„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/05/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.174.016078
36
01/05/2015
ვებგვერდი, 07/05/2015
190040000.35.174.016078
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2015 წლის 1 მაისი

ქ. გორი

 

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტის,  საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის  და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის №5 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 09/01/2015, 190040000.35.174.016046)  დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) ცერებრალური დამბლით და დაუნის სინდრომით დაავადებულ პაციენტებს (18 წლის  ზევით) სოციალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად მერი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის სამუშაო ჯგუფის დასკვნის და სამსახურის მოხსენებითი ბარათის  საფუძველზე გასცემს დაპირებას, რომელიც საფუძველია ა(ა)იპ „ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის საცურაო აუზისთვის“ გასწიოს შესაბამისი მომსახურება. ა(ა)იპ „ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის საცურაო აუზი“ განცხადებითა და მომსახურების გაწევის ამსახველი დოკუმენტაციით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და ა.შ.) მიმართავს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს კუთვნილი თანხის ჩასარიცხად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე