დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 362 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/07/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.019426 |
|
„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/11/2013, 010240010.10.003.017451) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების (დანართი №1):
1. მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე. სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი. 4. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილისა და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციურ მოვალეობებს განსაზღვრავს სახელმწიფო მინისტრი.“ . 2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სახელმწიფო მინისტრის მრჩევლები 1. სახელმწიფო მინისტრის მრჩევლები ამზადებენ ინფორმაციას, სოციალურ-ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროებში ქართული დიასპორის საქმიანობისა და პრობლემების შესახებ, ქართულ დიასპორაში განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის, კულტურისა და საზღვარგარეთ ეროვნული მემკვიდრეობის სფეროებში საქმიანობისა და პრობლემების შესახებ. 2. სახელმწიფო მინისტრის მრჩევლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს და მათ ფუნქციურ მოვალეობებს განსაზღვრავს სახელმწიფო მინისტრი.“. 3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ანგარიშგება სახელმწიფო მინისტრის აპარატის დეპარტამენტის უფროსები, სახელმწიფო მინისტრის მრჩევლები, ფინანსური მენეჯერი და სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი სახელმწიფო მინისტრს წარუდგენენ კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს, გაწეული საქმიანობის შესახებ.“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების დანართი №2 – „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები