დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11806 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 30/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016699 |
შემოსავლების სამსახურის
ბრძანება №11806
2023 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანების:
ა) პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პირადნომრიანი ბეჭდების და შტამპების შეკვეთა და დამზადებული პირადნომრიანი ბეჭდების და შტამპების, როგორც მატერიალური ფასეულობის მიღება და სათანადოდ დაცულ ადგილზე შენახვა, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ წარმოდგენილი სიით გათვალისწინებულ პასუხისმგებელ პირებზე მათი გაცემა უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურის ფინანსურმა დეპარტამენტმა.
4. პირადნომრიანი ბეჭდების აღრიცხვა უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტმა.“;
ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი);
ვ) წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი).“;
გ) მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭდების (სულ 23 ეგზემპლარის) შენახვასა და გამოყენებაზე კონტროლი განახორციელონ შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს შემდეგმა თანამშრომლებმა:
ა) საარქივო სამმართველოს სახელით დასამოწმებელ ბეჭდებზე თარიღით ფაქსიმილიის გარეშე (სულ 1) – ქეთევან რამიშვილი;
ბ) საქმისწარმოების განსახორციელებლად მრგვალ ბეჭედზე (სულ 1) – მერიკო ედიშერაშვილი;
გ) ასლის დამოწმებისას გამოსაყენებელ ბეჭდებზე ფაქსიმილიით (სულ 7) – სვეტლანა კუხალაშვილი, ანა ფარცვანია, ხათუნა ენდელაძე, მარინე ალადაშვილი, რუსუდან კაჭკაჭიშვილი, ქეთევან ჩაგანავა, ცისანა ნადირაძე;
დ) ასლის დამოწმებისას გამოსაყენებელ ბეჭდებზე ფაქსიმილიის გარეშე (სულ 14) – დიანა ვერძაძე, მაია ჩიკაშუა, ნატალია მაისურაძე, მაია ღამბაშიძე, იამზე ჭარხალაშვილი, ნანა კილაძე, ნინო ქანთარია, თელი გულორდავა, თამარ კონჯარია, ნინო მთიულიშვილი, ხათუნა გრიგოლაია, გრიგოლ გოროზია, გულიკო ციხისელი, რუსუდან გობრონიძე.“;
ე) მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61. შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ინფორმაციული აქტივის კლასიფიკაციისათვის გამოსაყენებელი შტამპები
1. ინფორმაციული აქტივის კლასიფიკაციის მიზნებისათვის, შემოსავლების სამსახურის თითოეული სტრუქტურული ერთეული ვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული „ინფორმაციული აქტივის კლასიფიკაციის და მოპყრობის პოლიტიკის“ შესაბამისად გამოიყენოს შტამპი, რომელზეც მითითებული იქნება ერთ-ერთი შემდეგი კატეგორია:
ა) შიდა სამსახურებრივი – Internal use;
ბ) შეზღუდული გამოყენების – Restricted;
გ) კონფიდენციალური – Confidential.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციული აქტივი გულისხმობს მატერიალური და ელექტრონული ტიპის დოკუმენტებს, კერძოდ, ინფორმაციულ აქტივს, რომელიც მოცემულია როგორც Microsoft Office-ის, PDF-ის და სხვა საოფისე პროგრამის ელექტრონულ ფორმატში, ასევე ბეჭდური სახით.
3. „ინფორმაციული აქტივის კლასიფიკაციის და მოპყრობის პოლიტიკა“ განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.“;
ვ) 71 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებით დამტკიცებული:
ა) №1 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ბ) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის („სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი პირადნომრიანი ბეჭდების და შტამპების გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესი“):
ბ.ა) პირველი – მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
აღნიშნული წესი არეგულირებს სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდეგში – სამსახურის) საგადასახადო/საბაჟო ორგანოებში გამოსაყენებელი პირადნომრიანი ბეჭდების და შტამპების გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების პროცედურებს.
მუხლი 2. პირადნომრიანი ბეჭდების და შტამპების გაცემა
1. სამსახურის ფინანსური დეპარტამენტი, სათანადო გასავლის ზედდებულის შედგენით შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, უფლებამოსილ პირებზე გასცემს: საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ წარმოდგენილი სიის მიხედვით შტამპებს, ხოლო ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე –პირადნომრიან ბეჭედს.
2. საგადასახადო/საბაჟო ორგანოს თანამშრომლისათვის საჭიროებისამებრ, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, პირადნომრიანი ბეჭდის ნომრის მინიჭებას უზრუნველყოფს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი.
3. შტამპის შენახვა-გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს იმ თანამშრომელს, რომლის სახელზეც, ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაცემულია შტამპი.
4. სამსახურის ფინანსური დეპარტამენტი, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს საჭიროებისამებრ, მოთხოვნის შემთხვევაში (პირადნომრიანი ბეჭდის დაკარგვა, უკვე დანიშნული ან სამსახურიდან გადაყვანილი პირადნომრიანი ბეჭდის არმქონე თანამშრომელი), საგადასახადო/საბაჟო ორგანოს თანამშრომელზე გასცემს პირადნომრიან ბეჭედს შესაბამისი მინდობილობის და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სათანადო გასავლის ზედდებულის შედგენით.
5. პირადნომრიანი ბეჭედი ძალაშია საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელზე მისი გაცემის დღიდან.
მუხლი 3. პირადნომრიანი ბეჭდების შენახვაზე პასუხისმგებელი პირი
პირადნომრიანი ბეჭდის შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს თანამშრომელს, რომლის სახელზეც არის გაცემული პირადნომრიანი ბეჭედი.
მუხლი 4. პირადნომრიანი ბეჭდის გამოყენება
1. აკრძალულია პირადნომრიანი ბეჭდის საგადასახადო/საბაჟო ორგანოს სხვა თანამშრომელზე ან მესამე პირზე გადაცემა ან პირადნომრიანი ბეჭდით სხვა პირის ხელმოწერის დადასტურება. ასეთ შემთხვევებში პირადნომრიანი ბეჭდით დადასტურებული დოკუმენტი ექვემდებარება გაუქმებას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებების გამოვლენისას, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს სამსახურის ფინანსურ და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტებს.“;
ბ.ბ) მე-5 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირადნომრიანი ბეჭდის ან შტამპის დაზიანების ყოველი შემთხვევა მისი მფლობელის მიერ დაუყონებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის საგადასახადო/საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობას და იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მისი გამოყენება, უზრუნველყოს მისი ჩაბარება.
3. პირადნომრიანი ბეჭდის ან შტამპის დაკარგვის ყოველი შემთხვევა მისი მფლობელის მიერ დაუყონებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის საგადასახადო/საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. საგადასახადო/საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია დაკარგვის ყოველ ფაქტზე ინფორმაცია დაუყონებლივ მიაწოდოს სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტს და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს.
4. პირადნომრიანი ბეჭდის დაკარგვა ან/და დაზიანების შემთხვევაში, მისი დაკარგვის შესახებ განცხადების რეგისტრაციის ან/და დაზიანებული პირადნომრიანი ბეჭდის ჩაბარების დღიდან პირადნომრიანი ბეჭდის მოქმედების შეწყვეტა ხდება შესაბამისი საგადასახადო/საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).“;
ბ.გ) მე-6–მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პირადნომრიანი ბეჭდის ჩაბარება
საგადასახადო/საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი, რომელზედაც ირიცხება პირადნომრიანი ბეჭედი, ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის მეშვეობით დაუყონებლივ ჩააბაროს პირადნომრიანი ბეჭედი:
ა) სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში;
ბ) სამსახურის სისტემში სხვა თანამდებობაზე გადასვლისას, იმ შემთხვევაში, თუ პირს აღარ ესაჭიროება პირადნომრიანი ბეჭედი;
გ) სამსახურებრივი მოვალეობის დროებით შეჩერების შემთხვევაში;
დ) სამსახურებრივ მივლინებაში წასვლისას, იმ შემთხვევაში, თუ პირს აღარ ესაჭიროება პირადნომრიანი ბეჭედი;
ე) შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილების შემთხვევაში.
მუხლი 7. პირადნომრიანი ბეჭდის მოქმედების შეჩერება
1. ამ ბრძანების მე-6 მუხლის „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირადნომრიანი ბეჭდის მოქმედების შეჩერება ხდება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. პირადნომრიანი ბეჭდის მოქმედების შეჩერების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედების შემდეგ, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელი საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს პირადნომრიანი ბეჭდის განადგურებას.
3. საგადასახადო/საბაჟო ორგანო პირადნომრიანი ბეჭდის განადგურებიდან ერთი კვირის ვადაში სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტს და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტმენტს წარუდგენს განადგურების შესახებ აქტს.
მუხლი 8. პირადნომრიანი ბეჭდის მოქმედების შეწყვეტა
1. ამ ბრძანების მე-6 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირადნომრიანი ბეჭდის მოქმედების შეწყვეტა ხდება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. პირადნომრიანი ბეჭდის მოქმედების შეწყვეტის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან, აგრეთვე დაზიანებული შტამპის მიღება-ჩაბარების აქტით დაბრუნებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო/საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ხმარებიდან ამოღებული გაუქმებული ბეჭდებისა და შტამპების ინვენტარიზაციას და განადგურებას.
3. საგადასახადო/საბაჟო ორგანო განადგურებიდან ერთი კვირის ვადაში სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტს და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს წარუდგენს განადგურების შესახებ აქტს.
მუხლი 9. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „ORACLE“-ში დაშვების შესახებ ინფორმირება და გათავისუფლებული თანამშრომლის მიერ პირადნომრიანი ბეჭდის დაბრუნება
1. საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „ORACLE“-ში დაშვების შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნით, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელი უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის დაუყოვნებლივ გადაგზავნას სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში.
2. სამსახურის ფინანსური დეპარტამენტი და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი გათავისუფლებულ თანამშრომელზე, რომელზეც ირიცხება პირადნომრიანი ბეჭედი, საბოლოო ანგარიშსწორებას ახორციელებს მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭდის დაბრუნების შემდეგ.“;
გ) №3 და №4 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
დ) №6 და №7 დანართები ამოღებულ იქნეს;
ე) №9 დანართი და №10 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ვ) №11 დანართი ამოღებულ იქნეს.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები