„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/05/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.174.016084
42
25/05/2015
ვებგვერდი, 29/05/2015
190040000.35.174.016084
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2015 წლის 25 მაისი

ქ. გორი

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის  და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის №5 დადგენილებით (www.matsne.gov.ge  09/01/2015, 190040000.35.174.016046) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ქვეპუნქტი:

„გ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70 000-ის ჩათვლით სოციალური სააგენტოდან  მინიჭებული სარეიტინგო ქულა, „С“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევების თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს საწყისი ღირებულების 30% -ით.“

ბ) მე-3 მუხლის 1-ელ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ქვეპუნქტი:

„დ) მუნიციპალიტეტის მხრიდან, იმ მოქალაქეების თანადაფინანსება, რომელთაც „c” ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან  უფინანსდებათ 30%-ით, განისაზღვროს საწყისი ღირებულების 50%-ით.

გ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს 16 1 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი161. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის (ბენეფიციარებისთვის) გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით დახმარების გაწევა.

1. ბენეფიციარებს პირველადი დახმარება გაეწევათ ეტაპობრივად შემდეგ პირველად საჭიროებებზე: საკვები, პირადი მოხმარების ნივთები, ჰიგიენის საშუალებები ან ფულადი დახმარება არაუმეტეს 100(ასი) ლარის ოდენობით.

2. მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე.

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

გ) დამცავი/შემაკავებელი ორდერის ასლი.

დ) პირადი ანგარიშის ნომერი.

3. თანხით დახმარების შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე