დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №45 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.148.016271 |
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №45 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/12/2014; 190020020.35.148.016243) „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსიგანისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 13 790.5 (ცამეტი მილიონ შვიდას ოთხმოცდა ათი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით:
დ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 5. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 12 614,5(თორმეტი მილიონ ექვსას თოთხმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით:
ე) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 6. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 676,0 (ექვსას სამოცდათექვსმეტი) ათასი ლარის ოდენობით:
ვ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებიგანისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11 503,2 (თერთმეტი მილიონ ხუთას სამი ათას ორასი) ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ზ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4 882,8 (ოთხი მილიონ რვაას ოთხმოცდა ორი ათას რვაასი) ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4 972,8 (ოთხი მილიონ ცხრაას სამოცდა თორმეტი ათას რვაასი) ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 90.0 (ოთხმოცდა ათი) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
თ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 9. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტისბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ი) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 10. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდოგანისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო --2 595,6(ორი მილიონ ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით.
კ) დადგენილების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 11. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება ა) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - -2 595,6(ორი მილიონ ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით. ბ) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება-2 595,6(ორი მილიონ ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით.
ლ) დადგენილების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №1132 განკარგულება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტს გამოეყოს 896 520(რვაას ოთხმოცდათექვსმეტი ათას ხუთას ოცი) ლარი. აქედან, პირველადი ჩარიცხვით მიმართულია 122 250(ას ოცდაორი ათას ორას ორმოიცდა ათი) ლარი დეფექტური აქტების, პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების მომსახურების დაფინანსების(პროგრამული კოდი-03 03 02) ქვეპროგრამაში, ხოლო 774 270(შვიდას სამოცდათოთხმეტი ათას ორას სამოცდაათი) მიიმართოს სკოლამდელი განათლების დაფინანსების(პროგრამული კოდი-04 01) პროგრამის არაფინანსური აქტივის მუხლში.
მ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ე)“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ.ე) გაზგაყვანილობის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს მიერ თითოეული ობიექტის აბონენტად ასაყვანად საჭიროა ტექნიკური პირობის გაცემა. ამიტომ, ეკონომიკური განვითარების სამსახურმა გაზგაყვანილობის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის(პროგრამული კოდი-03 02 05) ქვეპროგრამაში მოითხოვა ტექნიკური პირობების შესრულებისათვის 5 000(ხუთი ათასი) ლარი, რომელიც მიმართული იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (ადმინისტრაციული შენობების, რიტუალების სახლების, საბავშო ბაღების და ა.შ.) კეთილმოწყობის მიზნით დაგეგმილი გაზიფიცირების სამუშაოების შესასრულებლად. ნ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ“ქვეპუნქტი: ბ) ა(ა)იპ-ი თვითმმართველი თემის-გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 02) (ეს პუნქტი ამოქმედდეს(ა(ა)იპ-ი თვითმმართველი თემის-გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანება 2015 წლის 01 აგვისტოდან). მენეჯმენტის ეფექტურობის და სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარეობს სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაერთიანების ჩამოყალიბება. გაერთიანება დაფუძნდება, როგორც არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი-თვითმმართველი თემის-გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებათა გაერთიანება. ა(ა)იპ-ის მიზანი იქნება, მუნიციპალურ დონეზე უზრუნველყოს ადრეულ ასაკში ბავშვებზე ზრუნვისა და სკოლამდელი განათლების მომსახურების ხარისხიანი მიწოდება.
ო) დადგენილების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ბ“ ქვეპუნქტი: გ.ბ) ა(ა)იპ-ი გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 03 02) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალი ისტორიული უბანი თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც არაერთი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტების დაინტერესებას იწვევს, მაგრამ შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ტურისტული მარშუტების არარსებობის გამო ვერ ხდება ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრების დაინტერესება იმ ღირსშესანისნაობებით, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავლადაა წარმოდგენილი. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა მიზანშეწონილად მიიჩნევს-დააფუძნოს არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი-გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრი, რომლის მიზანიც იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ეკლესია-მონასტრების და სხვა ღირშესანიშაობების გაცნობა საქართველოში ჩამოსული ტურისტებისათვის, მათთვის საინტერესო მარშრუტების შეთავაზება და გორის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარება.
პ) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 17. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებებიგანისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები