დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №45 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.148.016259 |
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №45 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/12/2014; 190020020.35.148.016243) „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
გ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11 262,1(თერთმეტი მილიონ ორას სამოცდა ორი ათას ასი) ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
დ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1 156,2(ერთი მილიონ ასორმოცდა თექვსმეტი ათას ორასი) ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1 246,2(ერთი მილიონ ორას ორმოცდა ექვსი ათას ორასი) ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 90.0(ოთხმოცდა ათი) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ე) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 10. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 1 564,9(ეთი მილიონ ხუთას სამოცდა ოთხი ათას ცხრაასი) ლარის ოდენობით. ვ) დადგენილების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 11. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება ა) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1 564,9(ერთი მილიონ ხუთას სამოცდა ოთხი ათას ცხრაასი) ლარის ოდენობით. ბ) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 1 564,9 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდა ოთხი ათას ცხრაასი) ლარის ოდენობით. ზ) დადგენილების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 16. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამები 1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა ტრანსპორტირების ღონისძიებები. ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01) შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა და წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, გარდა ამისა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზების მოვლა, მათ შორის დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება და რეაბილიტაცია,ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების მიზნით დაფინანსდება საგზაო ინფრასტრუქტურის რემონტი და ზამთრის სეზონზე გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა. ა.ა) გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზების მოვლა, კერძოდ, მიწის ვაკისის მოვლა-შენახვა, გვერდულების მოშანდაკება, გზისპირა კიუვეტების გაწმენდა, გაბიონების მოწყობა, კედლის მოწყობა რკინა-ბეტონის ბლოკებით, ხიდის მოაჯირების აღდგენა; ორმოების შეკეთება ცხელი ასფალტ-ბეტონით და სავალი ნაწილის შეკეთებაქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ა.ბ) ქუჩების მოვლა ზამთრის სეზონზე (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზამთრის სეზონზე ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების და შეფერხებული მოძრაობის თავიდან აცილების მიზნით თოვლის ხვეტა გრეიდერით, ტექნიკური მარილის შეძენა და სავალი ნაწილის დამუშავება. ა.გ) სოფლის გზებისა და ხიდების შეკეთება(პროგრამული კოდი 03 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ ფლავისმანსა და სვენეთში არსებული დაზიანებული ხიდების აღდგენა. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების ექსპლოატაცია, დასუფთავების ღონისძიებები, სანიაღვრე არხების მოწყობა-მოვლა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა. ბ.ა) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 18(თვრამეტი) სოფელში არსებული გარე განათების ქსელის ექსპლუატაციის, მწყობრიდან გამოსული ელემენტების შეცვლის და რემონტის ხარჯები. ბ.ბ) დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. ბ.გ) სანიაღვრე არხების მოწყობა და გაწმენდა (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების მოწყობა სოფელ ატენში, ხოლო სოფელ ხიდისთავში სანიარვრე არხების გაწმენდა. ბ.დ) წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მანქანა-მექნიზმების შეძენას და მათ მონტაჟსს; წყალსადენის ქსელზე დაზიანებული ადგილების შეკეთებას;წყლის ანალიზების რეგულარულ წარმოებას და სოფლებში სასმელი წყლის ჭაბურღილების ფუნქციონირებისათვის საჭირო ელ.ენერგიის ღირებულების ანაზღაურებას. ბ.ე) ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 02 06) მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების და შემდგომში პრობლემის გადაჭრის მექანიზმის შექმნის მიზნით მუნიციპალიტეტი აცხადებს მზადყოფნას გარკვეული თანადაფინანსებით წაახალისოს ყველა ის ორგანიზაცია არასაბიუჯეტო(საბავშვო ბაღები, ბიბლიოთეკები, სკოლები და ა.შ), არასამთავრობო, სათემო, არარეგისტრირებული კავშირი, არასამეწარმეო(არაკომერციული) და სხვა(შემდგომში ორგანიზაცია), რომელიც საკუთარი სახსრებით ან დონორი ორგანიზაციებიდან გრანტის მიღების გზით მოახდენს წილობრივ თანადაფინანსებას პროექტის განხორციელებისათვის. ბ.ვ) საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და რეაბილიტაცია(პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფელ უფლისციხესა მეჯვრისხევის ფაბრიკის დასახლებაში არსებული საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რებილიტაცია. ბ.ზ) სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ნაპირსამაგრი სამუშაოების რეაბილიტაცია. ბ.თ) საკადასტრო რუქების მომზადება(პროგრამული კოდი 03 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქონების დასარეგისტრირებლად საჭირო რუქების მომზადება. ბ.ი) ამხანაგობების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ამხანაგობების არარეგისტრირებული კავშირის საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობის ხელშეწყობა, ექსპლუატაცია და განვითარება. გ) კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის გაუმჯობესების მიზნით კეთილმოწყობის სამუშაოები. სკვერების და გაზონების გამწვანება, მოვლა-შენახვა და რეკონსტრუქცია. ასევე იგეგმება მოსაცდელების, აბრების და მემორიალური დაფების, სპორტული მოედნების მოვლა-შენახვისა და რეკონსტრუქციის ღონისძიებები. გ.ა) სპორტული მოედნების მოწყობა და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილიამუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 11 (თერთმეტი) სპორტული მინი მოედნების მოვლა-პატრონობის ღონისძიებების დაფინანსება და რემონტის მიმდინარე ხარჯები. გ.ბ) დეფექტური აქტების, პროექტების და ხარჯთაღრიცხვების მომსახურების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გორის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯაღთაღვრიცხო დოკუმენტაციის, ზედამხედველობისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვა. ქვეპროგრამების ფარგლებში დაგეგმილია ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. გ.გ) სკვერებისა და გაზონების ექსპლუატაცია, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებშიდაგეგმილია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ძევერა, ვარიანი, მეჯვირსხევი და კარალეთი) დასასვენებელი სკვერების მოწყობა და რეაბილიტაცია. გ.დ) გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მწვანე საფარის დაცვის და განაშენიანების ღონისძიებები. გ.ე) სოფლად არსებული კლუბების, სამუსიკო სკოლების, ბიბლიოთეკების, მუზეუმების რეაბილიტაციის და მშენებლობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 05) ქვეპროგრამის ფარგლებში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, იგეგმება არსებული შენობების მიმდინარე რემონტი. გ.ვ) მოსაცდელის მოწყობა და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 65 (სამოცდა ხუთი) მოსაცდელის მოვლა-შენახვა. გ.ზ)აბრებისა და მემორიალის მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფელ ძევერაში არსებული აბრებისა და მემორიალის აღდგენა. გ.თ) თვითმმართველი თემის-გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური (პროგრამული კოდი 03 03 08) ქვეპროგრამის ფარგლებში სუბსიდიის მეშვეობით განახორციელებს გორის მუნიციპალიტეტი ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს: კერძოდ, ქვეპროგრამა ითვალიწინებს დასუფთავების ღონისძიებებს, მოსახლეობიდან და საწარმო-ორგანიზაციებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან განთავისუფლებას.კერძოდ, სანიტარული პირობების გაუმჯობესებისათვის 200-250 კუბურ მეტრამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას მუნიციპალიტეტის 14 (თოთხმეტი) სოფლიდან, კომპაქტურად ჩასახლებული მოსახლეობის საცხოვრებელი და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან, სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაციას; ქვეპროგრამა ითვალისწინებს ზრუნვას გარე განათების ქსელის შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისათვის, არსებული სისტემების მოვლა-შენახვას და ქსელის გაფართოებას; სასმელი წყლის, საკანალიზაციო, შიდა სარწყავი სისტემებისა და სანიარვრე არხების მოწყობა-ექსპლუატაციას; სასიცოცხლო ფუნქცია შეწყვეტილი მერქნული რესურსის გადაბელვა, გარემოდან ამოღება და ახლით ჩანაცვლება; სპორტული მოედნების, სკვერების და გაზონების მწვანე საფარის მოვლა-შენახვას. დ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გასულ წელს არსებული ვალდებულებების ფარგლებში სამუშაოების დასრულება: სოფლებში საერთო სარგებლობის არასაცხოვრებელი შენობების, გზების, ხიდების, ელექტროგადამცემი ხაზების საკანალიზაციო და წყლის სიტემების და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, მანქანა-დანადგარებისა და სხვადასხვა საჭირო ინვენტარის შეძენა და სხვა მიმდინარე სამუშაოების შესრულება. ე) სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. მიღებული ზიანის აღწერა და მისი მატერიალური შეფასება. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება და მათი რეაბილიტაცია. ა) სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) გორის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 30 (ოცდა ათი) საბავშვო ბაგა-ბაღი, რომელსაც დაემატება 8(რვა) ბაგა-ბაღი. ხოლო არსებულ ბაღებს დაემატება 5(ხუთი) ჯგუფი, სადაც დაწყებით განათლებას მიღებს საშუალოდ, 2540 (ორი ათასს ხუთას ორმოცი) ბავშვი. სკოლამდელი დაწესებულებების დაფინანსება გათვალისწინებულია ვაუჩერული სისტემით, კერძოდ: 1-დან 30(ოცდა ათი) ბავშვის ჩათვლით თითოეულ ბავშვზე 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი თვეში, ხოლო იმ საბავშვო ბაგა-ბაღში, სადაც ირიცხება 30(ოცდა ათი) ბავშვზე მეტი თითოეულ ბავშვზე 60(სამოცი) ლარი თვეში.იმ საბავშვო ბაგა-ბაღებში დაფინანსება,სადაც ირიცხება ათი და ნაკლები ბავშვი მოხდეს არანაკლებ თვეში 800 (რვაასი) ლარისა. აღნიშნული ქვეპროგრამით გორის მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს დასაქმებულთა სტაბილურ შრომის ანაზღაურებას, კვების და მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია კულტურული ტრადიციების დაცვა და ღირსეული გაგრძელება. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული სკოლების ფუნქციონირების ხელშეწყობა. ასევე განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდისა და წახალისების მიზნით. ა.ა) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილიასხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების დაფინანსება, ამავე დროს მოხდება მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა წინასაშეჯიბრო შეკრებებისა და მომზადებისათვის. ა.ბ) სპორტული სკოლების ხელშეწყობა (პროგრამულიკოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, კრივის სპეციალიზირებული და საჭიდაო კომპლექსური სკოლების ფუნქციონირების ხელშეწყობა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა მომავალი სპორტული თაობის აღსაზრდელად. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი ახორციელებს 5(ხუთი) სამუსიკო სკოლის დაფინანსებას რითიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ მუსიკალური განათლების მიღებას სრული კურსით და უზრუნველყოფს მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალური და ფინანსური ბაზის შექმნას. მუნიციპალიტეტი კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში აგრძელებს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფინანსურ მხარდაჭერას, გეგმავს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობას, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების დაფინანსებას. ბ.ა) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარებისათვის და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის მუნიციპალიტეტი ახორციელებს დაფინანსებას წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდების და ხელოვანების ხელშეწყობის მიზნით, რათა მათ შეძლონ შესაძლებლობების სრულად გამოვლენა. ასევე გეგმავს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობას, მათშორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების დაფინანსებას. ბ.ბ) სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი ახორციელებს 5(ხუთი) სამუსიკო სკოლის დაფინანსებას, რითიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ მუსიკალური განათლების მიღებას სრული კურსით და უზრუნველყოფს მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალური და ფინანსური ბაზის შექმნას. ბ.გ) მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელშეწყობა, დაფინანსება: პედაგოგების, საგანმანათლებლო და სახელოვნებო წრეების, სწავლისა და პედაგოგთა ხარისხზე ორიენტირებული პროგრამების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში აღნიშნული ა(ა)იპ-ი ზედამხედველობას გაუწევს მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული კლუბების განვითარებას და ხელს შეუწყობს მათ ფუნქციონირებას. ბ.დ) ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ეროვნული საგანძურის დაცვა, სამუზეუმო ექსპონატების მოძიება, კვლევა-შენახვა და სამეცნიერო შესწავლა. ბ.ე) კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობა და თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აცხადებს მზადყოფნას არასამთავრობო ორგანიზაციების და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების განსახორციელებლად რომელიც ემსახურება კულტურული სფეროს გაუმჯობესებას. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდებასა ზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ა.ა) ასი და მეტი წლის უხუცესთა დახმარების პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესთა ერთჯერადად, 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დახმარების მიიღება. ა.ბ) დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებითერთჯერადად 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დედ-მამით ობოლი 18 (თვრამეტი) წლამდე ბავშვი. ა.გ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადი დახმარება:
ა.დ) ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული სოციალურად დაუცველი ადამიანების სამკურნალო-სარეაბილიტაციო და სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული (0-18 წლის ჩათვლით) ბავშვების საცურაო-გამაჯანსაღებელი არაუმეტეს 12 (თორმეტი) პროცედურის დაფინანსება საცურაო აუზზე. ა.ე) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია:
ა.ვ) სპორტსმენების და სტუდენტების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ა.ზ)სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ერთჯერადი დახმარება:
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოქმედი 0-დან 100000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის ვერცერთი პროგრამით, მუნიციპალიტეტის მხრიდან ერთჯერადად განისაზღვროს, არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარით. ა.თ) ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ონკოლოგიური ავადმყოფების, სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარით. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო სტაციონალური მომსახურება არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარით. ონკოლოგიური ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნველყოფა არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარით. ა.ი) სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ა.კ) სოციალური პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: საბიუჯეტო, არასამთავრობო, არარეგისტრირებული კავშირების, არასამეწარმეო და სხვა ორგანიზაციების თანადაფინანსება, რომლებიც საკუთარი სახსრებით ან დონორი ორგანიზაციებიდან გრანტის მიღების გზით მოახდენენ წილობრივ თანადაფინანსებას და პროექტის განხორციელებით ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე მუნიციპალიტეტის მონაწილეობა ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ჩატარებულ საქველმოქმედო ღონისძიებებში. ა.ლ) უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით, პარკინსონის დაავადება და ბრონქიალური ასთმით დაავადებული ადამიანების მედიკამენტებით უზრუნველყოფა განისაზღვროს არა უმეტეს 100 (ასი) ლარით. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი ადამიანებს, რომელთაც გააჩნიათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოქმედი 0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, მედიკამენტების უზრუნველყოფის განისაზღვროს არაუმეტეს 100 (ასი) ლარით. ა. მ) ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ხანძრებისა (გარდა განზრახ და უხეში გაუფრთხილებლობით მომხდარი ხანძრისა) და ბუნებრივი მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, განისაზღვროს არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარით. ა. ნ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 15) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შშმპ, ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების ერთჯერადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ა.ო) სოციალურად დაუცველი,მიუსაფარი და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 16) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ერთჯერადი დახმარება: საცხოვრებლის დასაქირავებლად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის. ა.პ) დიალეზზე მყოფი C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 17) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ა.ჟ) ლეიკემიით დაავადებული ადამიანების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 18) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ა.რ) რეინტეგრირებული, სახელმწიფო ზრუნვიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებული, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 19) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:18 (თვრამეტი) წლის ასაკის ჩათვლით, რეინტეგრირებული, სახელმწიფო ზრუნვიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოქმედი 0-დან 70000 ჩათვლით სარეიტინგოქულის მქონე ახალგაზრდების და მათი ოჯახების ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. ა.ს) სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედების ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 20) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალურად დაუცველ მარტოხელა დედებს, რომელთაც ჰყავთ 18 წლის ასაკის ჩათვლით შვილი და აქვთ მინიჭებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოქმედი 0-დან 57000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, მათი ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარით. ბ)საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 03) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
დაფინანსება მოხდეს შესრულებული სამუშაოს მიხედვით ეტაპობრივად. თ) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 17. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები