„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 927-IIIრს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 080140000.05.001.102773
927-IIIრს-XIმპ
02/07/2025
ვებგვერდი, 03/07/2025
080140000.05.001.102773
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 280) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან 1002 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს − 5 წლის ვადით. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლება სასამართლომ პირს შეიძლება ჩამოართვას 5 წლამდე ვადით. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ აღინიშნება სასამართლოს დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში.“.

2. მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან 1002 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.“.

3. მე-6 მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 45​​1 ან 1002 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისთვის ჩამორთმეული უფლების/უფლებების მოპოვება დასაშვებია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ან ამ მუხლის 1​​​3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

2 ივლისი 2025 წ.

N927-IIIრს-XIმპ