სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2472
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 23/02/2012
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2015
ძალაში შესვლის თარიღი 23/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016312
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2472
23/02/2012
ვებგვერდი, 09/03/2015
000000000.00.00.016312
სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
შემოსავლების სამსახური
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (26/10/2017 - 26/09/2018)

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №2472

2012 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

მუხლი 1. შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი პირადნომრიანი ბეჭდების და შტამპების გაცემა, აღრიცხვა და გამოყენება

1. შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი პირადნომრიანი ბეჭდები და შტამპები განისაზღვროს №1 დანართის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს „შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი პირადნომრიანი ბეჭდების და შტამპების გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესი” №2 დანართის შესაბამისად.

3. პირადნომრიანი ბეჭდების და შტამპების შეკვეთა და დამზადებული პირადნომრიანი ბეჭდების და შტამპების, როგორც მატერიალური ფასეულობის მიღება და სათანადოდ დაცულ ადგილზე შენახვა, საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოდგენილი სიით გათვალისწინებულ პასუხისმგებელ პირებზე მათი გაცემა უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა.

4. პირადნომრიანი ბეჭდების აღრიცხვა უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსების დეპარტამენტმა.

5. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე საგადასახადო ორგანოების ხელმძღვანელებმა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრონ იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელსაც ეკისრება: საგადასახადო ორგანოს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფის თანამშრომლის პირადნომრიანი ბეჭდების ან/და შტამპების შემოსავალში აღება, მიღება-ჩაბარება, საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის სამსახურებრივი ადგილმონაცვლეობის შემთხვევაში – პირადნომრიანი ბეჭდების ან/და შტამპების ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა, აღრიცხვაზე კონტროლის განხორციელება და სპეციალურ ჟურნალში გაცემის რეგისტრაცია. ასევე, ჩაბარებული პირადნომრიანი ბეჭდების ან/და შტამპების შენახვაზე პასუხისმგებელ პირთა ვინაობა.

მუხლი 2. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპის ფორმები

1. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურაში გამოსაყენებელი მრგვალი ბეჭდების და შტამპების ფორმები განისაზღვროს №3 დანართის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭდებისა და შტამპების დამზადება და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისათვის გადაცემა დაევალოს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის ბრძანება №9589 - ვებგვერდი, 12.03.2015წ.

 

მუხლი 3. შემოსავლების სამსახურის სისტემაში საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დასამოწმებლად გამოსაყენებელი ბეჭედი

1. განისაზღვროს შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემი საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დასამოწმებლად გამოსაყენებელი ბეჭდის ნიმუში №4 დანართის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭედი გამოყენებულ იქნეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შემდეგი წარმოშობის სერტიფიკატების გაცემისას:

ა) საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი;

ბ) საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი − ფორმა A;

გ) საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1;

დ) საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის ბრძანება 9589 - ვებგვერდი, 12.03.2015წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 22 მაისის ბრძანება №21940 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 9 თებერვლის ბრძანება №3079 - ვებგვერდი, 11.02.2016წ.

მუხლი 4. შემოსავლების სამსახურის სისტემაში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ საქონლზე ნებართვის დასამოწმებლად გამოსაყენებელი ბეჭედი

1. განისაზღვროს შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემი , გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ საქონელზე დასამოწმებლად გამოსაყენებელი ბეჭდის ნიმუშები №6 დანართის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭდები გამოყენებულ იქნეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, მის სტრუქტურულ ერთეულებსა და ქვედანაყოფებს შორის №5 დანართით განსაზღვრული ინდექსების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის ბრძანება 9589 - ვებგვერდი, 12.03.2015წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 22 მაისის ბრძანება №21940 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.

მუხლი 5. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში გამოსაყენებელი თარიღის შტამპები

1. განისაზღვროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვებ პუნქტებში:

„ვალე“, „სადახლო-საავტომობილო“, „სადახლო-სარკინიგზო“, „სარფი“, „გუგუთი“, „წითელი ხიდი“,

„ყაზბეგი“, „ნინოწმინდა“, „ლაგოდეხი“, „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ და „ბათუმის პორტი“ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში გამოსაყენებელი თარიღის შტამპების ნიმუშები №8 დანართის შესაბამისად.

2. დაევალოს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს თარიღის შტამპების დამზადება და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტებისათვის მათი გადაცემა.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის ბრძანება №9589 - ვებგვერდი, 12.03.2015წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 14 მაისის ბრძანება №25043 – ვებგვერდი, 09.03.2015წ.

მუხლი 6. შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ბეჭდები

1. შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ბეჭდების ფორმა განისაზღვროს №9 დანართის შესაბამისად.

2. შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ბეჭდების შენახვასა და გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირებად განისაზღვრონ შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს თანამშრომლები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭდების (სულ 26 ეგზემპლარის) შენახვასა და გამოყენებაზე კონტროლი განახორციელონ  შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს შემდეგმა თანამშრომლებმა:

ა) საარქივო სამმართველოს სახელით დასამოწმებელ ბეჭდებზე თარიღით ფაქსიმილიის გარეშე - ქეთევან რამიშვილი, სიმონ კაპანაძე;

ბ) საქმისწარმოების განსახორციელებლად მრგვალ ბეჭედზე – მერიკო ედიშერაშვილი;

გ) ასლის დამოწმებისას გამოსაყენებელ ბეჭდებზე ფაქსიმილიით – სვეტლანა კუხალაშვილი, ანა ფარცვანია, ხათუნა ენდელაძე, მარინე ალადაშვილი, რუსუდან კაჭკაჭიშვილი, ქეთევან ჩაგანავა, გოჩა გაბრიაძე, ნინო ამროსიშვილი, ცისანა ნადირაძე;

 დ)  ასლის დამოწმებისას გამოსაყენებელი ბეჭდებზე ფაქსიმილიის გარეშე – მაია ჩიკაშუა, ნატალია მაისურაძე, მაია ღამბაშიძე, იამზე ჭარხალაშვილი, ლაშა როხვაძე, ნინო ქანთარია, თელი გულორდავა, თამარ კონჯარია, ნინო მთიულიშვილი, ხათუნა გრიგოლაია, გრიგოლ გოროზია, გულიკო ციხისელი, რუსუდან გობრონიძე, რუსუდან ადეიშვილი.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №22460 - ვებგვერდი, 04.08.2016წ.

მუხლი 7. შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდები და შტამპები

შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმები განისაზღვროს №10 დანართის შესაბამისად.

მუხლი 71. მედიაციის საბჭოს ოქმის დასამოწმებლად გამოსაყენებელი ბეჭდის ფორმა

1. განისაზღვროს შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს ოქმის დასამოწმებლად გამოსაყენებელი ბეჭდის ფორმა დანართი №11-ის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭდის დამზადება და დავების დეპარტამენტისთვის გადაცემა დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 3 მარტის ბრძანება №8840 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.

მუხლი 8. გასაუქმებელი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები

ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) სსიპ შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი პირადნომრიანი ბეჭდების და შტამპების გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებშემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 28 ნოემბრის №10645 ბრძანება;

ბ) შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურაში გამოსაყენებელი ბეჭდებისა და შტამპების ფორმების დამტკიცების შესახებშემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 9 თებერვლის №391 ბრძანება;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სისტემაში საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დასამოწმებლად გამოსაყენებელი ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების თაობაზეშემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 28 ნოემბრის №10672 ბრძანება;

დ) ასლის დამოწმებაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრისა და ასლის დამოწმებისას გამოსაყენებელი სამსახურებრივი ბეჭდის ფორმის დამტკიცების შესახებშემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 17 მარტის №1157 ბრძანება;

ე) შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების დამტკიცების თაობაზეშემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის №506 ბრძანება;

ვ) შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდებისა და შტამპების ფორმების დამტკიცების შესახებშემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის პირველი მარტის №856 ბრძანება ;

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სისტემაში საქონლის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებკონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის დასამტკიცებლად გამოსაყენებელი ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების თაობაზეშემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 9 თებერვლის №1699 ბრძანება.

მუხლი 9. ბრძანების ამოქმედება

1. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

2 . ამ ბრძანების №3 დანართით განსაზღვრული საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურაში გამოსაყენებელი მრგვალი ბეჭდისა და შტამპების ამოქმედების ვადა განისაზღვროს მათი საბაჟო დეპარტამენტისათვის გადაცემის დღიდან.

3. ამ ბრძანებით განსაზღვრული შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ამოქმედების ვადა განისაზღვროს შესაბამისი დეპარტამენტისათვის მათი გადაცემის დღიდან.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივნისის ბრძანება 9589 - ვებგვერდი, 12.03.2015წ.

სამსახურის უფროსი   ჯამბულ ებანოიძე

 

26. 10/06/2024 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 13635 - ვებგვერდი, 12/06/2024 25. 30/04/2024 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 9986 - ვებგვერდი, 01/05/2024 24. 19/02/2024 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 3419 - ვებგვერდი, 27/02/2024 23. 04/07/2023 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 15716 - ვებგვერდი, 25/07/2023 22. 30/05/2023 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 11806 - ვებგვერდი, 09/06/2023 21. 28/06/2021 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 20947 - ვებგვერდი, 09/07/2021 20. 17/08/2020 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 24304 - ვებგვერდი, 21/08/2020 19. 26/09/2018 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 26763 - ვებგვერდი, 23/10/2018 18. 26/10/2017 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 28765 - ვებგვერდი, 02/11/2017 17. 17/10/2017 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 27978 - ვებგვერდი, 25/10/2017 16. 04/08/2016 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 22460 - ვებგვერდი, 08/08/2016 15. 25/07/2016 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 21309 - ვებგვერდი, 29/07/2016 14. 28/04/2016 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 12185 - ვებგვერდი, 06/05/2016 13. 09/02/2016 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 3079 - ვებგვერდი, 11/02/2016 12. 22/06/2015 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 21994 - ვებგვერდი, 19/10/2015 11. 09/03/2015 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 7061 - ვებგვერდი, 10/03/2015 10. 28/10/2014 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 44621 - ვებგვერდი, 09/03/2015 9. 30/05/2014 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 27958 - ვებგვერდი, 09/03/2015 8. 14/05/2014 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 25043 - ვებგვერდი, 09/03/2015 7. 01/05/2014 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 23213 - ვებგვერდი, 09/03/2015 6. 17/04/2014 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 21523 - ვებგვერდი, 09/03/2015 5. 14/03/2014 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 15181 - ვებგვერდი, 09/03/2015 4. 22/05/2013 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 21940 - ვებგვერდი, 09/03/2015 3. 27/03/2013 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 12216 - ვებგვერდი, 09/03/2015 2. 05/03/2013 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 8840 - ვებგვერდი, 09/03/2015 1. 11/06/2012 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 9589 - ვებგვერდი, 12/03/2015