დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 24 |
დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 21/08/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.149.016256 |
|
„კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები თანდართული რედაქციით:
“; გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11315.6 ათასი ლარის ოდენობით:
“; დ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8685.6 ათასი ლარის ოდენობით:
“; ე) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1130.0 ათასი ლარის ოდენობით:
“; ვ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7634,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; ზ) დადგენილების მე-8მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6657.9ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6757.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
“; თ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
მუხლი 16 ი) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება; ქალაქის დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება, ქუჩების მოვლა ზამთრის სეზონზე. პროგრამის ფარგლებში დასრულდება ზემო ხანდაკი-ხოვლის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე განხორციელდება ოკამი-ლამისყანა-თეზის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ მაგისტრალთან შემაერთებელი გზის სრული რეაბილიტაციის II ეტაპი, დაპროექტდება და სამუშაოები შესრულდება: მდინარე თეძამზე, სოფელ თეძმისხევის და ახალსოფლის დამაკავშირებელი სამანქანე და საფეხმავლო ხიდი, სოფელ თელიანის მონაკვეთზე სასირეთი–თელიანის გზის რეაბილიტაცია–მოასფალტების სამუშაოები, ქალაქ კასში აღმაშენებლის ქუჩაზე ,,წყალსაქაჩთან“ მდებარე ხიდის, დადიანის ქუჩის სრული და მირიან მეფის ქუჩის და კვარტალური ეზოების მოწყობის რეაბილიტაციის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სამუშაოები: კასპში, კოსტავას ქუჩაზე ყოფილი რუკის ტერიტორიიდან იგოეთი-კასპი-ახალქალაქის შიდასახელმწიფოებრივი გზის გადაკვეთამდე საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის; კასპში მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი კვარტალური ეზოების მოწყობა-რეაბილიტაციის; ქალაქ კასპში შარიფაშვილის, ყაზბეგის, წერეთელის, წულუკიძის, სააკაძის და ჭავჭავაძის გადამკვეთი ქუჩების, პაატას, კოჯრის, გრიშაშვილის და თავისუფლების ქუჩების მოწყობა-მოასფალტების;სოფლების გზების მოასფალტების: ქვემო ხანდაკის, ავტომაგისტრალიდან სოფელ იდლეთის ცენტრამდე მისასვლელი გზის, თელადგორის, თელიანის გზის მოასფალტების II ეტაპის, თელადგორის, სოფელ აღაიანის მისასვლელი გზის, ქვემო ჭალა-ახალშენა-საკორინთლოს გზის მონაკვეთის, შუაუბნის სასირეთში მაზნიაშვილის სახლმუზეუმთან შიდა სასოფლო გზის, ხოვლეში ივ. ჯავახიშვილის სახლმუზეუმთან მისასვლელი გზის, სოფელ კოდისწყაროს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის, ფერმა-ჩანგილარის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების; გოსტიბე-ცხავერის, გუდალეთი-ვარჯაანის თვალადის გზების რეაბილიტაციის და სოფელ ქვემო ჭალის და გორაკას დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მოწყობის. ასევე განხორციელდება სოფელ ლავრისხევის ცენტრამდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები. კ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ.ბ) საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული იქნება ქალაქ კასპში ვარჯაანის დასახლების კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოების ღირებულება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაპროექტდება ქალაქ კასპში საკანალიზაციო ცენტრალური ქსელის რეაბილიტაციის და დარჩენის ქუჩებზე ქსელის მოწყობის სამუშაოები, ასევე განხორციელდება ქალაქ კასპში საკანალიზაციო ცენტრალური ქსელის რეაბილიტაცია და დაჩენილ ქუჩებზე ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ კასპში მიკრორაიონში რკინა-ბეტონის ბინასთან საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები. ლ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში ჯერ კიდევ არსებობს სარწყავი წყლის პრობლემა, ხშირად საჭირო ხდება სარწყავი არხებისა და მდინარეების კალაპოტების გაწმენდა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სოფლების: ქვახვრელის სატუმბი სადგურის მიერ სარწყავი წყლის მიწოდებაზე მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი, ასევე დასრულდება კასპში ,,შავრობისა“ და ,,ახტალას“ სარწყავი არხების რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: სოფელ თელადგორში სანიაღვრე არხების მოწყობის, სოფელ საკორინთლოში ,,აბრეულას“ ხევის გაწმენდის, სოფელ ზემო ხანდაკში დრენაჟის მოწყობის სამუშაოები.“; მ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.დ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მიწოდებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება; განხორციელდება შპს ,,სოფლის წყალის“ სუბსიდირება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაპროექტდება: სოფელ ნიგოზაში და სოფელ ჩობალაურში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის, სატუმბი სადგურის მოწყობის, სოფელ სამთავისში არსებული სადგურის რეკონსტრუქციის და სოფელ ზემო ხანდაკის სასმელი წყლის მაგისტრალის არსებულ წყალშემკრებ რეზერვუარამდე მიყვანის სამუშაოები. ასევე განხორციელდება საპროექტო სამუშაოების წარმოება: სოფელ ქვემო ჭალის წყალსადენის რეაბილიტაციის, სადგურ მეტეხის სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის სოფელ მეტეხში ,,ყავრიაანთ წყაროდან“ დებეტის გაზრდის, სოფელ ცხავერის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და სისტემის მოწყობის, სოფელ წინარეხში ,,ფილაქნების“ სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობის სამუშაოები. ნ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ე) სპორტული მოედნების მშენებლობა, მოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება, კასპში: მიკრორაიონის ტერიტორიაზე და ,,ქარწისის“ ტერიტორიაზე არსებულ სტადიონებს, მოეწყობა ვარჯაანის დასახლებაში ერთი სპორტული მოედანი.ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: ქალაქ კასპში მდებარე ღია საჭიდაო არენის რეკონსტრუქციის სამუშაოები, ასევე კასპში, მშენებარე სპორტკომპლექსის თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის მოსაწყობად საჭირო პროექტის მომზადების სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ ქვემო გომში საჭიდაო არენის მოწყობის სამუშაოები. დაპროექტდება: სოფელ ხოვლეში საჭიდაო არენის მოწყობის, სოფელ კავთისხევში არსებულ მემორიალთან ღია საჭიდაო არენის შემოღობვის სამუშაოები. ო) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.თ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება კასპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობას. პ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა) ბაღებისა და სკვერების მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და ბაღების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. ქვეპროგრამის ფარგლებში კასპში მოეწყობა ორი სკვერი: რკინა–ბეტონის კორპუსთან მიმდებარედ და ჭავჭავაძის და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთაზე არსებული მრავალსართულიანი კორპუსების ეზოში. დაპროექტდება სოფელ ახალქალაქში ყოფილ ინვალიდ ბავშვთა სახლის ეზოში სკვერის აღდგენის სამუშაოები. ჟ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ გ.გ) შენობების ფასადების აღდგენა (პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაპროექტდება: ქალაქ კასპში აღმაშენებლის ქუჩაზე (გეოლოგების კორპუსი) შენობის ფასადის აღდგენის და აივნების მოწყობის, კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფასადის და კიბეების აღდგენის, კასპში კოსტავას ქ.№14-ის მიმდებარედ საყრდენი კედლის აღდგენის, სოფელ ნოსტეში სააკაძის კოშკის კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები.“; რ) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები