დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21940 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 22/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016316 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება № 21940
2013 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
„სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის
23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „სსიპ − შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის
2010 წლის 31 დეკემბრის №2472 ბრძანების:
ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭდები გამოყენებულ იქნეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, მის სტრუქტურულ ერთეულებსა და ქვედანაყოფებს შორის №5 დანართის შესაბამისად განაწილებული ინდექსების მიხედვით, შემდეგი წარმოშობის სერტიფიკატების გაცემისას:
ა) საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი; ბ) საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი − ფორმა A; გ) საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1;
დ) საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1.“;
ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭდები გამოყენებულ იქნეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, მის სტრუქტურულ ერთეულებსა და ქვედანაყოფებს შორის №5 დანართით განსაზღვრული ინდექსების შესაბამისად.“;
გ) №3 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
დ) №5 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ე) №10 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ლაშა ხუციშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები