დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №45 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.148.016248 |
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №45 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა" ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 დეკემბრის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 23/12/2014; 190020020.35.148.016243) „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
". გ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 10 355,8 (ათი მილიონ სამას ორმოცდათხუთმეტი ათას რვაასი) ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
". დ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 8. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 783,5(შვიდას ოთხმოცდა სამი ათასს ხუთასი) ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 873,5(რვაას სამოცდა ცამეტი ათასს ხუთასი) ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
". ბ) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტისბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 90.0(ოთხმოცდა ათი ათასი) ლარის ოდენობით, მათ შორის:
". ე) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 9. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროსგორის მუნიციპალიტეტისბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ვ) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 10. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროსგორის მუნიციპალიტეტისბიუჯეტის მთლიანი სალდო-408,2(ოთხას რვა ათას ორასი ათასი) ლარის ოდენობით.
ზ) დადგენილების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 11. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროსგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -408,2(ოთხას რვა ათასს ორასი ათასი) ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროსგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 408,2(ოთხას რვა ათასს ორასი ათასი) ათასი ლარის ოდენობით.
თ) დადგენილების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 16. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამები
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა ტრანსპორტირების ღონისძიებები.
ა)ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდით 02 01) შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა და წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება.
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00 ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში: გაგრძელდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და დაფინანსდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა(პროგრამული კოდი 03 01 ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების მიზნით დაფინანსდება: საგზაო ინფრასტრუქტურის რემონტი და ზამთრის სეზონზე გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდა.
ა.ა) გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა -შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო გზების მოვლა.კერძოდ; მიწის ვაკისის მოვლა-შენახვა, გვერდულების მოშანდაკება, გზისპირა კიუვეტების გაწმენდა, გაბიონების მოწყობა. კედლის მოწყობა რკინა-ბეტონის ბლოკებით, ხიდის მოაჯირების აღდგენა. ორმოების შეკეთება ცხელი ასფალტ-ბეტონით და სავალი ნაწილის შეკეთება ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ა.ბ) ქუჩების მოვლა ზამთრის სეზონზე (პროგრამული კოდი 03 01 02) ზამთრის სეზონზე განხორციელდება ქუჩების დასუფთავება: თოვლის ხვეტა გრეიდერით და ქვიშა-მარილის მობნევა სავალ ნაწილზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტრანსპორტისა და მოსახლეობის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადადგილება. ა.გ) სოფლის გზებისა და ხიდების შეკეთება( პროგრამული კოდი 03 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდებასოფელ ფლავისმანსა და სვენეთში არსებული დაზიანებული ხიდების აღდგენა. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია . (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშნებლობა-რეაბილიტაცია და არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა. ბ.ა) გარე განათების მოწყობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ( პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება 18(თვრამეტი) სოფელში არსებული გარე განათების ქსელის ექსპლუატაციის, მწყობრიდან გამოსული ელემენტების შეცვლის და რემონტის ხარჯები.
ბ.ბ) დასუფთავების ღონისძიებების (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა.
ბ.გ)სანიაღვრე არხების მოწყობა და გაწმენდა( პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სანიაღვრე არხების მოწყობა სოფელ ატენში, ხოლოსოფელ ხიდისთავში სანიაღვრე არხების გაწმენდა.
ბ.დ) წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია(03 02 04) მანქანა-მექანიზმების შეძენა, ჭაბურღილებში მწყობრიდან გამოსული ტუმბო- აგრეგატების შეძენა და მათი მონტაჟი, დაზიანებული ტუმბოების ნაცვლად წყალსადენის ქსელებზე დაზიანებული ადგილების შეკეთება,წყლის ანალიზების რეგულარული წარმოება, სასმელი წყლის გაუსნებოვნება,ჩამკეტ-მარეგულირებელი მწყობრიდან გამოსული არმატურის შეცვლა.
ბ.ე) ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება( პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტიდან თანადაფინანსებას მიიღებს ყველა ის ორგანიზაცია არასაბიუჯეტო (საბავშო ბაღები, ბიბლიოთეკები, სკოლები და ა.შ.) არასამთავრობო, სათემო, არარეგისტრირებული კავშირი, არასამეწარმეო (არაკომერციული) და სხვა (შემდგომში ორგანიზაცია), რომელიც საკუთარი სახსრებით ან დონორი ორგანიზაციებიდან გრანტის მიღების გზით მოახდენს წილობრივ თანადაფინანსებას და პროექტის განხორციელებით ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურისმდგომარეობის გაუმჯობესებას.
ბ.ვ) საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფელ უფლისციხესა და მეჯვრისხევის ფაბრიკის დასახლებაში არსებული საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია.
ბ.ზ) სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ნაპირსამაგრების რეაბილიტაცია.
ბ.თ) საკადასტრო რუქების მომზადება(პროგრამული კოდი 03 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქონების დასარეგისტრირებლად საჭირო საკადასტრო რუქების მომზადება.
ბ.ი) ამხანაგობების თანადაფინანსება( პროგრამული კოდი 03 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ამხანაგობების არარეგისტრირებული კავშირის საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობის ხელშეწყობა, ექსპლოატაცია და განვითარება. მრავალსართულიანი სახლების, ორ ან ორზე მეტ მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ინფრასტრუქტურის განვითარება.
გ. კეთილმოწყობის ღონისძიებები( პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები: განათების ქსელის მოვლა-შენახვა, სანიაღვრე არხების მოწყობა და ექსპლუატაცია გამწვანების სამუშაოები გ.ა) სპორტული მოედნების მოწყობა და მოვლა-შენახვა( პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 11(თერთმეტი) მინი სტადიონის ექსპლუატაციის და რემონტის მიმდინარე ხარჯები. გ.ბ) დეფექტური აქტების, პროექტების და ხარჯთაღრიცხვების მომსახურების დაფინანსება( პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გორის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯაღთაღვრიცხო დოკუმენტაციის, ზედამხედველობისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვა.
გ.გ)სკვერებისა და გაზონების ექსპლუატაცია, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში(ძევერა, ვარიანი, მეჯვირსხევი და კარალეთი) დასასვენებელი სკვერების მოწყობა და რეაბილიტაცია. გ.დ)გამწვანების ღონისძიებები(პროგრამული კოდი 03 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მწვანე საფარის დაცვის და განაშენიანებისა ღონისძიებები. გ.ე) სოფლად არსებული კლუბების, სამუსიკო სკოლების, ბიბლიოთეკების, მუზეუმების რეაბილიტაციის და მშენებლობის პროგრამა( პროგრამული კოდი 03 03 05) ქვეპროგრამის ფარგლებში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, იგეგმება არსებული შენობების მიმდინარე რემონტი. გ.ვ) მოსაცდელის მოწყობა-რეაბილიტაცია( პროგრამული კოდი 03 03 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 65(სამოცდა ხუთი) მოსაცდელის მოვლა-შენახვა. გ.ზ)აბრებისა და მემორიალების მოწყობა-რეაბილიტაცია( პროგრამული კოდი 03 03 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფელ ძევერაში არსებული აბრებისა და მემორიალის აღდგენა. დ) სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება( პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია.მიღებული ზიანის აღწერა და ამის მიხედვით მისი მატერიალური შეფასება. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. ა)სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01) გორის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 30(ოცდა ათი) საბავშვო ბაგა-ბაღი, რომელსაც დაემატება 8(რვა) ბაგა-ბაღი. ხოლო რაც შეეხება არსებულ ბაღებს დაემატება 5(ხუთი) ჯგუფი, სადაც დაწყებით განათლებას მიღებს საშუალოდ, 2540(ორი ათასს ხუთას ორმოცი) ბავშვი. სკოლამდელი დაწესებულებების დაფინანსება გათვალისწინებულია ვაუჩერული სისტემით, კერძოდ: 1-დან 30 ბავშვის ჩათვლით თითოეულ ბავშვზე 75(სამოცდათხუთმეტი) ლარი თვეში, ხოლო იმ საბავშვო ბაგა–ბაღებში, სადაც ირიცხება 30(ოცდა ათი) ბავშვზე მეტი, თითოეულ ბავშვზე 60(სამოცი) ლარი თვეში.რაც შეეხება იმ საბავშვო ბაგა–ბაღებს, სადაც ირიცხება ათი და ნაკლები ბავშვი დაფინანსება მოხდეს არანაკლებ თვეში 800(რვაასი) ლარისა. აღნიშნული ქვეპროგრამით გორის მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს დასაქმებულთა სტაბილურ შრომის ანაზღაურებას, კვების და მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას.
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია კულტურული ტრადიციების დაცვა და ღირსეული გაგრძელება. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება.
ა)სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული სკოლების ფუნქციონირების ხელშეწყობა. ასევე განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდისა და წახალისების მიზნით.
ა.ა)სპორტული ღონისძიებების დაფინანსება(პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილიასხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების დაფინანსება, ამავე დროს მოხდება მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა წინასაშეჯიბრო შეკრებებისა და მომზადებისათვის.
ა.ბ) სპორტული სკოლების ხელშეწყობა (პროგრამულიკოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კრივის სპეციალიზირებული სკოლის ხელშეწყობა და საჭიდაო წრეების ფუნქციონირების ხელშეწყობა, რათა მათ ჰქონდეთ მომავალი სპორტული თაობის აღზრდის შესაძლებლობა.
ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 05 02) პროგრამისფარგლებშიმუნიციპალიტეტიახორციელებს5(ხუთი)სამუსიკოსკოლისდაფინანსებას,რითიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ მუსიკალური განათლების მიღებას სრული კურსით და უზრუნველყოფს მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალური და ფინანსური ბაზის შექმნას. მუნიციპალიტეტი კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში აგრძელებს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფინანსურ მხარდაჭერას, გეგმავს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობას, მათშორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების დაფინანსებას.
ბ.ა) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარებისათვის და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის მუნიციპალიტეტი ახორციელებს დაფინანსებას წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდების და ხელოვანების ხელშეწყობის მიზნით, რათა მათ შეძლონ შესაძლებლობების სრულად გამოვლენა. ასევე გეგმავს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობას, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების დაფინანსებას.
ბ.ბ) სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი ახორციელებს 5(ხუთი) სამუსიკო სკოლის დაფინანსებას, რითიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ მუსიკალური განათლების მიღებას სრული კურსით და უზრუნველყოფს მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალური და ფინანსური ბაზის შექმნას.
ბ.გ)მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) პროგრამის ფარგლებში მოხდება ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელშეწყობა, დაფინანსება: პედაგოგების, საგანმანათლებლო და სახელოვნებო წრეების, სწავლისა და პედაგოგთა ხარისხზე ორიენტირებული პროგრამების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში აღნიშნული ა(ა)იპ-ი ზედამხედველობას გაუწევს მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული კლუბების განვითარებას და ხელს შეუწყობს მათ ფუნქციონირებას.
ბ.დ)ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ეროვნული საგანძურის დაცვა, სამუზეუმო ექსპონატების მოძიება, კვლევა - შენახვა და სამეცნიერო შესწავლა.
ბ.ე) კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობის და თანადაფინანსების პროგრამა(პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აცხადებს მზადყოფნას არასამთავრობო ორგანიზაციების და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების განსახორციელებლად, რომელიც ემსახურება კულტურული სფეროს გაუმჯობესებას. 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა)მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამულიკოდი 06 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, ხოლო დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ა.ა) ასი და მეტი წლის უხუცესთა დახმარების პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესთა ერთჯერადად, 1000(ერთი ათასი) ლარის ოდენობით დახმარების მიიღება. ა.ბ) დედ-მამით ობოლ ბავშვთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებითერთჯერადად1000(ერთი ათასი) ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დედ-მამით ობოლი 18(თვრამეტ) წლამდე ბავშვი. ა.გ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადი დახმარება: · მე-4(ოთხი) შვილის შეძენის შემთხვევაში 400(ოთხასი) ლარის ოდენობით ოჯახებისთვის,რომელსაც ჰყავს სამი შვილი 0-დან 18(თვრამეტი) წლის ჩათვლით. · მე-3(სამი) შვილის შეძენის შემთხვევაში 300(სამასი) ლარის ოდენობით ოჯახებისთვის,რომელსაც ჰყავს ორი შვილი 0-დან 18(თვრამეტი) წლის ჩათვლით. · თითო ბავშვზე 200(ორასი) ლარის ოდენობით ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 5(ხუთი) და მეტი შვილი 0-დან 18(თვრამეტი) წლის ჩათვლით.
ა.დ) ცერებრალური დამბლით,დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული სოციალურად დაუცველი ადამიანების სამკურნალო-სარეაბილიტაციო და სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: · ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ადამიანების თანადაფინანსება ამბულატორიული, სტაციონალური და სარეაბილიტაციო მკურნალბისათვის ერთჯერადად არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარით; · ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ადამიანების სოციალური ფულადი დახმარება ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარით. · ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული 0-18 წლის ჩათვლით ბავშვების საცურაო აუზზე-საცურაო-გამაჯანსაღებელი (არაუმეტეს 12(თორმეტი) პროცედურის დაფინანსება.
ა.ე) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამულიკოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: · საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მეორე მსოფლიო ომის მებრძოლთა და ავღანეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება თითოეულ ბენეფიციარზე 250(ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით(მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); · იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); · მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ა.ვ) სპორტსმენების და სტუდენტების სოციალური დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: · დედ-მამით ობოლი, მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (ოთხი და ოთხზე მეტი შვილი 0-18(თვრამეტი) წლის ჩათვლით) ოჯახის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით, არ აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი. სოციალურად დაუცველი სტუდენტები, რომელთაც აქვთ მინიჭებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოქმედი სარეიტინგო ქულა 0-დან 60 000–ის ჩათვლით არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით, გაეწიოთ დახმარება არაუმეტეს 500(ხუთასი) ლარისა. · ოლიმპიური სახეობის საქართველოს ნაკრების მოქმედ სპორტსმენებს, რომელთაც აქვთ მინიჭებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოქმედი სარეიტინგო ქულა 0-დან 70 000 ჩათვლით გაეწიოთ დახმარება არაუმეტეს 500(ხუთასი) ლარისა.
ა.ზ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ერთჯერადი დახმარება: · კვლევები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამებით განისაზღვროს ერთჯერადად არა უმეტეს 300(სამასი) ლარით, მოქალაქეებისათვის რომლებიც განეკუთვნებიან სოციალურად დაუცველთა კატეგორიას და გააჩნიათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოქმედი 0-დან 70000–ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა. · სოციალურად დაუცველ მოქალაქეებისთვის, რომელთაც გააჩნიათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოქმედი 70000-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, სამედიცინო სამკურნალო დახმარება განისაზღვროს ერჯერადად არა უმეტეს 500(ხუთასი) ლარით. · სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოქმედი 0-დან 100000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის ვერცერთი პროგრამით, მუნიციპალიტეტის მხრიდან ერთჯერადად განისაზღვროს, არა უმეტეს 500(ხუთასი) ლარით.
ა.თ) ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
· ონკოლოგიური ავადმყოფების, სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით არაუმეტეს 500(ხუთასი) ლარით. · ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო სტაციონალური მომსახურება არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარით. · ონკოლოგიური ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნველყოფა არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარით.
ა.ი) სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
· II და III ხარისხის სქოლიოზიით დაავადებული ბავშვები (0-დან 18(თვრამეტი) წლის ჩათვლით), რომელთაც გააჩნიათ 0-დან 80 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა, თანადაფინანსება, ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში, მოხდება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარით. · დაფინანსებას მიიღებენ საცურაო აუზზე 18(თვრამეტი) წლის ჩათვლით II და III ხარისხის სქოლიოზით დაავადებული ბავშვები. თითოეულ ბავშვს დაუფინანსდება ორთვიანი საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გორის მუნიციპალიტეტის საცურა აუზზე“ თვეში 12(თორმეტი) პროცედურა (კვირაში 3(სამი) დღე).
ა.კ) სოციალური პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: საბიუჯეტო, არასამთავრობო, არარეგისტრირებული კავშირების, არასამეწარმეო და სხვა ოგანიზაციების თანადაფინანსება, რომლებიც საკუთარი სახსრებით ან დონორი ორგანიზაციებიდან გრანტის მიღების გზით მოახდენენ წილობრივ თანადაფინანსებას და პროექტის განხორციელებით ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე მუნიციპალიტეტის მონაწილეობას ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ჩატარებულ საქველმოქმედო ღონისძიებებში. ა.ლ) უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 13)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: · მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით, პარკინსონის დაავადება და ბრონქიალური ასთმით დაავადებული ადამიანების მედიკამენტებით უზრუნველყოფა განისაზღვროს არა უმეტეს 100 (ასი) ლარით. · მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი ადამიანებს, რომელთაც გააჩნიათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოქმედი 0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, მედიკამენტების უზრუნველყოფის განისაზღვროს არაუმეტეს 100 (ასი) ლარით.
ა.მ) ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხანძრებისა (გარდა განზრახ და უხეში გაუფრთხილებლობით მომხდარი ხანძრისა) და ბუნებრივი მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, განისაზღვროს არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარით.
ა.ნ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 15) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდების, ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების ერთჯერადი დახმარება 200(ორასი) ლარის ოდენობით.
ა.ო) სოციალურად დაუცველი,მიუსაფარი და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 16) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ერთჯერადი დახმარება: საცხოვრებლის დასაქირავებლად 500(ხუთასი) ლარის ოდენობით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის.
ა.პ) დიალეზზე მყოფი C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების ერთჯერადი სოციალური დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 17) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: · დიალეზზე მყოფი ადამიანების ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. · C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ა.ჟ) ლეიკემიით დაავადებული ადამიანების სოციალური დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 18) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: · ლეიკემიით დაავადებული ბავშვების 0-დან 18(თვრამეტი) წლის ჩათვლით, ერთჯერადი ფულადი დახმარება 800(რვაასი) ლარის ოდენობით. · ლეიკემიით, 19(ცხრამეტი) წლის და ზევით დაავადებული ადამიანების ერთჯერადი ფულადი დახმარება 1200(ერთი ათას ორასი) ლარის ოდენობით.
ა.რ) რეინტეგრირებული სახელმწიფო ზრუნვიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებული სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ერთჯერადი სოციალური დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 19) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: 18(თვრამეტი) წლის ასაკის ჩათვლით, რეინტეგრირებული, სახელმწიფო ზრუნვიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოქმედი 0-დან 70000 ჩათვლით სარეიტინგოქულის მქონე ახალგაზრდების და მათი ოჯახების ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარება 1000(ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
ა.ს) სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედების ერთჯერადი სოციალური დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 20) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალურად დაუცველ მარტოხელა დედებს, რომელთაც ჰყავთ 18(თვრამეტი) წლის ასაკის ჩათვლით შვილი და აქვთ მინიჭებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოქმედი 0-დან 57000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, მათი ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარება 500(ხუთასი) ლარით.
ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვა(პროგრამული კოდი 06 03) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; · დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელსეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; · სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში(კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; · ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდადან აცილება; · მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე შხამიანი არსებების გაუვნებელყოფის ღონისძიებები. დაფინანსება მოხდეს შესრულებული სამუშაოს მიხედვით ეტაპობრივად.
ი) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი17. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროსგორისმუნიციპალიტეტისბიუჯეტისასიგნებებისაბიუჯეტოკლასიფიკაციისმიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები