დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22460 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 04/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016381 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №22460
2016 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და:
ა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ბეჭდები
1. შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ბეჭდების ფორმა განისაზღვროს № 9 დანართის შესაბამისად.
2. შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ბეჭდების შენახვასა და გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირებად განისაზღვრონ შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს თანამშრომლები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭდების (სულ 26 ეგზემპლარის) შენახვასა და გამოყენებაზე კონტროლი განახორციელონ შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს შემდეგმა თანამშრომლებმა:
ა) საარქივო სამმართველოს სახელით დასამოწმებელ ბეჭდებზე თარიღით ფაქსიმილიის გარეშე - ქეთევან რამიშვილი, სიმონ კაპანაძე;
ბ) საქმისწარმოების განსახორციელებლად მრგვალ ბეჭედზე – მერიკო ედიშერაშვილი;
გ) ასლის დამოწმებისას გამოსაყენებელ ბეჭდებზე ფაქსიმილიით – სვეტლანა კუხალაშვილი, ანა ფარცვანია, ხათუნა ენდელაძე, მარინე ალადაშვილი, რუსუდან კაჭკაჭიშვილი, ქეთევან ჩაგანავა, გოჩა გაბრიაძე, ნინო ამროსიშვილი, ცისანა ნადირაძე;
დ) ასლის დამოწმებისას გამოსაყენებელი ბეჭდებზე ფაქსიმილიის გარეშე – მაია ჩიკაშუა, ნატალია მაისურაძე, მაია ღამბაშიძე, იამზე ჭარხალაშვილი, ლაშა როხვაძე, ნინო ქანთარია, თელი გულორდავა, თამარ კონჯარია, ნინო მთიულიშვილი, ხათუნა გრიგოლაია, გრიგოლ გოროზია, გულიკო ციხისელი, რუსუდან გობრონიძე, რუსუდან ადეიშვილი.“.
2. ბრძანებით დამტკიცებული №9 დანართი ჩამოყალიბდეს თანდარდული რედაქციით:
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები