„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.174.016074
32
03/04/2015
ვებგვერდი, 14/04/2015
190040000.35.174.016074
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2015 წლის 3 აპრილი

ქ. გორი

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტის,  საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის  და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
მუხლი 1. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის №5 დადგენილებით დამტკიცებულ წესს (www.matsne.gov.ge 09/01/2015, 190040000.35.174.016046)  დაემატოს მე-171 მუხლი შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 171. სოციალურად დაუცველი ოჯახების „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების“ თანამონაწილეობის წილის დაფინანსება.

1. სოციალურად დაუცველი ოჯახების(0-დან 70000-ის ჩათვლით) თანამონაწილეობის წილის დაფინანსებას, რომლებიც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამაში“ მონაწილეობის მიღებისას გადახდისუუნაროები არიან,  სრულად უზრუნველყოფს ქ.გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ამხანაგობის/კავშირის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.

2. დახმარების მიმღებმა მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სოციალურად  დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია;

დ) ამხანაგობის/კავშირის გადაწყვეტილება(კრების ოქმის ჩანაწერი) კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, პროექტი და ხარჯთაღრიცხვა;

ე) ამხანაგობის კავშირის მიერ გახსნილი საბანკო ანგარიში;

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე