დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.148.016243 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/12/2014 - 28/01/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
თავი I
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
გორის მუნიციპალიტეტისბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტისბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 10731,1 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
გორის მუნიციპალიტეტისბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 500,0 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
გორის მუნიციპალიტეტისბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 9650,1 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
გორის მუნიციპალიტეტისბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 581,0(ხუთას ოთხმოცდა ერთი) ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
გორის მუნიციპალიტეტისბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 10 255,1 (ათი მილიონ ორას ორმოცდა თხუთმეტი ათასს ასი) ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
გორის მუნიციპალიტეტისბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 476,0 (ოთხას სამოცდა თექვსმეტი)ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 566,0 (ხუთას სამოცდა ექვსი) ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 90.0 (ოთხმოცდა ათი) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0,0ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება0,0ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 105,0 (ასხუთი) ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი ბრძანების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 106,0 (ასექვსი) ათასი ლარი მიიმართოს:
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 86,0 (ოთხმოცდა ექვსი) ათასი ლარი, ხოლო 20,0 (ოცი) ლარი განისაზღვროს საზოგადოებრივ ჯანდაცვის მომსახურებისათვის. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამები |
მუხლი 16.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა ტრანსპორტირების ღონისძიებები. ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხელშეწყობა, (პროგრამული კოდით 02 03) შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა და წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00 ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში: გაგრძელდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და დაფინანსდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01 ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების მიზნით დაფინანსდება: საგზაო ინფრასტრუქტურის რემონტი და ზამთრის სეზონზე გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდა. ა.ა) გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო გზების მოვლა.კერძოდ; მიწის ვაკისის მოვლა-შენახვა, გვერდულების მოშანდაკება, გზისპირა კიუვეტების გაწმენდა, გაბიონების მოწყობა. კედლის მოწყობა რკინა-ბეტონის ბლოკებით, ხიდის მოაჯირების აღდგენა. ორმოების შეკეთება ცხელი ასფალტ-ბეტონით და სავალი ნაწილის შეკეთება ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ა.ბ) ქუჩების მოვლა ზამთრის სეზონზე (პროგრამული კოდი 03 01 02) ზამთრის სეზონზე განხორციელდება ქუჩების დასუფთავება: თოვლის ხვეტა გრეიდერით და ქვიშა-მარილის მობნევა სავალ ნაწილზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტრანსპორტისა და მოსახლეობის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადადგილება. ა.გ) სოფლის გზებისა და ხიდების შეკეთება (პროგრამული კოდი 03 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდებასოფელ ფლავისმანსა და სვენეთში არსებული დაზიანებული ხიდების აღდგენა. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშნებლობა-რეაბილიტაცია და არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა. ბ.ა) გარე განათების მოწყობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება 18 სოფელში არსებული გარე განათების ქსელის ექსპლუატაციის, მწყობრიდან გამოსული ელემენტების შეცვლის და რემონტის ხარჯები. ბ.ბ) დასუფთავების ღონისძიებების (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. ბ.გ) სანიაღვრე არხების მოწყობა და გაწმენდა (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სანიაღვრე არხების მოწყობა სოფელ ატენში, ხოლოსოფელ ხიდისთავში სანიაღვრე არხების გაწმენდა. ბ.დ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია (03 02 04) მანქანა-მექანიზმების შეძენა, ჭაბურღილებში მწყობრიდან გამოსული ტუმბო- აგრეგატების შეძენა და მათი მონტაჟი, დაზიანებული ტუმბოების ნაცვლად წყალსადენის ქსელებზე დაზიანებული ადგილების შეკეთება,წყლის ანალიზების რეგულარული წარმოება, სასმელი წყლის გაუსნებოვნება,ჩამკეტ-მარეგულირებელი მწყობრიდან გამოსული არმატურის შეცვლა. ბ.ე) ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტიდან თანადაფინანსებას მიიღებს ყველა ის ორგანიზაცია არასაბიუჯეტო (საბავშო ბაღები, ბიბლიოთეკები, სკოლები და ა.შ.) არასამთავრობო, სათემო, არარეგისტრირებული კავშირი, არასამეწარმეო (არაკომერციული) და სხვა (შემდგომში ორგანიზაცია), რომელიც საკუთარი სახსრებით ან დონორი ორგანიზაციებიდან გრანტის მიღების გზით მოახდენს წილობრივ თანადაფინანსებას და პროექტის განხორციელებით ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურისმდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ვ) საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფელ უფლისციხესა და მეჯვრისხევის ფაბრიკის დასახლებაში არსებული საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია. ბ.ზ) სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაციადა ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ნაპირსამაგრების რეაბილიტაცია. ბ.თ) საკადასტრო რუქების მომზადება (პროგრამული კოდი 03 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქონების დასარეგისტრირებლად საჭირო საკადასტრო რუქების მომზადება. ბ.ი) ამხანაგობების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ამხანაგობების არარეგისტრირებული კავშირის საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობის ხელშეწყობა, ექსპლოატაცია და განვითარება. მრავალსართულიანი სახლების, ორ ან ორზე მეტ მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ინფრასტრუქტურის განვითარება. გ. კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები: განათების ქსელის მოვლა-შენახვა, სანიაღვრე არხების მოწყობა და ექსპლუატაცია გამწვანების სამუშაოები გ.ა) სპორტული მოედნების მოწყობა და მოვლა-შენახვა( პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 11 მინი სტადიონის ექსპლუატაციის და რემონტის მიმდინარე ხარჯები. გ.ბ) დეფექტური აქტების, პროექტების და ხარჯთაღრიცხვების მომსახურების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გორის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯაღთაღვრიცხო დოკუმენტაციის, ზედამხედველობისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვა. გ.გ) სკვერებისა და გაზონების ექსპლუატაცია, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებშიდაგეგმილია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ძევერა, ვარიანი, მეჯვირსხევი და კარალეთი) დასასვენებელი სკვერების მოწყობა და რეაბილიტაცია. გ.დ) გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მწვანე საფარის დაცვის და განაშენიანებისა ღონისძიებები. გ.ე) სოფლად არსებული კლუბების, სამუსიკო სკოლების, ბიბლიოთეკების, მუზეუმების რეაბილიტაციის და მშენებლობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 05) ქვეპროგრამის ფარგლებში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, იგეგმება არსებული შენობების მიმდინარე რემონტი. გ.ვ) მოსაცდელის მოწყობა და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 65 მოსაცდელის მოვლა-შენახვა. გ.ზ)აბრებისა და მემორიალის მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფელ ძევერაში არსებული აბრებისა და მემორიალის აღდგენა. დ) სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია.მიღებული ზიანის აღწერა და ამის მიხედვით მისი მატერიალური შეფასება. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. ა) სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) გორის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 30 საბავშვო ბაგა-ბაღირომელსაც დაემატება 8(რვა) ბაგა-ბაღი. ხოლო არსებულ ბაღებს დაემატება 5 ჯგუფი სადაც დაწყებით განათლებას მიღებს საშუალოდ, 2540 ბავშვი. სკოლამდელი დაწესებულებების დაფინანსება გათვალისწინებულია ვაუჩერული სისტემით, კერძოდ: 1-დან 30 ბავშვის ჩათვლით თითოეულ ბავშვზე 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი თვეში, ხოლო იმ საბავშვო ბაგა-ბაღში, სადაც ირიცხება 30 ბავშვზე მეტი თითოეულ ბავშვზე 60(სამოცი) ლარი თვეში. იმ საბავშვო ბაგა-ბაღებში დაფინანსება, სადაც ირიცხება ათი და ნაკლები ბავშვი მოხდეს არანაკლებ თვეში 800 (რვაასი) ლარისა. აღნიშნული ქვეპროგრამით გორის მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს დასაქმებულთა სტაბილურ შრომის ანაზღაურებას, კვების და მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია კულტურული ტრადიციების დაცვა და ღირსეული გაგრძელება. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული სკოლების ფუნქციონირების ხელშეწყობა. ასევე განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდისა და წახალისების მიზნით. ა.ა) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილიასხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების დაფინანსება, ამავე დროს მოხდება მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა წინასაშეჯიბრო შეკრებებისა და მომზადებისათვის. ა.ბ) სპორტული სკოლების ხელშეწყობა (პროგრამულიკოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კრივის სპეციალიზირებული სკოლის ხელშეწყობა და საჭიდაო წრეების ფუნქციონირების ხელშეწყობა, რათა მათ ჰქონდეთ მომავალი სპორტული თაობის აღზრდის შესაძლებლობა. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამისფარგლებშიმუნიციპალიტეტიახორციელებს 5 (ხუთი) სამუსიკო სკოლის დაფინანსებას, რითიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ მუსიკალური განათლების მიღებას სრული კურსით და უზრუნველყოფს მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალური და ფინანსური ბაზის შექმნას. მუნიციპალიტეტი კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში აგრძელებს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფინანსურ მხარდაჭერას, გეგმავს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობას, მათშორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების დაფინანსებას. ბ.ა) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარებისათვის და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის მუნიციპალიტეტი ახორციელებს დაფინანსებას წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდების და ხელოვანების ხელშეწყობის მიზნით, რათა მათ შეძლონ შესაძლებლობების სრულად გამოვლენა. ასევე გეგმავს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობას, მათშორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების დაფინანსებას. ბ.ბ) სახელოვნებო სკოლებს ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი ახორციელებს ხუთი სამუსიკო სკოლის დაფინანსებას, რითიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ მუსიკალური განათლების მიღებას სრული კურსით და უზრუნველყოფს მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალური და ფინანსური ბაზის შექმნას. ბ.გ) მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) პროგრამის ფარგლებში მოხდება ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელშეწყობა, დაფინანსება: პედაგოგების, საგანმანათლებლო და სახელოვნებო წრეების, სწავლისა და პედაგოგთა ხარისხზე ორიენტირებული პროგრამების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში აღნიშნული ა(ა)იპ-ი ზედამხედველობას გაუწევს მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული კლუბების განვითარებას და ხელს შეუწყობს მათ ფუნქციონირებას. ბ.დ) ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ეროვნული საგანძურის დაცვა, სამუზეუმო ექსპონატების მოძიება, კვლევა - შენახვა და სამეცნიერო შესწავლა. ბ.ე) კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობა და თანადაფინანსების პროგრამა(პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აცხადებს მზადყოფნას არასამთავრობო ორგანიზაციების და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების განსახორციელებლად რომელიც ემსახურება კულტურული სფეროს გაუმჯობესებას.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არამხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამულიკოდი 06 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, ხოლო დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ა.ა) ასი და მეტი წლის უხუცესთა დახმარების პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესთა ერთჯერადად, 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დახმარების მიიღება. ა.ბ) დედ-მამით ობოლ ბავშვთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებითერთჯერადად 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ბავშვი. ა.გ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადი დახმარება:
ა.დ) ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული სოციალურად დაუცველი ადამიანების სამკურნალო-სარეაბილიტაციო და სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ა.ე) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამულიკოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია:
ა.ვ) სპორტსმენების და სტუდენტების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ა.ზ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ერთჯერადი დახმარება:
ა.თ) ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ა.ი) სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ა.კ) სოციალური პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: საბიუჯეტო, არასამთავრობო, არარეგისტრირებული კავშირების, არასამეწარმეო და სხვა ოგანიზაციების თანადაფინანსება, რომლებიც საკუთარი სახსრებით ან დონორი ორგანიზაციებიდან გრანტის მიღების გზით მოახდენენ წილობრივ თანადაფინანსებას და პროექტის განხორციელებით ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე მუნიციპალიტეტის მონაწილეობას ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ჩატარებულ საქველმოქმედო ღონისძიებებში. ა.ლ) უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ა.მ) ხანძრებისა(გარდა განზრახ და უხეში გაუფრთხილებლობით მომხდარი ხანძრისა) და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხანძრებისა (გარდა განზრახ და უხეში გაუფრთხილებლობით მომხდარი ხანძრისა) და ბუნებრივი მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, განისაზღვროს არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარით. ა.ნ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 15) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდების, ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების ერთჯერადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ა.ო) სოციალურად დაუცველი,მიუსაფარი და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 16) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ერთჯერადი დახმარება: საცხოვრებლის დასაქირავებლად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის. ა.პ)დიალეზზე მყოფი C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 17) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ა.ჟ) ლეიკემიით დაავადებული ადამიანების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 060218) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ა.რ) რეინტეგრირებული, სახელმწიფო ზრუნვიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებული, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 060219) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:18 წლის ასაკის ჩათვლით, რეინტეგრირებული, სახელმწიფო ზრუნვიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოქმედი 0-დან 70000 ჩათვლით სარეიტინგოქულის მქონე ახალგაზრდების და მათი ოჯახების ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. ა.ს) სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედების ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 20) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალურად დაუცველ მარტოხელა დედებს, რომელთაც ჰყავთ 18 წლის ასაკის ჩათვლით შვილი და აქვთ მინიჭებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოქმედი 0-დან 57000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, მათი ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარით. ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 03) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
დაფინანსება მოხდეს შესრულებული სამუშაოს მიხედვით ეტაპობრივად. |
თავი III
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი IV
გარდამავალი დებულებანი |
| მუხლი 18 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 01 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები