დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის N5 დადგენილებაში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.174.016062 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 09/01/2015, 190040000.35.174.016046) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ მუხლით დახმარება გაეწევათ სიღარიბის ზღვარს მიღმა/ზღვარზე მყოფ (0-დან 70000 ქულის მქონე) პირებს (ბენეფიციარებს) გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, საქონლის გადაცემის ფორმით ან ფულადი დახმარებით არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბენეფიციარებს პირველადი დახმარება გაეწევა შემდეგ პირველად საჭიროებაზე: საკვები; პირადი მომსახურების ნივთები; ჰიგიენის საშუალებები ან ფულადი დახმარება არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი არასაპენსიო ასაკის მქონე ბენეფიციარები.“ ; დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) მე-15-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ბენეფიციარის ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ.“; ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) თანხით დახმარების შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, ბენეფიციარებს ამ მუხლით დახმარება გაეწევათ საქონლის გადაცემის ფორმით, ან თანხობრივად - არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით.“; ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბენეფიციარებს პირველადი დახმარება გაეწევა შემდეგ პირველად საჭიროებაზე: საკვები; პირადი მომსახურეობის ნივთები; ჰიგიენის საშუალებები ან ფულადი დახმარება არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით.“; თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) ფულადი დახმარების შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბაკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები