„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 374
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.018758
374
24/07/2015
ვებგვერდი, 27/07/2015
010240010.10.003.018758
„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №374

2015 წლის 24 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/11/2013, 010240010.10.003.017451) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს აპარატის დოკუმენტთბრუნვას; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოებების შემცველი დოკუმენტების აღრიცხვას, შენახვასა (საიდუმლო საქმისწარმოებას) და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას; ახორციელებს აპარატის სამართლებრივ უზრუნველყოფას; წარმართავს აპარატის საარქივო საქმიანობას; კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას; ხელს უწყობს დიასპორის თემატიკის თაობაზე კონფერენციებისა და სემინარების ჩატარების ორგანიზებას, საგამომცემლო საქმიანობას, მათ შორის, დამხმარე სახელმძღვანელოების გამოცემას, რომელთა მიზანია ქართულ დიასპორაში ისტორიულად და თანამედროვე ეპოქაში მიმდინარე ღირსშესანიშნავი მოვლენების გამოკვლევა, სათანადო ასახვა და წარმოჩინება.“.

2.  დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. აპარატის სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი

აპარატის სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი:

ა) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ პროცედურებს და შესყიდვების ხელშეკრულებათა შესრულების კონტროლს;

ბ) ამარაგებს აპარატს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებითა და პერმანენტულად ანახლებს არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას.“.

3.  დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

თანამდებობა

რაოდენობა

1

სახელმწიფო მინისტრი

1

2

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

1

3

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

1

4

სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი

1

5

დეპარტამენტის უფროსი

3

6

სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი

3

7

ფინანსური მენეჯერი

1

8

სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი

1

9

სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე

2

10

მთავარი სპეციალისტი

4

11

სპეციალისტი

2

 

სულ

20“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი