დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 26 |
დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 14/09/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/09/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.149.016258 |
|
„კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27.11.2014წ., 190020020.35.149.016226) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“ ; ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები თანდართული რედაქციით:
“ ; გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 12495.0 ათასი ლარის ოდენობით:
“ ; დ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 9819.3 ათასი ლარის ოდენობით:
“ ; ე) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1175.7 ათასი ლარის ოდენობით:
“ ; ვ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7837.3 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7937.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
“ ; ზ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“ ; თ) დადგენილების მე-16 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება; ქალაქის დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება, ქუჩების მოვლა ზამთრის სეზონზე. პროგრამის ფარგლებში დასრულდება ზემო ხანდაკი-ხოვლის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე განხორციელდება ოკამი-ლამისყანა-თეზის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ მაგისტრალთან შემაერთებელი გზის სრული რეაბილიტაციის II ეტაპი, დაპროექტდება და სამუშაოები შესრულდება: მდინარე თეძამზე, სოფელ თეძმისხევის და ახალსოფლის დამაკავშირებელი სამანქანე და საფეხმავლო ხიდი, სოფელ თელიანის მონაკვეთზე სასირეთი-თელიანის გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების სამუშაოები, ქალაქ კასში აღმაშენებლის ქუჩაზე „წყალსაქათან“ მდებარე ხიდის, დადიანის ქუჩის სრული და მირიან მეფის ქუჩის და კვარტალური ეზოების მოწყობის რეაბილიტაციის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სამუშაოები: კასპში, კოსტავას ქუჩაზე ყოფილი რუკის ტერიტორიიდან იგოეთი-კასპი-ახალქალაქის შიდასახელმწიფოებრივი გზის გადაკვეთამდე საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის; კასპში მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი კვარტალური ეზოების მოწყობა-რეაბილიტაციის; ქალაქ კასპში შარიფაშვილის, ყაზბეგის, წერეთელის, წულუკიძის, სააკაძის და ჭავჭავაძის გადამკვეთი ქუჩების, პაატას, კოჯრის, გრიშაშვილის და თავისუფლების ქუჩების მოწყობა-მოასფალტების;სოფლების გზების მოასფალტების: ქვემო ხანდაკის, ავტომაგისტრალიდან სოფელ იდლეთის ცენტრამდე მისასვლელი გზის, თელადგორის, თელიანის გზის მოასფალტების II ეტაპის, თელადგორის, სოფელ აღაიანის მისასვლელი გზის, ქვემო ჭალა-ახალშენა-საკორინთლოს გზის მონაკვეთის, შუაუბნის სასირეთში მაზნიაშვილის სახლმუზეუმთან შიდა სასოფლო გზის, ხოვლეში ივ. ჯავახიშვილის სახლმუზეუმთან მისასვლელი გზის, სოფელ კოდისწყაროს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის, ფერმა-ჩანგილარის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების; გოსტიბე-ცხავერის, გუდალეთი-ვარჯაანის თვალადის გზების რეაბილიტაციის და სოფელ ქვემო ჭალის და გორაკას დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მოწყობის. ასევე განხორციელდება სოფელ ლავრისხევის ცენტრამდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მდინარე თეძამზე, სოფელ თეძმისხევის და ახალსოფლის დამაკავშირებელი სამანქანე და საფეხმავლო ხიდის მშენებლობა და ქალაქ კასპში დადიანის ქუჩის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები. ი) დადგენილების მე-16 მუხლის მე–2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ.დ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მიწოდებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება; განხორციელდება შპს „სოფლის წყალის“ სუბსიდირება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სოფელ ნიგოზაში და სოფელ ჩობალაურში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის, სატუმბი სადგურის მოწყობის, სოფელ სამთავისში არსებული სადგურის რეკონსტრუქციის და გამრიცხველიანების, სოფელ ზემო ხანდაკის სასმელი წყლის მაგისტრალის არსებულ წყალშემკრებ რეზერვუარამდე მიყვანის სამუშაოები. ასევე განხორციელდება საპროექტო სამუშაოების წარმოება: სოფელ ქვემო ჭალის წყალსადენის რეაბილიტაციის, სადგურ მეტეხის სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის სოფელ მეტეხში ,,ყავრიაანთ წყაროდან“ დებეტის გაზრდის, სოფელ ცხავერის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და სისტემის მოწყობის, სოფელ წინარეხში „ფილაქნების“ სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობის სამუშაოები. კ) დადგენილების მე-16 მუხლის მე–3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შმდეგი რედაქციით: გ) საბავშვო ბაღების შენობის რემონტი (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დასრულდება 2014 წელს დაწყებული საბავშვო ბაღების შენობების ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: კასპში საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაციის II ეტაპის სამუშაოების პროექტირება და ქალაქ კასპში არსებული ხუთი საბავშვო ბაღის შენობების სრული რეაბილიტაციის სამუშაოები; კასპის მუნიციპალიტეტის აღაიანის, ოკამის, თეზის, სამთავისის, ქვემო ჭალის, ლამისყანის და დოესის საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები. “ ლ) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები