დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 157 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.018542 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/11/2013, 010240010.10.003.017451) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აპარატში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: ა) ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ დიასპორასთან დაკავშირებული ინფორმაციების, წინადადებების, ანალიტიკური ბარათებისა და სხვა მასალების მომზადებას; უზრუნველყოფს ქართული დიასპორის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზის შექმნას, მუდმივ შევსებასა და განახლებას; უზრუნველყოფს უცხოეთში მოღვაწე წარმატებული თანამემამულეების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; ახორციელებს დიასპორებთან მიმართებით სხვადასხვა პროგრამებისა და ღონისძიებების დაგეგმვას; ხელს უწყობს კვლევების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია დიასპორასა და გარე მიგრაციაში (ემიგრაციაში) მიმდინარე პროცესების შესწავლისაკენ; ამზადებს და სახელმწიფო მინისტრს აწვდის მუდმივად განახლებულ ინფორმაციას დიასპორაში მიმდინარე მოვლენების შესახებ; დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის ან/და, მისი დავალებით, აპარატის საჯარო მოსამსახურის ინფორმირებას შესაბამის ქვეყანაში ქართული დიასპორის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში, გადასცემს მათ სასაუბროს; აწარმოებს დიასპორულ კალენდარს; უზრუნველყოფს პროფილურ სამეცნიერო-კვლევით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომელიც სახელმწიფო მინისტრის სახელით ამყარებს კავშირებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან; განიხილავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა განცხადებებს; უზრუნველყოფს დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებას; ზოგად კოორდინაციას უწევს აპარატის იმ საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობას, რომლებიც დადგენილი წესით განპიროვნებული არიან უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობისათვის, მათი განსახლების ქვეყნების მიხედვით; ხელს უწყობს დიასპორასთან დაკავშირებით დაგეგმილი პროგრამების განხორციელებას; მონაწილეობს და, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციას უწევს დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობას უცხოეთში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოძიებასა და შეგროვებაში; მოიპოვებს ინფორმაციას დიასპორული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ; უზრუნველყოფს უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან, მათ შორის, საპატიო კონსულებთან და სხვა საპატიო წარმომადგენლებთან ურთიერთობას; საერთო კოორდინაციას უწევს დიასპორის საკითხებში საპატიო წარმომადგენლების საქმიანობას; აწარმოებს დიასპორულ ორგანიზაციათა რეესტრს; გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს აპარატის დოკუმენტთბრუნვას; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოებების შემცველი დოკუმენტების აღრიცხვას, შენახვასა (საიდუმლო საქმისწარმოებას) და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას; ახორციელებს აპარატის სამართლებრივ უზრუნველყოფას; უზრუნველყოფს აპარატის საქმიანობისათვის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნას, აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფასა და განვითარებას; წარმართავს აპარატის საარქივო საქმიანობას; ახორციელებს მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას; ხელს უწყობს დიასპორის თემატიკის თაობაზე კონფერენციებისა და სემინარების ჩატარების ორგანიზებას, საგამომცემლო საქმიანობას, მათ შორის, დამხმარე სახელმძღვანელოების გამოცემას, რომელთა მიზანია ქართულ დიასპორაში ისტორიულად და თანამედროვე ეპოქაში მიმდინარე ღირსშესანიშნავი მოვლენების გამოკვლევა, სათანადო ასახვა და წარმოჩინება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები