„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 45-71
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/08/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2019
ძალაში შესვლის თარიღი 04/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.101.016641
45-71
16/08/2019
ვებგვერდი, 20/08/2019
310060000.35.101.016641
„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №45-71

2019 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 27/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 310060000.35.101.016136) და დადგენილების:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 5

საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტით დადგენილი კატეგორიების პირების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ისთვის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ სუბიექტებს:

მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს;

ბ) პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;

გ) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;

დ) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“;

ე) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დანაშაულის პრევენციის ცენტრს;

ვ) პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – შპს „თბილსერვის ჯგუფს“;

ზ) პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს საქველმოქმედო ფონდს „9 აპრილი“;

თ) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალურ ცენტრს“;

ი) მე-2 პუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადი განათლებისა და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას;

კ) მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს;

ლ) მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს;

მ) მე-2 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს;

ნ) მე-2 პუნქტის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე მე-3 პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს;

ო) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს.“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების პირების მონაცემთა შესახებ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ისთვის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას.“.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ინფორმაციას აწვდის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულ(ებ)ს ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილ სუბიექტ(ებ)ს მათ შორის შეთანხმებული ფორმით.“.

4. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრულმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულ(ებ)მა ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილმა სუბიექტ(ებ)მა მუდმივად განახორციელოს/განახორციელონ მის/მათ ხელთ არსებული ინფორმაციის განახლება, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე