ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ

ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 594
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/11/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 01/12/2000
სარეგისტრაციო კოდი 390.040.000.05.001.000.838
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
594
10/11/2000
სსმ, 43, 01/12/2000
390.040.000.05.001.000.838
ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (30/04/2014 - 06/04/2017)

საქართველოს კანონი

ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ

 

თავი I. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების დაცვის წესი

    მუხლი 1

1. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში მყოფი, მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიის გასხვისება, აგრეთვე მწვანე ნარგავების კატეგორიის შეცვლა აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.  ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობა დაიშვება მიჩენის მიზნით, ასევე სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭებისას, ხოლო ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ფართობების ამორიცხვა − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

     3. (ამოღებულია).

4. . თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭება და მისი სპეციალური ტყითსარგებლობისათვის გაცემა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისათვის (გარდა წიაღის მოპოვებისა), რის შესახებაც გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიეროვნული სატყეო სააგენტო.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრ ის კანონი №2554 - სსმ I,  №4, 18.01.2006 წ., მუხ.31  

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრ ის კანონი №5642 - სსმ I,  №46, 24.12.2007 წ., მუხ.401

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი № 2791 - სსმ I,  № 17 , 06 . 04 .20 10 წ., მუხ. 98

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4406 - ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 75 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2317 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.

    მუხლი 2

ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყეში და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე აკრძალულია:

ა) მშენებლობა, გარდა მიჩენისა და სპეციალური მიზნით გამოყოფილ ტერიტორიებზე მშენებლობისა;

ბ) ხის ჭრა სამასალე მერქნის მიღების მიზნით, გარდა ხმელი, ხმობადი და ფუტურო საშეშე მერქნისა;

გ) პლანტაციური მეურნეობის წარმოება;

დ) (ამოღებულია);

ე) სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით სარგებლობის ნებართვის გაცემა.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი № 2791 - სსმ I,  № 17 , 06 . 04 .20 10 წ., მუხ. 98

    მუხლი 21

1. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა დაცული ტერიტორიებისა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება შეიქმნას განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დადგენილებას საქართველოს მთავრობა იღებს ქ. თბილისის მერის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შეთანხმებულია ქ. თბილისის საკრებულოსთან და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან.

3. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა დაცული ტერიტორიებისა) გარკვეული ტერიტორიისათვის განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭება დაიშვება მხოლოდ იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელთა ძირითადი მიზანია გამწვანებული ტერიტორიების დაცვა ან/და ტერიტორიების გამწვანება.

4. განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მქონე ტერიტორიის გამოყენების ნორმები, ამ ტერიტორიის გაუმჯობესებისა და გაშენებისათვის აუცილებელი მოთხოვნები, ტერიტორიაზე გასაშენებელ მცენარეთა სახეობები, აგრეთვე ტერიტორიის საზღვრები და ფართობი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2010 წლის 12 თებერვლის კანონი №  2567  - სსმ I,  №6, 2  2  .  02  .20  10  წ., მუხ.  24

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4406 - ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 75  – ვებგვერდი, 05.04.2013წ.  

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1030  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2317 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
 

თავი II. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი

    მუხლი 3

ამ კანონით დგინდება ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის, აგრეთვე მათი განზრახ დაზიანებისა და განადგურების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი და ოდენობა.

    მუხლი 4

1. მწვანე ნარგავის სახეობისა და ხის (ბუჩქის, ხვიარა მცენარის) დიამეტრის მიხედვით განისაზღვრება მისი აღდგენითი ღირებულება ლარებში.

2. ხის (ბუჩქის, ხვიარა მცენარის) დიამეტრი იზომება ფესვის ყელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე.

3. აღდგენითი ღირებულებები დგინდება:

ა) ხე-მცენარეთა ფოთლოვანი, წიწვოვანი და ხილ-კენკროვანი სახეობებისათვის;

ბ) ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეებისათვის.

    მუხლი 5

1. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობებისათვის, აგრეთვე მაღალი ღირებულების ჯგუფის წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეებისათვის − მყრალი ღვია, აღმოსავლეთის ბიოტა, ელდარის ფიჭვი, შავი არყი, კავკასიური აკაკი, არმაზის შინდანწლა, ქართული თხილი, ჩვეულებრივი ხურმა, ქაცვი, ჭოროხის მუხა, ჰართვისის მუხა, აღმოსავლეთის მუხა, წიფელი, ჩვეულებრივი ჯონჯოლი, ქართული თელა, ნამყენი თუთა, თელამუში − აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება წლიური რგოლების რაოდენობის მიხედვით: წიწვოვანებისათვის მერქნის ერთი წლიური რგოლის ღირებულებაა 100 ლარი, ხოლო ფოთლოვანებისათვის − 50 ლარი.

2. დაბალი ღირებულების ჯგუფის ფოთლოვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – ჭადარი, ვერხვი (ყველა სახეობის), ცხენისწაბლა, იფანი, ცაცხვი, ნეკერჩხალი (გარდა ქართული ნეკერჩხლისა), რცხილა, ჯაგრცხილა, აკაცია, აბრეშუმა აკაცია, სოფორა, გლედიჩია, არღავანი, არყის ხე, საპნის ხე, კატალპა, კუნელი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება 1-ლი ცხრილის შესაბამისად:

 

ცხრილი 1

 

მერქნის ერთი წლიური რგოლის ღირებულებაა 8 ლარი.

 

 

ხის დიამეტრი სანტიმეტრებში

წლიური რგოლების რაოდენობა

აღდგენითი ღირებულება ლარებში

4 სმ-მდე, ჩათვლით

8

64

4,1–8 სმ

16

128

8,1–12 სმ

24

192

12,1–16 სმ

32

256

16,1–20 სმ

40

320

20,1–24 სმ

48

384

24,1–28 სმ

56

448

28,1–32 სმ

64

512

32,1–36 სმ

72

576

36,1–40 სმ

80

640

40,1–44 სმ

88

704

44,1–48 სმ

96

768

48,1–52 სმ

104

832

52,1–56 სმ

112

896

56 სმ-ის ზევით

 

1000

 

3. წიწვოვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – კედარი (ყველა სახეობის), ფიჭვი (ყველა სახეობის), კვიპაროსი (ყველა სახეობის), ცრუცუგა, სოჭი, ნაძვი (ყველა სახეობის) – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-2 ცხრილის შესაბამისად:

 

ცხრილი 2

 

მერქნის ერთი წლიური რგოლის ღირებულებაა 12 ლარი.

 

 

ხის დიამეტრი

სანტიმეტრებში

წლიური რგოლების

რაოდენობა

აღდგენითი ღირებულება

ლარებში

4 სმ-მდე, ჩათვლით

8

96

4,1–8 სმ

16

192

8,1–12 სმ

24

288

12,1–16 სმ

32

384

16,1–20 სმ

40

480

20,1–24 სმ

48

576

24,1–28 სმ

56

672

28,1–32 სმ

64

768

32,1–36 სმ

72

864

36,1–40 სმ

80

960

40,1–44 სმ

88

1056

44,1–48 სმ

96

1152

48,1–52 სმ

104

1248

52,1–56 სმ

112

1344

56 სმ-ის ზევით

 

1500

 

 4. ხილკენკროვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – მსხალი, ვაშლი, ბალი, ატამი, გარგარი, ალუბალი, ქლიავი, ლეღვი, შინდი, ტყემალი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-3 ცხრილის შესაბამისად: 

 

 

ცხრილი 3

 

ხის   დიამეტრი

სანტიმეტრებში

აღდგენითი    ღირებულება

ლარებში

4 სმ-მდე, ჩათვლით

25

4,1–8 სმ

35

8,1–12 სმ

45

12,1–16 სმ

55

16,1–20 სმ

65

20,1–24 სმ

75

24,1–28 სმ

85

28,1–32 სმ

95

 

 

5. ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეებისათვის – ღვია, ტუია, წყავი, ჭყორი, შტამპიანი ჩვეულებრივი კვიდო, მარადმწვანე კვიდო, მაჰონია, წითელფოთოლა კოწახური, მარადმწვანე კოწახური, იუკა დიდებული – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-4 ცხრილის შესაბამისად:

 

 

ცხრილი 4

 

ბუჩქის, ხვიარა მცენარის დიამეტრი

სანტიმეტრებში

აღდგენითი   ღირებულება

ლარებში

4 სმ-მდე, ჩათვლით

45

4,1–8 სმ

75

8,1–12 სმ

80

12,1–16 სმ

85

16,1–20 სმ

90

20 სმ-ის ზევით

150

 

 

6. ამ მუხლით განსაზღვრული ჯგუფებისათვის სხვა ხე-მცენარეების, ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეების მიკუთვნებას ახორციელებს და ამტკიცებს ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური.

7. დარღვევის იურიდიული პირის მიერ ჩადენის შემთხვევაში იურიდიული პირი იხდის ამ მუხლის ცხრილებში მითითებული შესაბამისი აღდგენითი ღირებულების ორმაგ ოდენობას.

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4406 - ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4658 - ვებგვერდი,13.05.2011წ.

საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2317 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.

    მუხლი 6

1. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავები მათი ადგილმდებარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე იყოფა სამ კატეგორიად.

2. პირველ კატეგორიას განეკუთვნება:

ა) ბაღების, პარკებისა და სკვერების ნარგავები;

ბ) ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული ნარგავები;

გ) პროსპექტების, გზატკეცილების, ცალკეული მაგისტრალებისა და ქუჩების ნარგავები;

დ) ნარგავები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ როგორც ნიადაგდამცავებსა და წყალმარეგულირებლებს;

ე) „დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №1070 განკარგულებით სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხული მიწები, გარდა კერძო საკუთრებაში მყოფი მიწებისა.

3. მეორე კატეგორიას განეკუთვნება საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოებისა და ფაბრიკა-ქარხნების ტერიტორიებზე არსებული სპეციალური დანიშნულებისა და შეზღუდული სარგებლობის ნარგავები.

4. მესამე კატეგორიას განეკუთვნება ნარგავები, რომლებიც არ შედის პირველ და მეორე კატეგორიებში.

5. პირველი კატეგორიისთვის მიკუთვნებული, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში მყოფი, მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიის გასხვისება, აგრეთვე მასზე მშენებლობის განხორციელება აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. მეორე და მესამე კატეგორიებისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების გასხვისების, აგრეთვე მათზე მშენებლობის განხორციელების დროს შესაბამისი ორგანოების მიერ მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ არსებული მწვანე ნარგავები დაავადებულია, ხოლო ასეთი დაავადების არსებობა და მწვანე ნარგავების განკურნების შეუძლებლობა დადასტურებულია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ;

ბ) სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მწვანე ნარგავები პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და სამშენებლო ტერიტორიაზე მათი დატოვება შეუძლებელს ხდის მშენებლობის განხორციელებას ან უშუალოდ აზიანებს აშენებულ კონსტრუქციას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მწვანე ნარგავების ჭრა დასაშვებია მხოლოდ ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების საკომპენსაციო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2317 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.

    მუხლი 7

1. პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების მიხედვით წესდება შესაბამისი შემასწორებელი კოეფიციენტები 2, 1,5 და 1, რომლებზედაც მრავლდება აღდგენითი ღირებულების თანხა და გამოითვლება მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა.

2. ნარგავების უნებართვო განადგურების შემთხვევაში ზიანის ოდენობა განისაზღვრება აღდგენითი ღირებულების თანხის შესაბამის შემასწორებელ კოეფიციენტზე ნამრავლის ორმაგი ოდენობით.

3. ნარგავების უნებართვო განადგურებად ითვლება მათი განზრახ განადგურება ან ისეთი დაზიანება, რომელიც იწვევს ნარგავების ხმობას.

4. წიწვოვან სახეობათა ხე-მცენარეების ისეთი დაზიანების შემთხვევაში, რომელიც აქვეითებს მათ დეკორატიულ ღირსებას და იწვევს ხე-მცენარეების შემდგომი ზრდის შეჩერებას, ზიანის ოდენობა შეესაბამება აღდგენითი ღირებულების თანხის 50%-ს.

5. საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში ხე-მცენარეების (გარდა ხილ-კენკროვანი სახეობებისა) უნებართვო განადგურების შემთხვევაში ზიანის ოდენობა განისაზღვრება აღდგენითი ღირებულების თანხის მესამე კატეგორიისათვის დაწესებულ შემასწორებელ კოეფიციენტზე ნამრავლის ოდენობით.

    მუხლი 8

1. ამ კანონის მიზნებისათვის ქ. თბილისის საზღვრებად ითვლება ქ. თბილისის პერსპექტიული განვითარების მოქმედი გენერალური გეგმის შესაბამისად დადგენილი საზღვრები.

2. ქ. თბილისის მიმდებარე ტერიტორიად ითვლება ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრიდან შვიდკილომეტრიანი ზოლი.

 

თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 75 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 10

ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 10 ნოემბერი.

№594-Iს

14. 23/06/2022 - საქართველოს კანონი - 1710-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/07/2022 13. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6926-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 12. 22/05/2020 - საქართველოს კანონი - 5965-სს - ვებგვერდი, 28/05/2020 11. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1655-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 10. 06/04/2017 - საქართველოს კანონი - 619-IIს - ვებგვერდი, 21/04/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 30/04/2014 - საქართველოს კანონი - 2317-IIს - ვებგვერდი, 13/05/2014 8. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1030-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 475-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 6. 05/05/2011 - საქართველოს კანონი - 4658-Iს - ვებგვერდი, 110513024, 13/05/2011 5. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4406-Iს - ვებგვერდი, 110317036, 17/03/2011 4. 23/03/2010 - საქართველოს კანონი - 2791 - სსმ, 17, 06/04/2010 3. 12/02/2010 - საქართველოს კანონი - 2567 - სსმ, 6, 22/02/2010 2. 18/12/2007 - საქართველოს კანონი - 5642 - სსმ, 46, 24/12/2007 1. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2554 - სსმ, 4, 18/01/2006