„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ნომერი 511
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.019577
511
17/11/2016
ვებგვერდი, 21/11/2016
010240010.10.003.019577
„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №511

2016 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილება.
მუხლი 2
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის (შემდგომში აპარატი) სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია შემდეგი  შემადგენლობით:

ზვიად გონაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე;

გელა ბუკია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი, სალიკვიდაციო კომისიის წევრი;

ირმა ქევხიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, სალიკვიდაციო კომისიის წევრი;

ირაკლი ქოიავა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, სალიკვიდაციო კომისიის წევრი;

მარიამ მამესწარაშვილი

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, სალიკვიდაციო კომისიის წევრი;

მარიამ ბალიაშვილი

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფინანსური მენეჯერი, სალიკვიდაციო კომისიის წევრი;

პავლე მაწკეპლაძე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სალიკვიდაციო კომისიის წევრი.

მუხლი 3
სალიკვიდაციო კომისიამ 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:

ა) აპარატის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა; 

ბ) აპარატის ლიკვიდაციის შედეგად  დარჩენილი სახელმწიფო ქონების, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა;

გ)  აპარატში არსებული დოკუმენტაციის  (მასალის)  დამუშავება, სისტემატიზაცია და დაარქივება (საჭიროების შემთხვევაში განადგურება) კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  წესით თანამშრომლთა  გაფრთხილება-გათავისუფლება და მათთვის კომპენსაციის გაცემა;

ე) აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 4
1. ლიკვიდირებული აპარატის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2. აპარატის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარისა და, შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) უზრუნველყოს ამ დადგენილებით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად მისთვის 2017 ან/და მომდევნო წლების სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გამოყენება;

ბ) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და გამოცემის/მიღების მიზნით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს აპარატის ლიკვიდაციის შედეგად  დარჩენილი სახელმწიფო ქონების საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გადაცემა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 5
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2016 წლის 19 ნოემბრიდან.

2. დადგენილების პირველი მუხლი, მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი