დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №45 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.148.016267 |
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №45 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/12/2014; 190020020.35.148.016243) „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსიგანისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება, თანდართული რედაქციით:
გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 12 921,2 ათასი ლარის ოდენობით:
დ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 5. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 11 840,2 ათასი ლარის ოდენობით:
ე) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებიგანისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11 452.1 (თერთმეტი მილიონ ოთხას ორმოცდათორმეტი ათას ასი) ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ვ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3,941.6 (სამი მილიონ ცხრაას ორმოცდაერთი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4 031,6 (ოთხი მილიონ ოცდათერთმეტი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 90.0 (ოთხმოცდა ათი) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ზ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 9. გორის მუნიციპალიტეტისბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
თ) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 10. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდოგანისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 2 472,5 (ორი მილიონ ოთხას სამოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. ი) დადგენილების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 11. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება ა) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - -2 472,5 (ორი მილიონ ოთხას სამოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. ბ) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება - 2 472,5 (ორი მილიონ ოთხას სამოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. კ) დადგენილების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №67 დადგენილების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 2 067 836,0 (ორი მილიონ სამოცდა შვიდი ათას რვაას ოცდა თექვსმეტი) ლარი მიიმართოს: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში 2015 წლის 27 აპრილის №1479 წერილით წარმოდგენილი პროექტების განსახორციელებლად. ლ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ.ა) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 18 (თვრამეტი) სოფელში არსებული გარე განათების ქსელის ექსპლუატაციის, მწყობრიდან გამოსული ელემენტების შეცვლის და რემონტის ხარჯები. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში(ფიცისი,საყავრე,წითელწყაროსა და ლულში) მზის ენერგიაზე მომუშავე აკუმულატორების დამონტაჟებასთან დაკავშირებით განხორციელდა არაფინანსური აქტივის ზრდა - სხვა მანქანა-დანადგარების და ინვენტარის შეძენა რომელიც არ არის კლასიფიცირებული - გაიზარდა 70,0 (სამოცდა ათი) ათასი ლარით. მ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები(პროგრამული კოდი 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გასულ წელს არსებული ვალდებულებების ფარგლებში სამუშაოების დასრულება:სოფლებში საერთო სარგებლობის არასაცხოვრებელი შენობების, გზების, ხიდების, ელექტროგადამცემი ხაზების საკანალიზაციო და წყლის სიტემების და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, მანქანა-დანადგარებისა და სხვადასხვა საჭირო ინვენტარის შეძენა და სხვა მიმდინარე სამუშაოების შესრულება. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №67 დადგენილების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების“ შესახებ გამოყოფილია 2067,836 ათ ლარი,ხოლო წინა წლების ნაშთიდან გათვალისწინებულია 545,5 ათასი ლარი, კერძოდ: არაფინანსური აქტივები არასაცხოვრებელი შენობები - 506.075 ლარით, გზები - 252.298 ათ. ლარით, ხიდები - 16,035ათ. ლარით, საკანალიზაციო და წყლის მომარაგების სისტემები - 746.369 ათ. ლარით, ელექტროგადამცემი ხაზები - 527.749ათ. ლარით, სხვა შენობა-ნაგებობები - 195.028 ათ. ლარით, სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარის შეძენა - 280.4ათ. ლარით, სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯი - 89.426 ათ. ლარით. ნ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ“ ქვეპუნქტი: ა.გ) შიდა ქართლის ქართული ჭიდაობის რეგიონალური ფედერაციის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 03) შიდა ქართლის რეგიონს ბევრი სასახელო მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი აღუზრდია და ეხლაც წარმატებით განაგრძობს ამ ტრადიციას, რაშიც დიდი დამსახურება მიუძღვის მუნიციპალიტეტში არსებულ ქართული ჭიდაობის რეგიონალურ ფედერაციას. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას სურს თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ამ საქმეში და ფინანსური თანადგომის სახით გამოხატოს მომავალი თაობების ხელშეწყობა. ო) დადგენილების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: გ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება(პროგრამული კოდი 05 03) გორის მუნიციპალიტეტი გეგმავს ახალგაზრდული განყოფილების პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას. ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება, რომელიც კომპლექსური ხასიათისაა და ატარებს შემეცნებით, გასართობ, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს(ლაშქრობები, ექსკურსიები და ა.შ.). ყოველივე კი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ა“ ქვეპუნქტი: გ.ა) ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 03 01) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდული განყოფილება საჯარო სკოლებსა თუ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის, ამავე დროს სამეურნეო საქმიანობაში და სხვა სფეროში დაკავებულ ახალგაზრდებისათვის გეგმავს სხვადასხვა სახის აქტივობებს, რომელთა მიზანია მათი სულიერი და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. ქვეპროგრამაში გაწერილია ისეთი აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც შშმ პირების, ასევე რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციას საზოგადოებაში. ჟ) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 17. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებებიგანისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები