დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25043 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 14/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 14/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016320 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №25043
2014 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
„სსიპ _ შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის
23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „სსიპ − შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის
2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანების:
ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განისაზღვროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვებ პუნქტებში:
„ვალე“, „სადახლო -საავტომობილო“, „სადახლო-სარკინიგზო“, „სარფი“, „გუგუთი“, „წითელი ხიდი“,
„ყაზბეგი“, „ნინოწმინდა“, „ლაგოდეხი“, „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ და „ბათუმის პორტი“ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში გამოსაყენებელი თარიღის შტამპების ნიმუშები №8 დანართის შესაბამისად.“;
ბ) №3, №4, №5, №6 და №7 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ახალი ბეჭდებისა და შტამპების დამზადება და საბაჟო დეპარტამენტისათვის გადაცემა დაევალოს სსიპ – შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.
3. სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში 2014 წლის 14 მაისამდე არსებული ბეჭდები და შტამპები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას ახალი ბეჭდებისა და შტამპების დამზადებამდე.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 14 მაისიდან.
ირაკლი გვარამაძე
სამსახურის უფროსი შემოსავლების სამსახური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები