სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის,აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის,აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13635
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 10/06/2024
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016750
13635
10/06/2024
ვებგვერდი, 12/06/2024
000000000.00.00.016750
სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის,აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური
 

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №13635

2024 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის

2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანების:

ა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ბეჭდები და შტამპები

1. შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ბეჭდებისა და შტამპების ფორმა განისაზღვროს №9 დანართის შესაბამისად.

2. შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ბეჭდებისა და შტამპების შენახვასა და გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირებად განისაზღვრონ შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს თანამშრომლები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭდებისა და შტამპების (სულ 23 ბეჭედი და 5 შტამპი) შენახვასა და გამოყენებაზე კონტროლი განახორციელონ შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს შემდეგმა თანამშრომლებმა:

 ა) საარქივო სამმართველოს სახელით დასამოწმებელ ბეჭდებზე თარიღით ფაქსიმილიის გარეშე (სულ 1) – ქეთევან რამიშვილი;

 ბ) საქმისწარმოების განსახორციელებლად მრგვალ ბეჭედზე (სულ 1) – მერიკო ედიშერაშვილი;

გ) ასლის დამოწმებისას გამოსაყენებელ ბეჭდებზე ფაქსიმილიით (სულ 7) – სვეტლანა კუხალაშვილი, ანა ფარცვანია, ხათუნა ენდელაძე, მარინე ალადაშვილი, რუსუდან კაჭკაჭიშვილი, ქეთევან ჩაგანავა, ცისანა ნადირაძე;

დ) ასლის დამოწმებისას გამოსაყენებელ ბეჭდებზე ფაქსიმილიის გარეშე (სულ 14) – დიანა ვერძაძე, მაია ჩიკაშუა, ნატალია მაისურაძე, მაია ღამბაშიძე, იამზე ჭარხალაშვილი, ნანა კილაძე, ნინო ქანთარია, თელი გულორდავა, თამარ კონჯარია, ნინო მთიულიშვილი, ხათუნა გრიგოლაია, გრიგოლ გოროზია, გულიკო ციხისელი, რუსუდან გობრონიძე;

ე) მუდმივად შესანახ დოკუმენტებზე დასასმელ შტამპებზე წარწერით „მუდმივად შესანახი დოკუმენტი – დასკანერებულია“ (სულ 5) – რუსუდან გობრონიძე, ლამარა ბადუაშვილი, ნანა რობაქიძე, ირინა ჩოხელი, გურანდა შენგელია.“;

 ბ) დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

 გ) დანართი №9 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 სამსახურის უფროსი ლევან კაკავა