„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.174.016105
63
04/09/2015
ვებგვერდი, 09/09/2015
190040000.35.174.016105
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №63

2015 წლის 4 სექტემბერი

ქ. გორი

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის  და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის №5 დადგენილებით (www.matsne.gov.ge,  09.01.2015წ., 190040000.35.174.016046) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-171 მუხლის 1-ლი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-დან 70000-ის ჩათვლით) თანამონაწილეობის წილის დაფინანსებას, რომლებიც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამაში“ მონაწილეობის მიღებისას გადახდის უუნაროები არიან, სრულად უზრუნველყოფს ქ.გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, სამუშაოების მიმწოდებლის საბანკო  ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-171 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამხანაგობის მიერ დაფინანსებულ ჯამურ თანხაში განმცხადებლის წილობრივი თანხის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა ან ჩანაწერი კრების ოქმში)“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-171 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ანაზღაურება მოხდება ამხანაგობის მიერ სამუშაოს შესრულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე