ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/01/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.174.016046
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/01/2015 - 22/01/2015)

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2015 წლის 5 იანვარი

ქ. გორი

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის   „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტების, ასევე 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის  შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი თან ერთვის  14 ფურცლად) .
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე



დანართი №1
ქალაქ  გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი

ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის (შემდგომში-მუნიციპალიტეტი)რეგისტრირებული მოსახლეობისათვის,  აგრეთვე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ  საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა  (ბენეფიციართა)  კატეგორიებს,  მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

თავი I
სოციალური დახმარების მიმღებთა  (ბენეფიციართა)  კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 1. ონკოლოგიური  ავადმყოფების  სამედიცინო  დახმარება
 1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი.

 2. ონკოლოგიურმა პაციენტმა, ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 107-ე, 111-ე და 115-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილებით აღჭურვილმა მისმა წარმომადგენელმა,  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

4. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს), ამ მუხლში აღნიშნულ დაავადების მკურნალობის ფარგლებში, დახმარება გაეწევა ერთჯერადად, დაფინანსდება:

ა) ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით,  კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი ღირებულების არაუმეტეს  300 (სამასი) ლარით;

ბ) ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსება მერიის მხრიდან განისაზღვროს სამედიცინო მომსახურებისათვის  პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხით, არაუმეტეს  500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.


მუხლი 2. ონკოლოგიური ავადმყოფების უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი.

2. დახმარების მიმღებს  (ბენეფიციარს)  დახმარება გაეწევა ერთჯერადად,  არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის  ოდენობით,ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში.

3. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ  (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან.

 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელი დახმარების მიმღებთა  (ბენეფიციართა)  კონტინგენტია და მათზე გაიცემა შემდეგი სამედიცინო დახმარება ერთჯერადად:

ა) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რაც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით და გააჩნიათ  0-დან 70000-ის ჩათვლით.  სარეიტინგო ქულა,  დაფინანსება განისაზღვროს  150  (ასორმოცდაათი)  ლარის ოდენობით;

ბ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს,  რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000-ის ჩათვლით  სოციალური  სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა, სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება მერიის მხრიდან განისაზღვროს პაციენტის  მხრიდან  გადასახდელი  თანხით,  არაუმეტეს   500 (ხუთასი)  ლარით;

2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის  (პაციენტის)  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ  (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.


მუხლი 4. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა)  კონტინგენტია:

ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;

ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები;

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები;

დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გულის იშემიური დაავადების მქონე, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პაციენტები,  რომელთაც გააჩნიათ  0-დან 57000-ის ჩათვლით  სარეიტინგო ქულა.

ე) მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული  შაქრიანი დიაბეტით,  ტიპი  II  (ინსულინ-დამოუკიდებელი) ფორმით  დაავადებული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პაციენტები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 57000-ის  ჩათვლით   სარეიტინგო ქულა.

2. დახმარების მიმღებს  (ბენეფიციარს)  დახმარება გაეწევა ერთჯერადად,  არაუმეტეს 100  (ასი) ლარის ოდენობით,ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში.

3. პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა დახმარების მიმღებმა  (ბენეფიციარმა)  ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების  (ბენეფიციარის)  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ  (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან;

ე) გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ რეგისტრაციის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზიდან, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 5. სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება
1. II-III  ხარისხის სქოლიოზით დაავადებული ბავშვების დახმარება (0-დან 18 წლამდე), რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში, მოხდება ერთჯერადად, თანადაფინანსებით,  არაუმეტეს  500 (ხუთასი)  ლარის  ოდენობით.

2. დაფინანსებას მიიღებენ საცურაო აუზზე  II-III  ხარისხის სქოლიოზით დაავადებულიბავშვები  18 წლამდე  რომელთაც გააჩნიათ  0-დან 100 000-ის ჩათვლით  სარეიტინგო ქულა. თითო ბავშვს დაუფინანსდება ერთთვიანი საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი გორის საცურაო აუზზე თვეში 12 პროცედურა (კვირაში 3 დღე).

3. მერიაში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა II-III ხარისხის  სქოლიოზით დაავადების შესახებ (ფორმა №100),  გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი თვის მანძილზე ორთოპედ/ტრავმატოლოგის მიერ;

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;

ე) დაბადების მოწმობა ან/და დევნილის მოწმობის ასლი;

ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გასცემს დაპირებას, რომელიც საფუძველია გორის საცურაო აუზისათვის გაწიოს შესაბამისი მომსახურება  საცურაო აუზი განცხადებითა და მომსახურების გაწევის ამსახველი დოკუმენტაციით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და ა.შ)  მიმართავს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს კუთვნილი თანხების ჩასარიცხად.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 6. ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების სამკურნალო სარეაბილიტაციო დახმარება
1. ცერებრალური დამბლით,  დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე) დახმარება, ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში, მოხდება:

ა)  სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად, თანადაფინანსებით არაუმეტეს  500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

ბ) საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსის დაფინანსება თითო ბავშვზე  გორის საცურაო აუზზე სულ  12 პროცედურა;

გ) ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების სოციალური დახმარება ერთჯერადად, 250  (ორასორმოცდაათი)  ლარის ოდენობით.

