„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/01/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.174.016055
13
22/01/2015
ვებგვერდი, 27/01/2015
190040000.35.174.016055
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2015 წლის 22 იანვარი

ქ. გორი

 

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“  63-ე მუხლის და  საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის №5 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 09/01/2015; 190040000.35.174.016046) დამტკიცებული დანართი №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტი  შეიცვალოს და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ე) პაციენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზიდან, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.“

ბ) მე-6 მუხლის მე-2  პუნქტს დაემატოს  „ზ“ ქვეპუნქტი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერიაში წარმოსადგენი  შესაბამისი დოკუმენტებია:

 

ა) განცხადება მერის სახელზე;

 

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

 

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

 

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;

 

ე) დაბადების მოწმობა;

 

ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშიж

 

ზ) სოციალურად დაუცველი  ოჯახების  მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.“

გ) მე-15 მუხლის მე-3  პუნქტის   „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა) სიღარიბის ზღვარს მიღმა/ზღვარზე მყოფი (0-დან 70000 ქულის მქონე) პირი.“

დ) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე.

ბ) საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი,  რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მერიის ადმინისტრაციული საზღვრები.

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი.

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

ე)  მე-19  მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. სამსახური სწავლობს მერიაში შემოსულ განცხადებებში მითითებულ გარემოებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია, სამსახური, შესწავლის შედეგად ჩამოყალიბებულ  საბოლოო აზრს, წარუდგენს მერს მოხსენებითი ბარათის სახით, გარდა ამ წესის მე-10, მე-15, მე-16, მე-18 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.“.

 ვ) მე-19 მუხლის მე-4  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „4. ამ წესის მე-10, მე-15, მე-16, მე-18 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში, სამსახური სწავლობს მერიაში შემოსულ განცხადებებში მითითებულ გარემოებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შსემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციისას სამსახური მასალებს დასკვნასთან ერთად გადასცემს შემდგომი განხილვისათვის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს.“

ზ) მე-20  მუხლის 1-ლი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამუშაო ჯგუფი იქმნება ქალაქ გორის  მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, ამ წესის მე-10, მე-15, მე-16 და  მე-18 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების გაცემის განხილვის მიზნით, რომელიც შეიმუშავებს  შესაბამის  რეკომენდაციებს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა  განისაზღვრება მერის ბრძანებით.“.

თ) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 23. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება

სოციალური  დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე. ამ წესის მე-10, მე-15, მე-16 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის  შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და მერის ბრძანების საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე