ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5183
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 18/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 080.140.000.05.001.002.956
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილებას, კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დაცვას ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობთა ხელყოფისაგან, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენციას.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნარკოტიკული დანაშაული – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული;

ბ) ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ან 273 1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული;

გ) ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი), 261-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მიზანი), 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 267-ე, 268-ე, 271-ე, 272-ე ან 2731 (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან მარიხუანის − გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული;

დ) ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (თუ დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი), 261-ე (თუ დადასტურებულია ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მიზანი) ან 2731 (თუ დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან მარიხუანის გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული;

ე) ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ანდა პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული, რამაც გამოიწვია ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ბრუნვაში მოქცევა.

საქართველოს 2014  წლის 5 მარტის კანონი №2044  - ვებგვერდი, 12.03.2014წ.

საქართველოს 2017 წლის 26  ივლისის   კანონი №1220 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.

    მუხლი 3. უფლებების ჩამორთმევა

1. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა:

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

2. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 10 წლით, ხოლო „ა“ და „გ“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები − 5 წლით.

3. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები – 10 წლით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − 15 წლით.

4. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები – 15 წლით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − 20 წლით.

4 1 . მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში შესაძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, უფლებების ჩამორთმევისაგან სრულად გათავისუფლება.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ აღინიშნება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.

6.  ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ სასამართლო დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2227 - სსმ I №45, 21.12.2009 წ., მუხ.344

საქართველოს 2011 წლის 2 5 თებერვლის კანონი №4257 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5924 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.

საქართველოს 2014  წლის   5  მარტის კანონი №2044  - ვებგვერდი, 12.03.2014წ.
საქართველოს 2018  წლის 5 ივლისის  კანონი №3116  – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

    მუხლი 4. ქონების ჩამორთმევა

ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება ჩამოერთმევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV1 თავით დადგენილი წესით.

    მუხლი 5. ვადის ათვლა

ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა იწყება:

ა) თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;

ბ) პირობითი მსჯავრის გამოყენებისას – გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან;

გ) არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებისას – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

    მუხლი 6. უფლებების აღდგენა

1. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისათვის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის ჩამორთმეული უფლებების მოპოვება დასაშვებია ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ, ან ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

1 1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ − კომისია) უფლებამოსილია პირის ყოფაქცევის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული შესაბამისი ვადის ერთი მესამედის გასვლის შემდეგ ვადამდე აღუდგინოს მას ჩამორთმეული უფლებები ან შეუმციროს პირს უფლებების ჩამორთმევის ვადა. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჩამორთმეული უფლებები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე პირს აღუდგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.

2. ამ კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა აღემატება უფლებების ჩამორთმევის ვადის ხანგრძლივობას, ჩამორთმეული უფლებები აღდგება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, გარდა ამ ავე კანონის მე-3 მუხლის 41   პუნქტით და ამ მუხლის 11  პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა .

3. უფლებების რეალიზება დაუშვებელია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის გარეშე.

4. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევა (შეუსრულებლობა) გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით დადგენილ პასუხისმგებლობას.

5. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისათვის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემისას შესაბამისი ორგანო ვალდებულია მიუთითოს ამ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების შესახებ.

საქართველოს 2011 წლის 2 5 თებერვლის კანონი №4257 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5924 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1472 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1785 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

საქართველოს 2014  წლის   5  მარტის კანონი №2044  - ვებგვერდი, 12.03.2014წ.
საქართველოს 2018  წლის 5 ივლისის  კანონი №3116  – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

    მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართ ამავე კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები ამოქმედდეს 2007 წლის 1 ნოემბრიდან.

2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვეში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ამ კანონთან შესაბამისობა.

    მუხლი 8. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 3 ივლისი.

№5183–რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.