დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 504-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080140000.05.001.102593 |
|
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 280) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილებას, კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების ნარკომოვაჭრეთა და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობთა ხელყოფისგან დაცვას, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენციას.“. 2. მე-2 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე−2602 და 261-ე−268-ე მუხლებით ან 271-ე, 272-ე ან 2731 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული; დ) ნარკომოვაჭრე − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2603 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული;“. 3. მე-3 მუხლის: ა) პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 5 წლით ჩამოერთმევა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. 11. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე ან 451 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს − 5 წლის ვადით. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლება სასამართლომ პირს შეიძლება ჩამოართვას 5 წლამდე ვადით. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ აღინიშნება სასამართლოს დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკომოვაჭრეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, „გ“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები − 15 წლით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − 20 წლით.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სასამართლო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკომოვაჭრისთვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.“. 4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე ან 451 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.“. 5. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ან ნარკომოვაჭრისთვის ჩამორთმეული უფლებების მოპოვება დასაშვებია ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ ან ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“; ბ) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე ან 451 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისთვის ჩამორთმეული უფლების/უფლებების მოპოვება დასაშვებია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ან ამ მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“; გ) 12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი: „13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული კომისია უფლებამოსილია ამ კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტში მითითებული შესაბამისი ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით განსაზღვრული გარემოებებისა და სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის გათვალისწინებით, თუ, იმავდროულად, სამართალდამრღვევი გადაიხდის 2 500 ლარს, მას ვადამდე აღუდგინოს ჩამორთმეული უფლება/უფლებები ან შეუმციროს უფლების/უფლებების ჩამორთმევის ვადა. პირს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჩამორთმეული უფლება/უფლებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე აღუდგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“; დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან ნარკომოვაჭრის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევა (შეუსრულებლობა) გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.“. მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2025 წლის 1 ივნისამდე ბრძანებით განსაზღვროს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან. |
თბილისი, 16 აპრილი 2025 წ. N504-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები