ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5183
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 18/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 080.140.000.05.001.002.956
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5183
03/07/2007
სსმ, 28, 18/07/2007
080.140.000.05.001.002.956
ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (16/04/2025 - 02/07/2025)

საქართველოს კანონი

 

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

 

     მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილებას, კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების ნარკომოვაჭრეთა და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობთა ხელყოფისგან დაცვას, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენციას.

საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №504 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

ამ კანონის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნარკოტიკული დანაშაული – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული;

ბ) ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, 273 1 მუხლის პირველი ნაწილით ან/და 275-ე მუხლით/276-ე მუხლით (თუ დადასტურებულია დანაშაულის ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა) გათვალისწინებული დანაშაული;

[გ) ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე−2602 და 261-ე−268-ე მუხლებით ან 271-ე, 272-ე ან 2731 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული;

დ) ნარკომოვაჭრე − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2603 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული;

ე) ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ანდა პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული, რამაც გამოიწვია ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ბრუნვაში მოქცევა.

საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2044 - ვებგვერდი, 12.03.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1220 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3776 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №504 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

      მუხლი 3. უფლებების ჩამორთმევა

1. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 5 წლით ჩამოერთმევა:

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

ე) საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

11. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე ან 451 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს − 5 წლის ვადით. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლება სასამართლომ პირს შეიძლება ჩამოართვას 5 წლამდე ვადით. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ აღინიშნება სასამართლოს დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში.

2. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 10 წლით, ხოლო „ა“ და „გ“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები − 5 წლით.

3. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები – 10 წლით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − 15 წლით.

4. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკომოვაჭრეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, „გ“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები − 15 წლით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − 20 წლით.

41 . მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში შესაძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, უფლებების ჩამორთმევისაგან სრულად გათავისუფლება.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ აღინიშნება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.

6. სასამართლო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკომოვაჭრისთვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2227 - სსმ I №45, 21.12.2009 წ., მუხ.344
საქართველოს 2011 წლის 2 5 თებერვლის კანონი №4257 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5924 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2044 - ვებგვერდი, 12.03.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3116 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3776 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6954 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №368 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3854 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №504 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

    მუხლი 4. ქონების ჩამორთმევა

ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება ჩამოერთმევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV1 თავით დადგენილი წესით.

    მუხლი 5. ვადის ათვლა

ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა იწყება:

ა) თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;

ბ) პირობითი მსჯავრის გამოყენებისას – გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან;

გ) არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებისას – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან;

დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე ან 451 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №504 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

      მუხლი 6. უფლებების აღდგენა

1. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ან ნარკომოვაჭრისთვის ჩამორთმეული უფლებების მოპოვება დასაშვებია ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ ან ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

11.  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ − კომისია) უფლებამოსილია პირის ყოფაქცევის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული შესაბამისი ვადის ერთი მესამედის გასვლის შემდეგ მას ვადამდე აღუდგინოს ჩამორთმეული უფლებები ან შეუმციროს უფლებების ჩამორთმევის ვადა. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჩამორთმეული უფლებები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე პირს აღუდგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.

1 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე ან 45​ 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისთვის ჩამორთმეული უფლების/უფლებების მოპოვება დასაშვებია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ან ამ მუხლის 1 3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული კომისია უფლებამოსილია ამ კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტში მითითებული შესაბამისი ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით განსაზღვრული გარემოებებისა და სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის გათვალისწინებით, თუ, იმავდროულად, სამართალდამრღვევი გადაიხდის 2 500 ლარს, მას ვადამდე აღუდგინოს ჩამორთმეული უფლება/უფლებები ან შეუმციროს უფლების/უფლებების ჩამორთმევის ვადა. პირს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჩამორთმეული უფლება/უფლებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე აღუდგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

2. ამ კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა აღემატება უფლებების ჩამორთმევის ვადის ხანგრძლივობას, ჩამორთმეული უფლებები აღდგება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, გარდა ამ ავე კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტით და ამ მუხლის 11  პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა . 

3. უფლებების რეალიზება დაუშვებელია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის გარეშე.

4. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან ნარკომოვაჭრის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევა (შეუსრულებლობა) გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

5. (ამოღებულია - 17.03.2020, №5770).

საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4257 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5924 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.​
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1472 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1785 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2044 - ვებგვერდი, 12.03.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3116 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3776 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5397 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5770 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №504 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

    მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართ ამავე კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები ამოქმედდეს 2007 წლის 1 ნოემბრიდან.

2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვეში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ამ კანონთან შესაბამისობა.

    მუხლი 8. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 3 ივლისი.

№5183–რს

16. 02/07/2025 - საქართველოს კანონი - 927-IIIრს-XIმპ - ვებგვერდი, 03/07/2025 15. 16/04/2025 - საქართველოს კანონი - 504-IIმს-XIმპ - ვებგვერდი, 17/04/2025 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3854-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 13. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 368-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 12. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6954-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 11. 17/03/2020 - საქართველოს კანონი - 5770-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 10. 29/11/2019 - საქართველოს კანონი - 5397-Iს - ვებგვერდი, 10/12/2019 9. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3776-Iს - ვებგვერდი, 20/12/2018 8. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3116-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 7. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1220-რს - ვებგვერდი, 28/07/2017 6. 05/03/2014 - საქართველოს კანონი - 2044-IIს - ვებგვერდი, 12/03/2014 5. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1785-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 4. 04/10/2013 - საქართველოს კანონი - 1472-Iს - ვებგვერდი, 16/10/2013 3. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5924-Iს - ვებგვერდი, 19/04/2012 2. 25/02/2011 - საქართველოს კანონი - 4257-Iს - ვებგვერდი, 110310008, 10/03/2011 1. 04/12/2009 - საქართველოს კანონი - 2227 - სსმ, 45, 21/12/2009