დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2472 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 23/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 23/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016312 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (14/03/2014 - 17/04/2014)
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №2472
2012 წლის 23 თებერვალი
ქ . თბილისი
სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის , გაცემის , აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ უ ” ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ :
მუხლი 1. შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი პირადნომრიანი ბეჭდების და შტამპების გაცემა , აღრიცხვა და გამოყენება
1.შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი პირადნომრიანი ბეჭდები და შტამპები განისაზღვროს №1 დანართის შესაბამისად .
2. დამტკიცდეს „შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი პირადნომრიანი ბეჭდების და შტამპების გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესი” №2 დანართის შესაბამისად.
3. პირადნომრიანი ბეჭდების და შტამპების შეკვეთა და დამზადებული პირადნომრიანი ბეჭდების და შტამპების, როგორც მატერიალური ფასეულობის მიღება და სათანადოდ დაცულ ადგილზე შენახვა, საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოდგენილი სიით გათვალისწინებულ პასუხისმგებელ პირებზე მათი გაცემა უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა .
4. პირადნომრიანი ბეჭდების აღრიცხვა უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსების დეპარტამენტმა .
5. ამ ბრძანების ამოქმედების თანავე საგადასახადო ორგანოების ხელმძღვანელებმა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრონ იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელსაც ეკისრება: საგადასახადო ორგანოს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების/ ქვედანაყოფის თანამშრომლის პირადნომრიანი ბეჭდების ან/და შტამპების შემოსავალში აღება, მიღება - ჩაბარება, საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის სამსახურებრივი ადგილმონაცვლეობის შემთხვევაში – პირადნომრიანი ბეჭდების ან/და შტამპების ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა, აღრიცხვაზე კონტროლის განხორციელება და სპეციალურ ჟურნალში გაცემის რეგისტრაცია. ასევე, ჩაბარებული პირადნომრიანი ბეჭდების ან/და შტამპების შენახვაზე პასუხისმგებელ პირთა ვინაობა .
მუხლი 2. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპის ფორმები
1. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურაში გამოსაყენებელი მრგვალი ბეჭდების და შტამპების ფორმები განისაზღვროს №3 დანართის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭდებისა და შტამპების დამზადება და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისათვის გადაცემა დაევალოს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის ბრძანება №9589 - ვებგვერდი , 12.03.2015 წ .
მუხლი 3. შემოსავლების სამსახურის სისტემაში საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დასამოწმებლად გამოსაყენებელი ბეჭედი
1. განისაზღვროს შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემი საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დასამოწმებლად გამოსაყენებელი ბეჭდების ნიმუშები №4 დანართის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭდები გამოყენებულ იქნეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, მის სტრუქტურულ ერთეულებსა და ქვედანაყოფების შემდეგი წარმოშობის სერტიფიკატების გაცემისას:
ა ) საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი;
ბ ) საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი − ფორმა A;
გ ) საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1;
დ ) საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის ბრძანება №9589 - ვებგვერდი , 12.03.2015 წ .
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 22 მაისის ბრძანება №21940 - ვებგვერდი , 09.03.2015 წ .
მუხლი 4. შემოსავლების სამსახურის სისტემაში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ საქონელზე ნებართვისდასამოწმებლად გამოსაყენებელი ბეჭედი
1. განისაზღვროს შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ საქონელზე დასამოწმებლად გამოსაყენებელი ბეჭდის ნიმუშები №6 დანართის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭდები გამოყენებულ იქნეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, მის სტრუქტურულ ერთეულებსა და ქვედანაყოფებს შორის №5 დანართით განსაზღვრული ინდექსების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის ბრძანება №9589 - ვებგვერდი , 12.03.2015 წ .
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 22 მაისის ბრძანება №21940 - ვებგვერდი , 09.03.2015 წ .
მუხლი 5. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში გამოსაყენებელი თარიღის შტამპები
1. განისაზღვროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვებ პუნქტებში : „ ვალე “, „ სადახლო “, „ სარფი “, „ გუგუთი “, „ წითელიხიდი “, „ ყაზბეგი “, „ ნინოწმინდა “, „ ლაგოდეხი “, „ ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა “ და „ ბათუმის პორტი “ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში გამოსაყენებელი თარიღის შტამპების ნიმუშები №8 დანართის შესაბამისად.
2. დაევალოს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს თარიღის შტამპების დამზადება და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტებისათვის მათი გადაცემა.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის ბრძანება №9589 - ვებგვერდი , 12.03.2015 წ .
მუხლი 6. ასლის დამოწმებაზე პასუხისმგებელი პირი და ასლის დამოწმებისას გამოსაყენებელი სამსახურებრივი ბეჭედი
1. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს მიერ ასლის დედანთან შესაბამისობის დამოწმებისას გამოსაყენებელი სამსახურებრივი ბეჭდის ფორმა განისაზღვროს №9 დანართის შესაბამისად.
2. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საარქივო სამმართველოში დაცული დოკუმენტების ასლის დედანთან შესაბამისობის დამოწმებაზე პასუხისმგებელ პირებად განისაზღვრონ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს თანამშრომლები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭდების (სულ 4 იდენტური ეგზემპლარის) შენახვასა და გამოყენებაზე კონტროლი განახორციელონ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს თანამშრომლებმა – ანა ფარცვანიამ, დალი მეზვრიშვილმა, ლანა კირთაძემ და რუსუდან გობრონიძემ.
მუხლი 7. შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდები და შტამპები
შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმები განისაზღვროს №10 დანართის შესაბამისად.
მუხლი 71. მედიაციის საბჭოს ოქმის დასამოწმებლად გამოსაყენებელი ბეჭდის ფორმა
1.განისაზღვროს შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს ოქმის დასამოწმებლად გამოსაყენებელი ბეჭდის ფორმა დანართი №11- ის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭდის დამზადება და დავების დეპარტამენტისთვის გადაცემა დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 3 მარტის ბრძანება №8840 - ვებგვერდი , 09.03.2015 წ .
მუხლი 8. გასაუქმებელი ინდივიდუალურ - სამართლებრივი აქტები
ძალადაკარგულად გამოცხადდეს :
ა ) „ სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი პირადნომრიანი ბეჭდების და შტამპების გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 28 ნოემბრის №10645 ბრძანება ;
ბ ) „ შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურაში გამოსაყენებელი ბეჭდებისა და შტამპების ფორმების დამტკიცების შესახებ ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 9 თებერვლის №391 ბრძანება;
გ ) „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სისტემაში საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დასამოწმებლად გამოსაყენებელი ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 28 ნოემბრის №10672 ბრძანება ;
დ ) „ ასლის დამოწმებაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრისა და ასლის დამოწმებისას გამოსაყენებელი სამსახურებრივი ბეჭდის ფორმის დამტკიცების შესახებ ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 17 მარტის №1157 ბრძანება ;
ე ) „ შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების დამტკიცების თაობაზე ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის №506 ბრძანება ;
ვ ) „ შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდებისა და შტამპების ფორმების დამტკიცების შესახებ ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის პირველი მარტის №856 ბრძანება ;
ზ ) „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სისტემაში საქონლის „ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ ” კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის დასამტკიცებლად გამოსაყენებელი ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 9 თებერვლის №1699 ბრძანება .
მუხლი 9. ბრძანების ამოქმედება
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე .
2. ამბრძანების №3 დანართით განსაზღვრული საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურაში გამოსაყენებელი მრგვალი ბეჭდისა და შტამპების ამოქმედების ვადა განისაზღვროს მათი საბაჟო დეპარტამენტისათვის გადაცემის დღიდან.
3. ამ ბრძანებით განსაზღვრული შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ამოქმედების ვადა განისაზღვროს შესაბამისი დეპარტამენტისათვის მათი გადაცემის დღიდან.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის ბრძანება №9589 - ვებგვერდი , 12.03.2015 წ .
სამსახურის უფროსი ჯამბულ ებანოიძე
შეტანილი ცვლილებები :
1. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის ბრძანება №9589 - ვებგვერდი , 12.03.2015 წ .
2. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 3 მარტის ბრძანება №8840 - ვებგვერდი , 09.03.2015 წ .
3. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №12216 - ვებგვერდი , 09.03.2015 წ .
4. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 22 მაისის ბრძანება №21940 - ვებგვერდი , 09.03.2015 წ .
5. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 14 მარტის ბრძანება №15181 - ვებგვერდი , 09.03.2015 წ .
6. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 17 აპრილის ბრძანება №21523 - ვებგვერდი , 09.03.2015 წ .
დანართი 1
დანართი №2
სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი პირადნომრიანი ბეჭდების და შტამპების გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
აღნიშნული წესი არეგულირებს სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდეგში - სამსახურის) საგადასახადო ორგანოებში გამოსაყენებელი პირადნომრიანი ბეჭდების და შტამპების გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების პროცედურებს.
მუხლი 2. პირადნომრიანი ბეჭდების და შტამპების გაცემა
1. სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი, სათანადო გასავლის ზედდებულის შედგენით შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე უფლებამოსილ პირებზე გასცემს: საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოდგენილი სიის მიხედვით - შტამპებს, ხოლო ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე პირადნომრიან ბეჭედს.
2. საგადასახადო ორგანოს თანამშრომლისათვის საჭიროებისამებრ, საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, პირადნომრიანი ბეჭდის ნომრის მინიჭებას უზრუნველყოფს სამსახურის ადამიანური რესურსების დეპარტამენტი.
3. შტამპის შენახვა-გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საგადასახადო ორგანოს იმ თანამშრომელს, რომლის სახელზეც, ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაცემულია შტამპი.
4. სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი, საგადასახადო ორგანოს საჭიროებისამებრ, მოთხოვნის შემთხვევაში, (პირადნომრიანი ბეჭდის დაკარგვა, უკვე დანიშნული ან სამსახურიდან გადაყვანილი პირადნომრიანი ბეჭდის არმქონე თანამშრომელი) საგადასახადო ორგანოს თანამშრომელზე გასცემს პირადნომრიან ბეჭედს შესაბამისი მინდობილობის და ადამიანური რესურსების მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სათანადო გასავლის ზედდებულის შედგენით.
5. პირადნომრიანი ბეჭედი ძალაშია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელზე მისი გაცემის დღიდან.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის ბრძანება №9589 - ვებგვერდი, 12.03.2015წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №12216 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.
მუხლი 3. პირადნომრიანი ბეჭდების შენახვაზე პასუხისმგებელი პირი
პირადნომრიანი ბეჭდის შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საგადასახადო ორგანოს თანამშრომელს, რომლის სახელზეც არის გაცემული პირადნომრიანი ბეჭედი.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის ბრძანება №9589 - ვებგვერდი, 12.03.2015წ.
მუხლი 4. პირადნომრიანი ბეჭდის გამოყენება
1. აკრძალულია პირადნომრიანი ბეჭდის საგადასახადო ორგანოს სხვა თანამშრომელზე ან მესამე პირზე გადაცემა ან პირადნომრიანი ბეჭდით სხვა პირის ხელმოწერის დადასტურება. ასეთ შემთხვევებში პირადნომრიანი ბეჭდით დადასტურებული დოკუმენტი ექვემდებარება გაუქმებას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებების გამოვლენისას, საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს სამსახურის ადმინისტრაციულ და ადამიანური რესურსების დეპარტამენტებს.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის ბრძანება №9589 - ვებგვერდი, 12.03.2015წ.
მუხლი 5. პირადნომრიანი ბეჭდის და შტამპის დაზიანება ან/და დაკარგვა
1. პირადნომრიანი ბეჭდის, შტამპის გამოყენებისას მისი ანაბეჭდი უნდა იკითხებოდეს გარკვევით, დაუშვებელია დაზიანებული ბეჭდის, შტამპის გამოყენება.
2. პირადნომრიანი ბეჭდის ან შტამპის დაზიანების ყოველი შემთხვევა მისი მფლობელის მიერ დაუყონებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელობას და იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია მისი გამოყენება, უზრუნველყოს მისი ჩაბარება.
3. პირადნომრიანი ბეჭდის ან შტამპის დაკარგვის ყოველი შემთხვევა მისი მფლობელის მიერ დაუყონებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელობას და შსს-ს საპატრულო პოლიციას. საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია დაკარგვის ყოველ ფაქტზე ინფორმაცია დაუყონებლივ მიაწოდოს სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს და ადამიანური რესურსების დეპარტამენტს.
4. პირადნომრიანი ბეჭდის დაკარგვა ან/და დაზიანების შემთხვევაში, მისი დაკარგვის შესახებ განცხადების რეგისტრაციის ან/და დაზიანებული პირადნომრიანი ბეჭდის ჩაბარების დღიდან პირადნომრიანი ბეჭდის მოქმედების შეწყვეტა ხდება შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
მუხლი 6. პირადნომრიანი ბეჭდის ჩაბარება
1. საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი პირი, რომელზედაც ირიცხება პირადნომრიანი ბეჭედი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის მეშვეობით დაუყონებლივ ჩააბაროს პირადნომრიანი ბეჭედი:
ა) სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში;
ბ) სამსახურის სისტემში სხვა თანამდებობაზე გადასვლისას, იმ შემთხვევაში, თუ პირს აღარ ესაჭიროება პირადნომრიანი ბეჭედი;
გ) სამსახურებრივი მოვალეობის დროებით შეჩერების შემთხვევაში;
დ) სამსახურებრივ მივლინებაში წასვლისას, იმ შემთხვევაში თუ პირს აღარ ესაჭიროება პირადნომრიანი ბეჭედი;
ე) შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილების შემთხვევაში.
მუხლი 7. პირადნომრიანი ბეჭდის მოქმედების შეჩერება
1. ამ ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის `გ~, `დ~, `ე~ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირადნომრიანი ბეჭდის მოქმედების შეჩერება ხდება საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. პირადნომრიანი ბეჭდის მოქმედების შეჩერების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედების შემდეგ, საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს პირადნომრიანი ბეჭდის განადგურებას.
3. საგადასახადო ორგანო, პირადნომრიანი ბეჭდის განადგურებიდან ერთი კვირის ვადაში სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს და ადამიანური რესურსების დეპარტმენტს წარუდგენს განადგურების შესახებ აქტს.
მუხლი 8. პირადნომრიანი ბეჭდის მოქმედების შეწყვეტა
1. ამ ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის `ა~ და `ბ~ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირადნომრიანი ბეჭდის მოქმედების შეწყვეტა ხდება საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. პირადნომრიანი ბეჭდის მოქმედების შეწყვეტის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან, აგრეთვე დაზიანებული შტამპის მიღება-ჩაბარების აქტით დაბრუნებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ხმარებიდან ამოღებული გაუქმებული ბეჭდებისა და შტამპების ინვენტარიზაციას და განადგურებას.
3. საგადასახადო ორგანო, განადგურებიდან ერთი კვირის ვადაში სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს და ადამიანური რესურსების დეპარტამენტს წარუდგენს განადგურების შესახებ აქტს.
მუხლი 9. პირადნომრიანი ბეჭდის მოქმედების ძალაში შესვლის, შეჩერებისა და გაუქმების შესახებ ინფორმირება
1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში (ASYCUDA) დაშვების, სისტემაში დაშვების შეჩერების ან გაუქმების ან/და სამსახურებრივი ადგილმონაცვლეობის შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნით, საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი უზრუნველყოფს პირადნომრიანი ბეჭდის მოქმედების ძალაში შესვლის, შეჩერების ან შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის (მიღება-ჩაბარების აქტი ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივიაქტი)ან/და საგადასახადოორგანოსთანამშრომლისსამსახურებრივიადგილმონაცვლეობისშესახებბრძანებისასლისდაუყოვნებლივგადაგზავნასსამსახურისსაინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში, ინფორმაციის გადაცემის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
2. სამსახურის ადამინისტრაციული დეპარტამენტი და ადამიანური რესურსების დეპარტამენტი გათავისუფლებულ თანამშრომელზე, რომელზეც ირიცხება პირადნომრიანი ბეჭედი, საბოლოო ანგარიშსწორებას ახორციელებს მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭდის დაბრუნების შემდეგ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №12216 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.
მუხლი 10. ინფორმაციის ურთიერთგაცვლა
სამსახურსა და რიგი უცხო ქვეყნის საბაჟო საზღვრის გადაკვეთის სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებათა აღსრულებისათვის, სამსახურის საბაჟო და საერთაშორისო ურთიერთიერთობათა დეპარტამენტებმა უზრუნველყონ სამართალდამცავი ორგანოების, შესაბამისი სამინისტროების და უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოთა ინფორმირება ახალი პირადნომრიანი ბეჭდის და შტამპის შესახებ და მათი ანაბეჭდის ნიმუშების დაგზავნა.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის ბრძანება №9589 - ვებგვერდი, 12.03.2015წ.
დანართი №3
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის ბრძანება №9589 - ვებგვერდი, 12.03.2015წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №12216 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 22 მაისის ბრძანება №21940 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 14 მარტის ბრძანება №15181 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.
დანართი №4
შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემი საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დასამოწმებლად გამოსაყენებელი ბეჭდის ნიმუში
დანართი №5
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის ბრძანება №9589 - ვებგვერდი, 12.03.2015წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 22 მაისის ბრძანება №21940 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების მიხედვით ინდექსების განაწილება
1. სატარიფო და არასატარიფო კონტროლის სამმართველო-001
2. საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი“-002
3. საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“-003
4. საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო“-004
5. საბაჟო გამშვები პუნქტი „გუგუთი“-005
6. საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი და მტკვარი“-006
7. საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“-007
8. საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“-008
9. საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“-009
10. საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“-010
11. საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“-011
12. საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-012
13. საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი“-013
14. გაფორმების სამმართველო-014
15. გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ სასაქონლო ოპერაციების სამმართველო-015
16. გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ მომსახურების სამმართველო-016
17. გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ სასაქონლო ოპერაციების განყოფილება-
18. გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მომსახურების სამმართველო-018
19. გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ სასაქონლო ოპერაციების განყოფილება-
20. გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ მომსახურების სამმართველო-020
21. გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ მომსახურების სამმართველო-021
დანართი 6
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის დასამოწმებლად გამოსაყენებელი ბეჭდის ნიმუში
დანართი 7 - ამოღებულია
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის ბრძანება №9589 - ვებგვერდი, 12.03.2015წ.
დანართი №8
დანართი №9
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 17 აპრილის ბრძანება №21523 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.
დანართი №10
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის ბრძანება №9589 - ვებგვერდი, 12.03.2015წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 22 მაისის ბრძანება №21940 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 17 აპრილის ბრძანება №21523 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.
დანართი №11
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 3 მარტის ბრძანება №8840 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები