„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.174.016089
47
05/06/2015
ვებგვერდი, 10/06/2015
190040000.35.174.016089
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №47

2015 წლის 5 ივნისი

ქ. გორი

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტის,  საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის  და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის №5 დადგენილებით (www.matsne.gov.ge  09/01/2015, 190040000.35.174.016046) დამტკიცებული წესის მე-11 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად  200  (ორასი)  ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა  (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები:

ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები;

გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.

2.  სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით დამატებით ერთჯერადად დახმარებას მიიღებენ:

ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 150 ლარის ოდენობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის - 26 მაისისთვის;

ბ)  მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – 100 ლარის ოდენობით, ფაშიზმზე გამარჯვების დღისთვის – 9 მაისისთვის.“.

3. მერიაში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მერიის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;

ე) დოკუმენტი  (დოკუმენტები),  რომელიც დაადასტურებს გარდაცვლილთა ნათესაურ (მეუღლე, მშობლები და შვილები)  ურთიერთობას.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

5. სოციალურ დახმარებას მიიღებს საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახისის წევრი,  რომელიც განცხადებით პირველი მიმართავს მერიას.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე