„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 682
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.018302
682
16/12/2014
ვებგვერდი, 17/12/2014
010240010.10.003.018302
„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №682

2014 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/11/2013, 010240010.10.003.017451) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი და მრჩევლები

„1. სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი ამზადებს ინფორმაციას სოციალურ-ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროებში ქართული დიასპორის საქმიანობისა და პრობლემების შესახებ, ასევე, სახელმწიფო მინისტრის დავალებით ხელმძღვანელობს აპარატის საქმიანობის ცალკეული მიმართულებების მიხედვით შექმნილ სამუშაო ჯგუფებს.

2. სახელმწიფო მინისტრის მრჩევლები ამზადებენ ინფორმაციას ქართულ დიასპორაში განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის, კულტურისა და საზღვარგარეთ ეროვნული მემკვიდრეობის სფეროებში საქმიანობისა და პრობლემების შესახებ.

3. სახელმწიფო მინისტრის უფროს მრჩეველს და მრჩევლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს და მათ ფუნქციურ მოვალეობებს განსაზღვრავს სახელმწიფო მინისტრი.“;

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. ანგარიშგება

სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი, დეპარტამენტის უფროსები, სახელმწიფო მინისტრის მრჩევლები და ფინანსური მენეჯერი სახელმწიფო მინისტრს წარუდგენენ კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

„დანართი №2

 

დიასპორის საკითხებში

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის

საშტატო ნუსხა

 

თანამდებობა

რაოდენობა

1

სახელმწიფო მინისტრი

1

2

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

1

3

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

2

4

სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი

1

5

დეპარტამენტის უფროსი

3

6

სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი

3

7

ფინანსური მენეჯერი

1

8

სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე

2

9

მთავარი სპეციალისტი

4

10

სპეციალისტი

2

 

სულ

20.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი