დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 284
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.017451
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
284
05/11/2013
ვებგვერდი, 05/11/2013
010240010.10.003.017451
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/11/2013 - 14/04/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №284

2013 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხ­ლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს დიასპორის საკითხებში საქართ­ვე­ლოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანდართული დებულება (დანართი №1).

2. დამტკიცდეს დიასპორის საკითხებში საქართ­ვე­ლოს სახელმ­წი­ფო მინისტრის აპარატის თანდართული საშტატო ნუსხა (დანარ­თი №2).

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილება „დიასპორის საკითხებში საქარ­თველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



დანართი №1

 

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 იანვრის №33 ბრძანებულების შესაბამისად და მისი მიზა­ნია საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურ­თიერთობის გაღრმავება, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დი­ას­პორას შორის ურთიერთობის ხელშეწყობა და ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა.

2. აპარატი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კა­ნონმდებლობით.

3. აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხა­რ­ჯთა ნუსხა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ლოგო, რო­მელსაც ამტკიცებს სახელმწიფო მინისტრი.

4. აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7.

მუხლი 2. აპარატის ამოცანები და უფლებამოსილებანი

1. აპარატის ამოცანებია:

ა) ფართო სპექტრის პირდაპირი კონტაქტებისა და კავშირების დამ­ყარება და გაფართოება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, საქარ­თვე­ლოს ფარგლებს გარეთ მოქმედ საქართველოსთან მეგობრობით ან სა­ქართველოთი დაინტერესებულ ქართველოლოგიურ, სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივ ცენტრებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან, საზო­გა­დოებებთან, ფონდებთან, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამის უწყებებთან კო­ორ­დინაციით საქართველოს ფარგლებს გა­რეთ არსებული ქართული სუ­ლიერი და მატერიალური კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, სი­ძ­ველეების, განძების, ხელნაწერების, არქივებისა და სხვა ისტორიული კულ­ტურული ფასეულობების მოძიება, შეგროვება და შესაბამის მოლა­პარაკებებში მონაწილეობა;

გ) უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ეროვნული თვი­თ­შეგნების შენარჩუნების ხელშეწყობა;

დ) ხელშეწყობა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზ­ღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი დიასპორული ორგანიზაციებისათვის ქართველი ხალხის ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე სახელმ­წი­ფო­ებრივი აღმშენებლობის გაცნობა-შესწავლის საქმეში;

ე) საზღვარგარეთ, გარე მიგრაციული (ემიგრაციის) ნაკადების მო­ნი­ტორინგი;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ემიგრანტთა უ­ფლებების დაცვის ხელ­შეწყობა;

ზ) დიასპორული ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოში გა­ნ­ხორციელების ხელშეწყობა;

თ) დიასპორულ ორგანიზაციათა რეესტრის შექმნა და წარმოება;

ი) კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორ­ციელება.

2. დასახული ამოცანების განსახორციელებლად, აპარატი:

ა) ამყარებს და ავითარებს კავშირებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემა­მუ­ლეთა დიასპორულ ორგანიზაციებთან, ბეჭდვით ორგანოებთან და სა­ქართველოთი დაინტერესებულ სხვა სტრუქტურებთან, აგრეთვე ცალკე­ულ პირებთან (ეთნიკურ ქართველებთან ან საქართველოს ყოფილ მოქა­ლაქეებთან, რომელთაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიღებული აქვთ თა­ვიანთი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით);

ბ) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წა­რუდგენს დიასპორის საკითხებში სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრო­ექტებს;

გ) ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, რომ­ლე­ბიც ინიციატივას იჩენენ, შექმნან ან შექმნილი აქვთ დიასპორული ორგანი­ზა­ცი­ები, ქართულენოვანი კულტურულ-საგან­მანათ­ლებლო წრეები, კლუ­ბე­ბი, სკოლები, საზოგადოებრივი და სა­ოჯახო ბიბლიოთეკები, მხატვ­რუ­ლი თვითშემოქმედების წრეები და სხვა;

დ) უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების განსამ­ტ­კი­ცებლად თანამშრომლობს სახელმწიფო, სამეცნიერო, საზოგა­დო­ებრივ და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კავშირებთან, სა­ქართველოს დიპლომა­ტი­ურ წარმომად­გენლობებთან, სა­ქართველოს სა­კონ­სულო დაწესებულე­ბებთან (მათ შო­რის, საპატიო კონსულებთან) და დი­ასპორულ ორგა­ნი­ზაციებთან;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამის უწყებებთან კო­ორ­დინაციით ხელს უწყობს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სასწავლებლად მიღე­ბას;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამის უწყებებთან კო­ორ­დინაციით ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საქართველოში სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის გავლას;

ზ) ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების (ბიზ­ნეს­მენების) საქართვე­ლოს ეკონომიკური პოტენციალით დაინტერესებას და მათ მიერ საქართვე­ლოში ინვესტირებას;

თ) საზღვარგარეთ გარე მიგრაციული (ემიგრაციის) ნაკადების და ემი­გ­რანტთა უ­ფ­ლებების დაცვის მონიტორინგის განხორციელებისას, სა­ჭიროების შემთ­ხვე­ვაში ურთიერთმოქმედებს მიგრაციის სფეროში მომუ­შავე საქართველოს სამთავრობო უწყებებთან, საქართველოს დიპლომა­ტი­ურ წარმომად­გენლობებთან, სა­ქართველოს საკონსულო დაწესებულე­ბებთან (მათ შო­რის, საპატიო კონსულებთან), დიასპორულ ორგა­ნი­ზაცი­ებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტირე­ბულ დიპლომა­ტი­ურ წარმომად­გენლობებსა და საკონსულო დაწესებუ­ლე­­ბებ­თან (მათ შო­რის, საპატიო კონსულებთან), ასევე საერთაშორისო ორ­განიზაციებთან;

ი) ხელს უწყობს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამო­ყენებით უცხო­ეთში მცხოვრები თანამემამულეებისა­თვის დისტანციური გაკვეთი­ლე­ბის ჩატარებას, მათ შორის, უცხოურ ენებზეც;

კ) ხელს უწყობს თანამემამულეთათვის მრავალტირაჟიანი გაზე­თე­ბის, ქართული ენის თვითმასწავლებლების, ლექსიკონების, სასაუბ­რო­ებ­ის, ბროშურებისა და სხვა ლიტერატურის გამოცემას ქართულ და უცხო­ურ ენებზე, ასევე ინტერნეტგვერდების შექმნას და გავრცელებას, თანამ­შრომ­­ლობის საფუძველზე რეკომენდაციებს აძლევს ტელერადიო კომპა­ნიებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთათვის ქართული ტელერა­დიო მაუწყებლობის თაობაზე;

ლ) გამოსცემს დიასპორის საინფორმაციო ბიულეტენს, როგორც ბეჭ­დური, ისე ელექტრონული ფორმით;

მ) ახორციელებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა დიას­პო­რუ­ლი ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის სხვადასხვა თემა­ტიკის წიგნების, პერიოდული გამოცემების, ვიდეოფილმების, კომპაქტ­დის­კებისა და სხვა პროდუქციის შექმნას და გაგზავნას;

ნ) ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვადასხვა დრო­სა და პირობებში მოხვედრილი ისტორიულ-კულტურული ფასეუ­ლობების მქონე ობიექტების მოძიებას, შეგროვებას და კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამის მოლაპარაკებებში. ამ მიზნით აწყობს მიზნობრივ მივლინებებსა და გასვლებს უცხოეთის ქვეყნებში;

ო) დიასპორული ორგანიზაციების მეშვეობით და შესაბამის სახელ­მწიფო ორგანოებთან კოორდინაციით ხელს უწყობს საქარ­თველ­ოში წარ­მოებული პროდუქციის და ქართული კომპანიების საქმი­ანობის რეკლა­მირებას და ექსპორტს შესაბამის ადგილსამყოფელ ქვეყ­ნებში;

პ) ქმნის და აწარმოებს დიასპორული ორგანიზაციების რეესტრს;

ჟ) აწარმოებს აპარატის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში განთავსებული ელექტრონული გვერდების მართვას;

რ) ახორციელებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა სოცია­ლუ­რი ქსელის ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ადმინისტრირებას, რა მიზ­ნი­თაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, იყენებს სახელმწიფო უწ­ყებებში დაცულ მონაცემებს და ქმნის შესაბამის მონაცემთა ბაზას;

ს) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება­მო­სილებებს.

მუხლი 3. აპარატის ხელმძღვანელობა

1. აპარატს ხელმძღვანელობს დიასპორის საკითხებში საქართვე­ლოს სახელმწიფო მინისტრი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წე­სით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრე­მიერ-მინისტრი.

2. სახელმწიფო მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემთხვევებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძა­ნებას.

3. სახელმწიფო მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგი­ლე. სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეს თანამ­დე­ბობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმ­წიფო მი­ნისტრი.

4. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილისა და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციურ მოვალეობებს განსაზ­ღვრავს სახელმწიფო მინისტრი.

5. სახელმწიფო მინისტრის არყოფნის შემთხვევაში სახელმწიფო მი­ნისტრის მოვალეობებს ასრულებს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.

6. სახელმწიფო მინისტრის სამუშაო გრაფიკის უზრუნველყოფისა და საქმიანობის საერთო-საორგანიზაციო ხელშეწ­ყობის მიზნით სახელ­მწიფო მინისტრს ჰყავს თანაშემწე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმ­წიფო მინისტრი.

მუხლი 4.  აპარატის სტრუქტურული ერთეულები

1. აპარატში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

ა) ანალიტიკის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქარ­თულ დიასპორასთან დაკავშირებული ინფო­რ­მაციების, წინადადებების, ანა­ლი­ტიკური ბარათებისა და სხვა მასალების მომზადებას; უზ­რუნ­ველ­ყოფს ქართული დიასპორის შესახებ საინფორმაციო-ანალი­ტი­კური ბაზის შექმნას; ზედამხედველობას უწევს საინფორმაციო-ანა­ლიტიკური ბაზის მუდმივ შევ­სებასა და განახლებას; ახორციელებს აპარატის სამართ­ლებ­რივ უზრუნ­ველყოფას და ხელს უწყობს აპარატის საპარლა­მენ­ტო მდი­ვანს კანონმდებ­ლობით მინიჭებულ უფლებამოსი­ლებათა განხორ­ციე­ლე­ბი­სათვის;

ბ) პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს დიასპო­რე­ბ­თან მიმართებით სხვადასხვა პროგრა­მებისა და ღონისძიებების და­გეგ­მვას; უზრუნველყოფს დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს მთა­ვ­რო­ბის მიერ მიღებულ გადაწყვეტი­ლებათა აღსრულებას; ხელს უწყობს დიასპორის თემატიკის თაობაზე კონფერენციების და სემინა­რების ჩატა­რებას; ხელს უწყობს საგამომცემლო საქმიანობას, მათ შორის, დამხმარე სახელმძღვანელოების გამოცემას, რომლის მიზანია ქარ­თულ დიას­პორა­ში ისტორიულად და თანამედროვე ეპოქაში მიმდინარე ღირსშესანიშნავი მოვ­ლენების გამოკვლევა, სათა­ნადო ასახვა და წარმოჩინება; ხელს უწ­ყობს დიასპორასთან დაკავში­რებით დაგეგმილი კულ­ტურული და სა­განმანათლებლო პროგრამების განხორციელებას;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს აპა­რა­ტის დოკუმენტ­თბრუნვას; სა­ჯარო მოსამსა­ხურეთა პირადი საქმე­ების წარმოებას; ახორციელებს სახელმწიფო საიდუმ­ლოებების შემცველი დოკუ­მენ­ტების აღ­­რიცხვას, შენახვას (საიდუმლო საქმისწარმოებას) და მათ შეს­რულებაზე კონ­ტროლის განხორციელებას; უზრუნველყოფს აპა­რატის საქმიანობის უზრუნ­ველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნი­კური პირობების შექმნას, აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრუ­ლყოფასა და განვითა­რებას; წარმართავს აპარატის საარქივო საქ­მიანობას; ახორციელებს მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას.

2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რო­მელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმ­წი­ფო მინისტრი.

3. დეპარტამენტში შედიან აპარატის საშტატო ნუსხით გათვალის­წინებული მთავარი სპეციალისტ(ებ)ი და სპეციალისტ(ებ)ი, აგრეთვე დე­პარტამენტზე მიმაგრებული შტატგარეშე მოსამსახურეები.

4. დეპარ­ტამენტის  საჯარო მოსამსახურეები დაკისრებული ამოცა­ნების შესრუ­ლებას უზრუნველყოფენ სახე­ლმწიფო მინისტრის მიერ დამტკიცებული ფუნქციური განაწილების შე­საბამისად და ანგარიშვა­ლდებული არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

5. დეპარტამენტის საჯარო მოსამსა­ხუ­რეებს თანამდებობაზე ნიშ­ნავს და თანა­მ­დებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.

მუხლი 5. სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი

1. სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ამზადებს ინფორმაციას ცალ­კეულ სფეროებში ქართული დიასპო­რის საქმიანობისა და პრობ­ლემების შესახებ, ასევე სახელმწიფო მინისტრის დავალებით ახორციე­ლებს აპა­რატის საქმიანობის ცალკეული მიმართულებების მიხედვით შექმნილი სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელობას.

2. სახელმწიფო მინისტრის მრჩეველს თანამდებობაზე ნიშნავს და თანა­მ­დებობიდან ათავისუფლებს და მის ფუნქციურ მოვალეობებს გან­საზ­ღვრავს სახელმწიფო მინისტრი.

მუხლი 6. აპარატის ფინანსური მენეჯერი

1. აპარატის ფინანსური მენეჯერი ახორციელებს აპარატში ბუღალ­ტრულ აღრიცხ­ვასა და ფინანსურ ანგარიშგებას.

2. აპარატის ფინანსურ მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანა­მ­დებობიდან ათავისუფლებს და მის ფუნქციურ მოვალეობებს განსაზღ­ვრავს სახელმწიფო მინისტრი.

მუხლი 7. აპარატის პრესსპიკერი

1.  აპარატის პრესსპიკერი უზრუნველყოფს აპარატში მიმდინარე პრო­ცესებ­თან დაკავშირებული ოფი­ციალური შეტყობინებების, განც­ხა­დე­ბებისა და სხვა ინფორმაციის მიწოდებას საზო­გადოებისა და საინ­ფორმაციო საშუალებებისთვის, ასევე უზრუნველყოფს ინფორმაციის განთავსებას აპარატის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებ­ში არსებულ ელექტრონულ გვერდებზე; უზრუნველყოფს ქართული და უცხოური პრესის მონიტორინგს და მათ მი­ერ გამოქვეყნებულ ინფორ­მაციაზე დაყრდნობით სპეციალური საინფორმაციო ანა­ლიტი­კური მა­სალების მომზადებას.

2. აპარატის პრესსპიკერი არის აპარატის ანალიტიკის დეპარტა­მენტის მთავარი სპეციალისტი, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ასევე  ანგარიშვალდებულია სახელმ­წი­ფო მინისტრის წინაშე.

3. აპარატის პრესსპიკერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანა­მ­დებო­ბიდან ათავისუფლებს და მის ფუნქციურ მოვალეობებს განსაზღ­ვრავს სახელმწიფო მინისტრი.

მუხლი 8. ანგარიშგება

დეპარტამენტის უფროსები, სახელმწიფო მინისტრის მრჩევ­ლები, ფი­ნანსური მენეჯერი და პრესსპიკერი სახელმწიფო მინისტრს წარუდ­გენენ კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ.

მუხლი 9. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი  კომისია

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პი­რის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქარ­თ­ველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნის მომ­ზა­დების მიზნით სახელმწიფო მინისტრთან იქმნება კომისია შესაბამისი ექსპერტების, მათ შორის, ენათმეცნიერების შემადგენლობით.

2. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 10. საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭო

1. ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზ­ნით სა­ხელმწიფო მინისტრთან იქმნება საზოგადოებრივ-საკონსულტაციო სა­ბ­ჭო (შემდგომში – საბჭო).

2. საბჭოს ამოცანაა დიასპორული ორგანიზაციებისა და სათვისტო­მო­ების საქართველოს სახელმწიფოსთან ურთიერთობის გაუმჯობესე­ბისა და ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომ­ზა­დება.

3. საბჭოს დებულებას ამტკიცებს და მის შემადგენლობას განსაზ­ღ­ვრავს სახელმწიფო მინისტრი.

მუხლი 11. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა და დიასპორული ორგანიზაციების წახალისება

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის ან დიასპორული ორგა­ნიზაციის წახალისების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მედალი, მედალიონი, ჯილდო, სამკერდე ნიშანი, სიგელი, საპატიო სიგელი და სხვა.

2. წახალისების ფორმებს, ნომინაციებსა და წესს განსაზღვრავს და ამ­ტკიცებს სახელმწიფო მინისტრი.

 

დანართი №2

 

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის

საშტატო ნუსხა

თანამდებობა

რაოდენობა

1

სახელმწიფო მინისტრი

1

2

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

1

3

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

1

4

დეპარტამენტის უფროსი

3

5

სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი

4

6

ფინანსური მენეჯერი

1

7

სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე

1

8

პრესსპიკერი (მთავარი სპეციალისტი)

1

9

მთავარი სპეციალისტი

4

10

სპეციალისტი

3

 

სულ:

20.