დ) ცერებრალური დამბლით და დაუნის სინდრომით დაავადებულ პაციენტებს (18-დან  30 წლის ჩათვლით), რომელთაც გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 0-დან  57000-ის ჩათვლით სოციალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად,  200 (ორასი) ლარის ოდენობით.

 2. მერიაში წარმოსადგენი  შესაბამისი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;

ე) დაბადების მოწმობა;

ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის  „გ“  ქვეპუნქტის ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად მერი სოციალური დახმარების გაცემის კომისიის დასკვნის და სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გასცემს დაპირებას,  რომელიც საფუძველია  საცურაო აუზისათვის გასწიოს შესაბამისი მომსახურება.  ააიპ - საცურაო აუზი განცხადებითა და მომსახურების გაწევის ამსახველი დოკუმენტაციით  (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და ა.შ.)  მიმართავს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს კუთვნილი თანხების ჩასარიცხად.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 7. სტუდენტების  დახმარება
1. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება  500  ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ სტუდენტებს,  რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არა აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი:

ა) დედ-მამით ობოლი;

ბ) მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი  (4 და მეტი შვილი, 18 წლის ჩათვლით)  ოჯახებიდან;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 57000- ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.

2. სტუდენტებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა“ და ,,ბ“  ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის  ,,გ“  ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 8. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.

2. მერიაში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციაა:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

ე) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;

ვ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3. თანხა გაიცემა  250  (ორასორმოცდაათი)  ლარის ოდენობით.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 9. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება
1. დედ-მამით ობოლი  0-დან 18 წლის ჩათვლით პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად სტაციონარული მკურნალობისათვის – არაუმეტეს  700  (შვიდასი) ლარისა.

2. დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად,  ყოველ ბავშვზე 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.

3. დედ-მამით ობოლი  0-დან 18 წლის ჩათვლით ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ  (ფორმა 100);

ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე,  ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ,  რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;

ვ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 10. ხანძრებისა (გარდა  განხრახ და უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ხანძრისა) და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება
1. ხანძრებისა(გარდა  განხრახ და უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ხანძრისა)  და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს  1750 (ერთი ათას შვიდასორმოცდაათი) ლარისა.

2. მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე დამდგარი ზიანიდან ათი დღის ვადაში;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

დ) ცნობა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან;

ე) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.


მუხლი 11. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად  200  (ორასი)  ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა  (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები.

ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები;

გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.

2. მერიაში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მერიის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;

ე) დოკუმენტი  (დოკუმენტები),  რომელიც დაადასტურებს გარდაცვლილთა ნათესაურ (მეუღლე, მშობლები და შვილები)  ურთიერთობას;

 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. სოციალურ დახმარებას მიიღებს საქართველოსთავის უფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახისის წევრი,  რომელიც განცხადებით პირველი მიმართავს მერიას.


მუხლი 12. 4  და მეტ შვილიანი ოჯახების დახმარება
1. ერთჯერადად  (თითო ბავშვზე)  100 (ასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები,  რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი  0-დან 18-წლის ჩათვლით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) საბანკო ანგარიში.

 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით,  ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 13. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება
1. ერთჯერად, 500  (ხუთასი)  ლარის ოდენობით,  დაფინანსებას მიიღებენ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეები,  რომელთაც შეუსრულდათ  100  და მეტი წელი.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით,  ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 14. რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების დახმარება თანადაფინანსებით
1. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 80,00 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით.

2.დახმარების მიღებისთვის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა უნდა წარმოადგინოს :

ა) განცხადება მერის სახელზე.

ბ)დახმარების მიმღების და განმცხადებლის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი.

გ) საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს გაცემული ცნობა ბავშვის რეინტეგრაციაში ყოფნის შესახებ.

დ) საბანკო ანგარიში.

3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით,  ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 15. კრიზისულ მდგომარეობაში  მყოფი მარტოხელა პენსიონერების დახმარება
1. ამ მუხლით დახმარება გაეწევათ  ბენეფიციარებს გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, საქონლის/მომსახურების შესყიდვით და გადაცემის ფორმით.

2. ბენეფიციარებს პირველადი დახმარება გაეწევა შემდეგ პირველად საჭიროებაზე.

ა) საკვები.

ბ) პირადი მომსახურების ნივთები.

გ) ჰიგიენის საშუალებები.

დ) საყოფაცხოვრებო ნივთები.

3. ამ მუხლის დახმარების მიმღები შეძლება იყვნენ:

ა) სიღარიბის ზღვრის მიღმა/ზღვარზე მყოფი ( 57000-70000 ქულის მქონე ) პირი.

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

4. დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე.

ბ) საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი,  რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მერიის ადმინისტრაციული საზღვრები.

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი.


მუხლი 16. მარტოხელა დედების დახმარება
1. ამ მუხლით დახმარება გაეწევათ  ბენეფიციარებს გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, საქონლის/მომსახურების შესყიდვით და გადაცემის ფორმით.

2. ბენეფიციარებს პირველადი დახმარება გაეწევა შემდეგ პირველად საჭიროებაზე.

ა) საკვები.

ბ) პირადი მომსახურების ნივთები.

გ) ჰიგიენის საშუალებები.

დ) საყოფაცხოვრებო ნივთები.

3. ამ მუხლით დახმარების მიმღები შეძლება იყვნენ:

ა)  სოციალურად დაუცველ მარტოხელა დედებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

4. დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე.

ბ) საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მერიის ადმინისტრაციული საზღვრები.

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი.

დ) ცნობა- მარტოხელა დედობის შესახებ.


მუხლი 17. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (0-დან 57000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე) ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში (4 თვე) ფულადი დახმარება 10 (ათი) ლარის ოდებობით
დახმარება  განხორციელდება სოციალური მომსახურების სააგენტოდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად.

მუხლი 18. მიუსაფარ პირთა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა
განსაკუთრებულ შემთხვევებში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა დახმარება განხორციელდება ერთჯერადი ფულადი დახმარების ან საქონლის/მომსახურების გადაცემის გზით. ბენეფიციარების გამოვლენა, წარდგენა მოხდება მერის წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მიერ, შესაბამისი უბნის დეპუტატის თანხმობით. საკითხს იხილავს სამუშაო ჯგუფი, გადაწყვეტილება  აისახება ოქმში, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, წარედგინება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს. დახმარების მოცულობა არ აღემატება 1000 (ერთი ათას) ლარს.

თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება

მუხლი 19. სოციალური დახმარების დანიშვნა, გაცემა და სამენეჯმენტო კონტროლი
1. მუნიციპალიტეტის  2014  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნის, გაცემის და ამ პროცესებზე სამენეჯმენტო კონტროლს  უზრუნველყოფს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური  (შემდგომში – სამსახური).

2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მერიის დახმარების მიმღებთა  (ბენეფიციართა)  სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.

3. სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.

შემოწმების შემდგომ,  იმ შემთხვევაში,  თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია,  სამსახური ამზადებს დასკვნას

მერისათვის წარსადგენად მოხსენებითი ბარათის სახით,  გარდა ამ წესის მე-10  და მე-12  მუხლებით

გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში,  ხოლო შემოსულ განცხადებებში

აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.

4. ამ წესის მე-10  და მე-12  მუხლებით გათვალისწინებული სოციალურიდახმარების გაცემის შემთხვევაში

სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციისას სამსახური მასალებს დასკვნასთან ერთად გადასცემს შემდგომი განხილვისათვის  მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს.

5. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების

სისტემატიურ შემოწმებას,  რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები  (დახმარების დანიშვნის

გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი

ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება,  ბავშვების სრულწლოვანების დადგენა  და ა.შ.


მუხლი 20. სამუშაო ჯგუფის უფლებაუნარიანობა
1. სამუშაო ჯგუფი იქმნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით ამ წესის მე-10  და მე-12 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების გაცემის განხილვის მიზნით,  რომელიც შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს.  სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება მერის ბრძანებით.

2. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

3. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.


მუხლი 21. სამუშაო ჯგუფის ქმედუნარიანობა
1. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს ამ დადგენილებით,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.

2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად,  ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლისსაფუძველზე.


მუხლი 22. სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები
1. სამუშაო ჯგუფის ყოველი  სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.

2. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.

3. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში,  რიგითობის მიხედვით.

4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.

5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა,  რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფი სყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.

6.სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მერს.


მუხლი 23. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე.  ამ წესის მე-10  და მე-12  მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და მერის ბრძანების საფუძველზე.

თავი III
დასკვნითი დებულებები

მუხლი 24. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა
დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღებნი აჟარის, ახალგორის, ერედვის,  ქურთის და თიღვის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან.


totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.