დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1344-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080140000.05.001.102924 |
|
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 280) მე-6 მუხლის:
ა) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან 1002 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისთვის ჩამორთმეული უფლების/უფლებების მოპოვება დასაშვებია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.“; ბ) 13 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2 1. იმ პირს, რომელმაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 273-ე მუხლით განსაზღვრული სისხლის სამართლის დანაშაული, ერთჯერადად აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი შესაბამისი უფლების აღსადგენად მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას (შემდგომ − კომისია). 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების აღდგენა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, რომელიც შესაბამისი უფლების აღდგენის შესახებ მიმართვასთან ერთად წარედგინება კომისიას. 4. კომისია უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მიმართვიდან 2 თვის ვადაში. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1344-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები