დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 59 |
დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 21/11/2014 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.149.016226 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (27/11/2014 - 16/01/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტის საფუძველზე კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
თავი I
კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6830.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის გადასახადები 1500,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4585.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 745.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6796.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 32.5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 132.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0,00 ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0,00 ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0,00 ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1,5 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 70,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 177,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 65,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 112,0ათასი ლარი; 2. წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
კასპის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16 |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში მოსახლეობისათვის დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. ამიტომ აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა, პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) ხანძრისა და სტიქიური უბედურების შემთხვევების დროს, მოსახლეობისა და მათი ქონების დასაცავად ადგილზე დროული მისვლა და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა; საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება. ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, რაც ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა–რეაბილიტაცია, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება; ქალაქის დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება, ქუჩების მოვლა ზამთრის სეზონზე. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების ქსელის გაფართოვება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, დაფინანსდება სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.2.1 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა. აღნიშნული პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდა, ვინაიდან კასპთან ერთად პროგრამაში ჩართულია სოფ. მეტეხსა და სოფ. თელიანში არსებული დევნილთა ჩასახლებები. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლებიდან ნარჩენების გატანა ნაგავსაყრელზე. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლობის შემთხვევაში–ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. 2.2.2 სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში ჯერ კიდევ არსებობს სარწყავი წყლის პრობლემა, ხშირად საჭირო ხდება სარწყავი არხებისა და მდინარეების კალაპოტების გაწმენდა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სოფლების: ქვახვრელის სატუმბი სადგურის მიერ სარწყავი წყლის მიწოდებაზე მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი. 2.2.3 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მიწოდებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება. 2.2.4 აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ინფრასტრუქტურული და სასოფლო–სამეურნეო პროექტების განხორციელებაში. 2.2.5 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობების თანადაფინანსება. 2.2.6 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 11) დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც, ქვეპროგრამის ფარგლებში მოეწყობა კასპის ქუჩების გარე განათება. ასევე დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, მოწესრიგდება გამწვანების ზოლები, ასევე დაფინანსდება: ბაღების, სკვერების და მგზავრთა მოსაცდელების ექსპლოატაციის ხარჯები. 2.3.1 ბაღებისა და სკვერების მოვლა–შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და ბაღების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. 2.3.2 მგზავრთა მოსაცდელების მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კასპში მგზავრთა 5 (ხუთი) მოსაცდელის მოვლა-შენახვა და კასპის მიკრორაიონში 2 (ორი) მოსაცდელის მოწყობა. 2.4 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები(პროგრამული კოდი 03 05) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება, რომელიც განხორციელდება კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების სწავლა-განათლება და სკოლამდელი ასაკის ბავშვების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს საგანმანათლებლო ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ბავშვებს ჰქონდეთ საფუძველი მათი შემდგომი განვითარებისათვის. 3.1 ა(ა)იპ კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების გახსნა და მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 26 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1350 მეტი აღსაზრდელი. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა საბავშვო ბაღის მიმდინარე ხარჯები. საბავშვო ბაღები მომარაგდება სათბობი შეშით. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების სულიერი და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის შესაბამისი სავარჯიშო პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 4.1.1 სპორტის დაწესებულების გაერთიენების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) 2015 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. ახალგაზრდებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში დაგეგმილია სპორტის პოპულარიზაცია, მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობის მიღება რეგიონალურ, სახელობით, რესპუბლიკურ, საერთაშორისო ტურნირებზე, მოწინავე სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების და ფიზიკური მომზადებისათვის სასწავლო-საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა. 2015 წლის განმავლობაში დაახლოებით 450 სპორტსმენი გაივლის სპორტულ მომზადებას. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის: სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 კულტურისსფეროს დაწესებულებების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სხვადასხვა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების გამოვლენასა და მათ შემდგომ განვითარებას. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია შემდეგი სახის კულტურული ღონისძიების მოწყობა:
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში არსებული 20 (ოცი) სოფლის კლუბი და 5 (ხუთი) კულტურის სახლი, სადაც ფუნქციონირებს თოჯინების თეატრი და ქორეოგრაფიული წრეები. 4.2.2 სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული ხუთი მუსიკალური სკოლის ხელშეწყობა, სადაც სწავლობს 253-მდე ბავშვი. სასწავლო წლის განმავლობაში ერთ მოსწავლეზე გადასახადი შეადგენს 100 ლარს, რაც არ არის საკმარისი მოსწავლეთა სწავლებისათვის და სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად. ასევე დაგეგმილია ქალაქ კასპში არსებული მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება, სადაც სხვადასხვა წრეებში გაერთიანებულია 145–მდე მოსწავლე. აღნიშნული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს სხვადასხვა კონკურსებისა და ფესტივალების ჩატარების უზრუნველყოფას. 4.2.3 ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული ბიბლიოთეკების დაფინანსება. ქვეპროგამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მკითხველების სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები), შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ამ დოკუმენტებით მომსახურება, როგორც ადგილზე გაცემით, ასევე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთგაცვლის საშუალებით, ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშეწყობა. ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნების, გამდიდრების, რეგისტრაციისა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის ხელშეწყობა. ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება და ამ მიმართულებით წარმოდგენილი სპეციალური პროგრამების მხარდაჭერა, არსებული წიგნადი ფონდის გადარჩევა და მომზადება ელექტრონული საინფორმაციო ბაზისათვის, წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით. 4.2.4 მუზეუმების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია ქართული ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, სოფელ კოდისწყაროს ტერიტორიაზე გათხრების შედეგად მოპოვებული დიონისეს ქანდაკება და სხვა სამუზეუმო ექსპონატები, ასევე დაფინანსდება ლამისყანის ორბელიანთა სახლ–მუზეუმი, ხოვლის ივანე ჯავახიშვილის, სასირეთის მაზნიაშვილის და კავთისხევის ომარ კელაპტრიშვილის სახლ–მუზეუმები. 4.2.5 რელიგიური ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 06) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. 4.3.ხალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მომავალი თაობის ფიზიკური გაჯანსაღების მიზნით ტურისტული ლაშქრობების და ალპინიადების მოწყობა. ასევე ახალგაზრდა თაობის ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიულ საქმიანობაში. ახალგაზრდების ინიციატივებით სხვადასხვა პროექტების განხორციელება. საახალწლო ღონისძიებების ჩატარება. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი, არსებული რესურსების ფარგლებში, განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 ერთჯერადი დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.2 უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი მუნიციპალიტეტში მცხოვრები 80 ბენეფიციარის ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა. 5.2.3 ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.4 საწარმოო ტრავმის შედაგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, გათვალისწინებულია მოქალაქე არსენ ბეგლარაშვილისთვის საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ყოველთვიური პენსიის გადახდა. 5.2.5 დევნილთა დასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების ელექტროენერგიის დავალიანებების დაფარვა (პროგრამული კოდი 06 02 06) კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალური ყოფის გაუმჯობესების მიზნით, ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დევნილთა დასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა. |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
თავი III
გარდამავალი დებულებანი |
მუხლი 18 |
დადგენილება ძალაშია 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები