალდებულია დაბლოკოს ბარათი ან გადახდის საშუალებების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამ პირს, საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

მუხლი 18

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის, სრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის, არასრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის კანონიერი წარმომადგენლის ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის კანონიერი წარმომადგენლის მიმართვიდან და სრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის, არასრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის კანონიერი წარმომადგენლის ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი მოსწავლის/სტუდენტის კანონიერი წარმომადგენლის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მიერ მოთხოვნილი პირობების შესრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გაიცემა ბარათი ან გადახდის საშუალება ან დასაბუთებული უარი ბარათის ან გადახდის საშუალების გაცემაზე.

მუხლი 181

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირებზე (გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა) ბარათი ან გადახდის საშუალება გაიცეს მათ მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემდეგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მიერ სათანადო გადამოწმების შედეგად. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები არასრულწლოვანი მოქალაქის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მოთხოვნილი პირობების შესრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გაიცემა ბარათი ან გადახდის საშუალება ან დასაბუთებული უარი ბარათის ან გადახდის საშუალების გაცემაზე.“;

ე) მე-20-21 2 მუხლები ამოღებულ იქნეს;

ვ) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი პირებისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის  მიერ ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ გაცემულ ბარათებზე და აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ის მიერ გაცემულ გადახდის საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ მგზავრობის მიზნებისთვის და გამოიცემა მხოლოდ მატერიალური ფორმით, აუცილებლად უნდა იყოს დატანილი მისი მფლობელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე