დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5 |
დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 06/02/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.149.016237 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/11/2014; 190020020.35.149.016226) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7943.2 ათასი ლარის ოდენობით:
დ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის გადასახადები 1500,0 ათასი ლარის ოდენობით:
ე) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5698.2 ათასი ლარის ოდენობით:
ვ) დადგენილების მე–6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 745.0 ათასი ლარის ოდენობით:
ზ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7684.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
თ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3235.9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3335.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ი) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
კ) დადგენილების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. 1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში მოსახლეობისათვის დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. ამიტომ აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა, პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. ა) საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) ხანძრისა და სტიქიური უბედურების შემთხვევების დროს, მოსახლეობისა და მათი ქონების დასაცავად ადგილზე დროული მისვლა და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა; საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება. ბ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება. ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, რაც ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა–რეაბილიტაცია, დასასვენებელი პარკების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება; ქალაქის დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება, ქუჩების მოვლა ზამთრის სეზონზე. პროგრამის ფარგლებში დასრულდება ზემო ხანდაკი–ხოვლის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე განხორციელდება ოკამი–ლამისყანა–თეზის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ მაგისტრალთან შემაერთებელი გზის სრული რეაბილიტაციის II ეტაპი, დაპროექტდება: მდინარე თეძამზე, სოფელ თეძმისხევის და ახალსოფლის დამაკავშირებელი სამანქანე და საფეხმავლო ხიდი, სოფელ თელიანის მონაკვეთზე სასირეთი–თელიანის გზის რეაბილიტაცია–მოასფალტების სამუშაოები, ქალაქ კასში აღმაშენებლის ქუჩაზე ,,წყალსაქათან“ მდებარე ხიდის, დადიანის ქუჩის სრული და მირიან მეფის ქუჩის და კვარტალური ეზოების მოწყობის რეაბილიტაციის სამუშაოები. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების ქსელის გაფართოვება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, დაფინანსდება სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ბ.ა) დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა. აღნიშნული პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდა, ვინაიდან კასპთან ერთად პროგრამაში ჩართულია სოფ. მეტეხსა და სოფ. თელიანში არსებული დევნილთა ჩასახლებები. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლებიდან ნარჩენების გატანა ნაგავსაყრელზე. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლობის შემთხვევაში–ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. ბ.ბ) საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ანზღაურებული იქნება ქალაქ კასპში ვარჯაანის დასახლების კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოების ღირებულება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაპროექტდება ქალაქ კასპში საკანალიზაციო ცენტრალური ქსელის რეაბილიტაციის და დარჩენის ქუჩებზე ქსელის მოწყობის სამუშაოები ბ.გ) სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში ჯერ კიდევ არსებობს სარწყავი წყლის პრობლემა, ხშირად საჭირო ხდება სარწყავი არხებისა და მდინარეების კალაპოტების გაწმენდა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სოფლების: ქვახვრელის სატუმბი სადგურის მიერ სარწყავი წყლის მიწოდებაზე მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი, ასევე დასრულდება კასპში ,,შავრობისა“ და ,,ახტალას“ სარწყავი არხების რეაბილიტაცია. ბ.დ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მიწოდებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაპროექტდება: სოფელ ნიგოზაში და სოფელ ჩობალაურში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის, სატუმბი სადგურის მოწყობის, სოფელ სამთავისში არსებული სადგურის რეკონსტრუქციის და სოფელ ზემო ხანდაკის სასმელი წყლის მაგისტრალის არსებულ წყალშემკრებ რეზერვუარამდე მიყვანის სამუშაოები. ბ.ე) სპორტული მოედნების მშენებლობა, მოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება, კასპში: მიკრორაიონის ტერიტორიაზე და ,,ქარწისის ტერიტორიაზე არსებულ სტადიონებს, მოეწყობა ვარჯაანის დასახლებაში ერთი სპორტული მოედანი. ბ.ვ) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ინფრასტრუქტურული და სასოფლო–სამეურნეო პროექტების განხორციელებაში. ბ.ზ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობების თანადაფინანსება. ბ.თ) მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსება სპორტული კომპლექსის მშენებლობისათვის (პროგრამული კოდი 03 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კასპში, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სპორტული კომპლექსის მშენებლობის თანადაფინანსება. ბ.ი) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 11) დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც, ქვეპროგრამის ფარგლებში მოეწყობა კასპის ქუჩების და სოფლების გარე განათება. ასევე დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია. გ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, მოწესრიგდება გამწვანების ზოლები, ასევე დაფინანსდება: ბაღების, სკვერების და მგზავრთა მოსაცდელების ექსპლოატაციის ხარჯები. გ.ა) ბაღებისა და სკვერების მოვლა–შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და ბაღების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. ქვეპროგრამის ფარგლებში კასპში მოეწყობა ორი სკვერი: რკინა–ბეტონის კორპუსთან მიმდებარედ და ჭავჭავაძის და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთაზე არსებული მრავალსართულიანი კორპუსების ეზოში. გ.ბ) მგზავრთა მოსაცდელების მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კასპში მგზავრთა 5 (ხუთი) მოსაცდელის მოვლა-შენახვა და კასპის მიკრორაიონში 2 (ორი) მოსაცდელის მოწყობა. დ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, 2014 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები. ე) სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები(პროგრამული კოდი 03 05) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება, რომელიც განხორციელდება კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების სწავლა-განათლება და სკოლამდელი ასაკის ბავშვების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს საგანმანათლებლო ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ბავშვებს ჰქონდეთ საფუძველი მათი შემდგომი განვითარებისათვის. ა)ა(ა)იპ კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების დაფინანსება (ს/ნ 232559781)(პროგრამული კოდი 04 01) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების გახსნა და მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 26 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1350 მეტი აღსაზრდელი. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა საბავშვო ბაღის მიმდინარე ხარჯები. საბავშვო ბაღები მომარაგდება სათბობი შეშით. ბ) სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა კასპში (პროგრამული კოდი 04 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კასპში სალოტბარო სკოლის შექმნა, სადაც ახალგაზრდობა უფასოდ შეისწავლის უძველეს ქართულ ხალხურ სიმღერებს და ტრადიციულ გალობას. გ) საბავშვო ბაღების შენობის რემონტი (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დასრულდება 2014 წელს დაწყებული საბავშვო ბაღების შენობების ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კასპში საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაციის II ეტაპის სამუშაოების პროექტირება. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების სულიერი და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის შესაბამისი სავარჯიშო პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. ა.ა) სპორტის დაწესებულების გაერთიენების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) 2015 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. ახალგაზრდებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში დაგეგმილია სპორტის პოპულარიზაცია, მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობის მიღება რეგიონალურ, სახელობით, რესპუბლიკურ, საერთაშორისო ტურნირებზე, მოწინავე სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების და ფიზიკური მომზადებისათვის სასწავლო-საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა. 2015 წლის განმავლობაში დაახლოებით 450 სპორტსმენი გაივლის სპორტულ მომზადებას. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის: სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ბ.ა) კულტურის სფეროს დაწესებულებების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სხვადასხვა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების გამოვლენასა და მათ შემდგომ განვითარებას. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია შემდეგი სახის კულტურული ღონისძიების მოწყობა:
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში არსებული 20 (ოცი) სოფლის კლუბი და 5 (ხუთი) კულტურის სახლი, სადაც ფუნქციონირებს თოჯინების თეატრი და ქორეოგრაფიული წრეები. ბ.ბ) სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული ხუთი მუსიკალური სკოლის ხელშეწყობა, სადაც სწავლობს 253-მდე ბავშვი. სასწავლო წლის განმავლობაში ერთ მოსწავლეზე გადასახადი შეადგენს 100 ლარს, რაც არ არის საკმარისი მოსწავლეთა სწავლებისათვის და სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად. ასევე დაგეგმილია ქალაქ კასპში არსებული მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება, სადაც სხვადასხვა წრეებში გაერთიანებულია 145-მდე მოსწავლე. აღნიშნული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს სხვადასხვა კონკურსებისა და ფესტივალების ჩატარების უზრუნველყოფას. ქვეპროგრამის ფარგლებში გარემონტდება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის შენობა. ბ.გ) ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული ბიბლიოთეკების დაფინანსება. ქვეპროგამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მკითხველების სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები), შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ამ დოკუმენტებით მომსახურება, როგორც ადგილზე გაცემით, ასევე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთგაცვლის საშუალებით, ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშეწყობა. ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნების, გამდიდრების, რეგისტრაციისა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის ხელშეწყობა. ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება და ამ მიმართულებით წარმოდგენილი სპეციალური პროგრამების მხარდაჭერა, არსებული წიგნადი ფონდის გადარჩევა და მომზადება ელექტრონული საინფორმაციო ბაზისათვის, წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით. ბ.დ) მუზეუმების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია ქართული ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, სოფელ კოდისწყაროს ტერიტორიაზე გათხრების შედეგად მოპოვებული დიონისეს ქანდაკება და სხვა სამუზეუმო ექსპონატები, ასევე დაფინანსდება ლამისყანის ორბელიანთა სახლ-მუზეუმი, ხოვლის ივანე ჯავახიშვილის, სასირეთის მაზნიაშვილის და კავთისხევის ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმები. ბ.ე) რელიგიური ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 06) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. გ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მომავალი თაობის ფიზიკური გაჯანსაღების მიზნით ტურისტული ლაშქრობების და ალპინიადების მოწყობა. ასევე ახალგაზრდა თაობის ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიულ საქმიანობაში. ახალგაზრდების ინიციატივებით სხვადასხვა პროექტების განხორციელება. საახალწლო ღონისძიებების ჩატარება. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი, არსებული რესურსების ფარგლებში, განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) ერთჯერადი დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ბ.ბ) უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი მუნიციპალიტეტში მცხოვრები 80 ბენეფიციარის ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა. ბ.გ) ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ბ.დ)საწარმოო ტრავმის შედაგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, გათვალისწინებულია მოქალაქე არსენ ბეგლარაშვილისთვის საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ყოველთვიური პენსიის გადახდა. ბ.ე) დევნილთა დასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების ელექტროენერგიის დავალიანებების დაფარვა (პროგრამული კოდი 06 02 06) კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალური ყოფის გაუმჯობესების მიზნით, ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დევნილთა დასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა”. ი) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები