დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3776-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/11/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 080140000.05.001.019302 |
|
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 280) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, 2731 მუხლის პირველი ნაწილით ან/და 275-ე მუხლით/276-ე მუხლით (თუ დადასტურებულია დანაშაულის ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა) გათვალისწინებული დანაშაული;“. 2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლება სასამართლომ პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეიძლება ჩამოართვას 3 წლამდე ვადით.“. 3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისთვის ჩამორთმეული უფლების/უფლებების მოპოვება დასაშვებია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 30 ნოემბერი 2018 წ. N3776-Iს |
დოკუმენტის კომენტარები